Connect with us

მოდა და სტილი

მოდური შეცდომებისთვის თავის აცილების რამდენიმე ხერხი

თანამედროვე მოდაში ზღვარი იმდენად არეულია, ზოგჯერ შეიძლება იფიქრო რომ ის სულაც არ არსებობს. ჟურნალები და steet-style ბლოგერები ან დიზაინერები ყველაფრის მიქსს აკეთებენ და შესანიშნავ ლუქს იღებენ. ზოგჯერ ეს მიქსი იმდენად შესანიშნავი გამოდის რომ მათი გამოყენება მოდის კვირეულებზე, ჩვენებებზე ან წვეულებებზეც კი შეიძება. საიდუმლო იმაშ მდგომარეობს, რომ ასეთ ექსპერიმენტებს კარგი თვალი, გემოვნება და სტილის შეგრძნება ესაჭიროება. თუ დარწმუნებული არ ხართ გაქვთ თუ არა ეს სამი უნარი და ამავდროულად არაეპატაჟურად, თუმცა გემოვნებით ჩაცმა გსურთ: უარი თქვეით ზოგიერთ ნივთზე, რომლებიც ლუქში შესაძლოა ზედმეტობად იქცნენ.

1. კოლგოტი

ქალის გარდერობის ეს ნივთი დიდი ხანია მოდაში აღარ არის, თუმცა ქუჩაში ხშირად შეხვდებით გოგონებს კოლგოტით ან გრძელი წინდით. დაივიწყეთ ეს ნივთი, მის ფერს კანის ფერზე ვერასდროს დასვამთ, თუ ის იისთვის გაცვიათ, რომ ძალიან მკრთალი ფეხები გაქვთ, აზრი არ აქვს აჯობებს მის ნაცვლად ტონალური წაისვათ.

2. ძველმოდური და “უცნაური” ფეხსაცმელი

ფეხსაცმელი თქვენი საუკეთესო დამხმარეა. ყველაზე უბრალო კაბაც კი ახლებურად და ულტრამოდურად გამოჩნდება თუ ამს შესაფერის ფეხსაცმელს შეურჩევთ.

თუნდაც არ გქონდეთ ყოველ სეზონზე ახალი ფეხსაცმლის შეძენის საშუალება, მაინც შეგიძიათ მოდურად გამოიყურებოდეთ. ამისთვის საკმარისია რამდენიმე კლასიკური სტილის, ლამაზი ფეხსაცმელი შეიძინოთ რომელიც მოდიდან დიდხანს არ გადავა. აუცილებელი არ არის მთელი დღე ქალაქში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მოძრაობდეთ. ახლა ბევრი სახის, თანამედროვე და მოდური დაბალძირიანი ფეხსაცმელი გამოდის, რომლებიც გემოვნებიანად გამოიყურება და ბებიების ორთოპედიულ ფეხსაცმელს არ გავს.

3. გამოიყენეთ საბაზისო ნივთები

კიდევ ერთი ხერხის იმისთვის, რომ ბევრი ფული არ დახარჯოთ მაგრამ, მაინც მოდურად გამოიყურებოდეთ. ალბათ შეგიმჩნევიათ – ბევრი ბლოგერი და ვარსკვლავი იყენებეს თეთრ მაისურს, კლასიკურ ჯინსს ან თეთრ პერანგს – ეს ნებისმიერ სიტუაციაში გიხსნით. კლასიკური ფერების მეშვეობით მათი ტარება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ.

4. ნუ აჩვენებთ ყველაფერს ერთდროულად

კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებენ – ნუ გამოაჩენთ ყველაფერს ერთდროულად. მაგალითად თუ ღრმა დეკოლტეს იცვამთ, ქვემოთ დახურული კაბა ან შარვალი ჩაიცვით, ხოლო თუ მინი ქვედაბოლოს ჩაცმაზე შეაჩერეთ არჩევანი, მაშინ დახურული ზედა მოირგეთ, ეს ვიზუალი სექსუალურად წარმოგაჩენთ.

5. მაღალი ქუსლები

მაღალ ქუსლებზე მოსიარულე ქალბატონი ყოველთვის იპყრობს მზერას და მამაკაცების ყურადღებას იპყრობს. ის უფრო მაღალსა და დანადს წარმოგაჩენთ. თუმცა თუ მაღალ ქუსლებზე სიარული გიჭირთ და მოხრილი ფეხით და დიხართ, აჯობებს რამე უფრო შესაფერისი შეარჩიოთ. ფეხსაცმელი ყოველთვის ისეთ ძირზე შეარჩიეთ რომელზე სიარულიც თავისუფლად შეგეძლებათ.

6. რაც უფრო მკვეთრი მით უარესი

ყველას არ აქვს მხატვრული განათლება ან გემოვნება, ამიტომ ფერების შერჩევის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. უნდა გახსოვდეთ მთავარი წესი: ერთ ლუქში სამ ფერზე მეტი არ უნდა გამოიყენოთ. ყოველთვის ეცადეთ, რომ ერთი ტონალობის სამოსი შეუთავსოთ ერთმანეთს. ამგვარად შერჩეული სამოსი ყოველთვის უფრო “ძვირფასი” და არისტოკრატული ჩანს.

7. შერეული პრინტები

ჟურნალებში ხშირად გვხვდება შერეული პრინტები, მაგალითად ზოლებიანის უჯრედებთან შეთავსება. თუმცა გახსოვდეთ, რომ ამ ლუქს გამოცდილი დიზაინერები და მხატვრები არჩევენ. აჯობებს პრინტიანი სამოსი საბაზისო ნივთებით ან იმავე ტონის სამოსით გაანეიტრალოთ, ამგვარად გემოვნებიან იმიჯს მიიღებთ.

8. აქსესუარების დავიწყება

სტილისტები იმიჯს არასდროს ჩათლიან დასრულებულად თუ მას აქსესუარები არ აქვს. ქვედაბოლო, მაისური, ჟილეტი – ეს არის ის რაც გაცვიათ, აქსესუარები კი: სამკაული, ქამარი, ჩანთა, თავსაბურავი და ყელსახვევი უმნიშვნელოვანეს დეტალებს წარმოადგენენ. გააკეთეთ თამამი ექსპერიმენტები აქსესუარებთან დაკავშირებით. მაგალითი შეგიძლიათ სტილით თქვენთან ახლოს მდგომი ბლოგერებისგან აიღოთ.

9. არასწორი თეთრეული

გახსოვდეთ, რომ თქვენი იმიჯი თეთრეულით იწყება. ის არც ზედმეტად მომჯდარი უნდ აიყოს და არც მოშვებული. თეთრი სამოსის ქვეშ მუქი თეთრეულის ჩაცმა არ შეიძლება. თმცა თეთრის ქვეშ არც თეთრ საცვალს იცვამენ, აჯობებს კანის ფერის თეთრეული შეარჩიოთ.

10. მაკიაჟი და თმა

არასდროს იცით თუ სად გიმზადებთ ბედი სიურპრიზს, ამიტომ ყოველთვის 100%-ით შესანიშნავად უნდა გამოიყურებოდეთ. მიეჩვიეთ დღის მსუბუქი მაკიაჟის კეთებას და თმის მოწესრიგებას. გასაგებია, რომ ტანამედროვე ცხოვრების გრაფიკი ძალიან დატვირთული და დამღლელია თუმცა დილით ტმის დავარცხნას, მსუბუქი ტალღების გაკეთებას და თმის შეკვრას დიდი დრო ნამდვილად არ ჭირდება.