Connect with us

მოდა და სტილი

როგორ ლაბადას ატარებენ მოდის ჭეშმარიტი მიმდევრები

ზაფხული უკვე დასრულდა და ნელ-ნელა ტემპერატურაც იკლებს, იმისთვის, რომ შემოდგომაზე მოდურად და ელეგანტუად გამოვიყურებოდეთ – მოდური ლაბადა დაგვჭირდება. დღეს 2021 წლის შემოდგომის მოდურ ლაბადებზე ვისაუბრებთ.

ლაბადა რა თქმა უნდა საკმაოდ კონსერვატიულია და მოდის ცვლილებებს ნაკლებად ექვემდებარება, თუმცა ყოველთვის არსებობს ნიუანსები, მაგალითად მოცულობა, ფერი, სიგრძე და ა.შ.

როგორი ლაბადაა მოდაში 2021 წლის შემოდგომაზე

ტრენდში რჩება “ოვერსაიზ” (დიდი ზომის) ლაბადები. მოცულობითი ლაბადის პლუსი ის არის, რომ მასში თავს კომფორტულად ნებისმიერი ტიპის სამოსით იგრძნობთ.

2021 წლის შემოდგომაზე ტყავი პოპულარობის პიკზეა და გამონაკლისს არც ტყავის ლაბადა წარმოადგენს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ფერთა გამაში შეზღუდული არ ხართ. აირჩიეთ პალტო ყავისფერი, ბორდოს ან ზეთისხილის ფერებში.

ბადე პრინტი მოდურ ოლიმპზე მყარად ინარჩუნებს პოზიციებს და მის დატოვებას ჯერ არ ფიქრობს. კლასიკური ბადე-პრინტი, “უელსის პრინცი” და “ბატის ფეხები” მუდამ მოდაშია.

მოცულობით სახელოების მქონე ლაბადა – სეზონის ახალი პიკია.

მოდაშია ბაქრომაც!

ვინტაჟური სილუეტები მოდურად და უჩვეულოდ გამოიყურებიან!

პალტო ხალათი ყველაზე უნივერსალური მოდელია, რომელიც ნებისმიერ ფიგურას უხდება და იოლად ეხამება სხვადასხვა სტილებს.

მოდაშია დაგრძელებული პალტო-მაქსი. ის სიცივისგანაც დაგიცავთ და უფრო მოდურსაც გაგხდით.

მოდაშია ფერადი ბლოკების პრინტიც. ასეთ ლაბადაში ქალი შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.