Connect with us

თავის მოვლა

როგორ ვაიძულოთ თქვენს „მარაოს“ საფუარივით სწრაფად ზრდა

აუცილებელი არაა გრძელი და სქელი წამწამები მხოლოდ ხელოვნური იყოს. დიახ, ზოგს ასეთი სილამაზე ბუნებამ აჩუქა, ზოგმა 2D ან 3D ეფექტისთვის სილამაზის სალონში გადაიხადა, თქვენ კი შეგიძლიათ მარტივი პროდუქტებით გაიზარდოთ. მაგალითად, წამწამებზე ალოეს ეფექტმა ბევრი შეიძლება გააოცოს.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ზოგჯერ ყველაზე უბრალო საშუალებას უფრო მეტი სარგებლის მოცემა შეუძლია, ვიდრე რეკლამირებულ საშუალებებს. თან მათ ნატურალურ შემადგენლობასა და ხარისხში დარწმუნებული იქნებით.

ალოეს სარგებელი წამწამებისთვის

ალოე შეგიძლიათ დამოუკიდებლად ან სხვა საშუალებებთან ერთად გამოიყენოთ. ეფექტს მინიმუმ 3-4 კვირაში დაინახავთ. ზოგიერთი შინაურული ნარევი შეგიძლიათ წარბების გასაზრდელად და გასასქელებლად გამოიყენოთ. არანაირი ზიანი, მხოლოდ სარგებელი! ცდად ღირს.

მტვრის ნაწილების, ასევე ჭუჭყის მოსაშორებლად, რომლებიც ფორებს ავსებენ, წამწამები რეგულარულად დაივარცხნეთ. ამ მარტივი მეთოდით სისხლის ნაკადს გააძლიერებთ, რაც თმის ფოლიკულებში ბევრი სასარგებლო და მკვებავი ნივთიერების მიწოდების გარანტიას მოგცემთ.

ალოეს ნიღაბი წამწამებისთვის

წამწამების შესაღები უბრალო ფუნჯი აიღეთ, ცოტა E ვიტამინი ან ვიტამინების ზეთი წაუსვით. თმა ძირებიდან ნელა დაივარცხნეთ. პროცედურა დღეში 2–ჯერ გაიმეორეთ. თერაპიის პირველ შედეგს უკვე 10 დღეში დაინახავთ.

მასაჟი წამწამების გასაზრდელად

მასაჟი კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი წამწამების გასაზრდელად. ცოტა შიის კარაქი ზრდის ხაზზე წაისვით და მსუბუქი, წრიული მოძრაობით 2 წუთის განმავლობაში შეიზილეთ. ასეთი პროცედურა დღეში 2–ჯერ, რამდენიმე თვე გაიმეორეთ.

4 საუკეთესო შინაურული საშუალება წამწამების გასაზრდელად

1. ბამბის ჩხირი ალოეს წვენში დაასველეთ და წამწამების ზრდის ხაზზე წაისვით. პროცედურა 2 თვე გაიმეორეთ, რომ შედეგი შესამჩნევი იყოს. თუ უფრო ეფექტური საშუალება გჭირდებათ, ქვემოთ მოცემული რეცეპტებიდან ერთ–ერთი გამოიყენეთ.

2. 5 წვეთი აბუსალათინის ზეთი, E ვიტამინის კაფსულა და 1 ალოეს ფოთოლის წვენი აურიეთ. დილა–საღამოს წამწამების ზრდის ხაზზე 1 თვის განმავლობაში წაისვით.

3. რამდენიმე ტოტი ოხრახუში დააქუცმაცეთ და 1/3 ჩ/კ ალოეს წვენს აურიეთ. მსუბუქი წრიული მოძრაობით ნარევი ზედა ქუთუთოზე 5 წუთით წაისვით, შემდეგ ჩამოიბანეთ.

4. რამდენიმე წვეთი ალოეს წვენი, აბუსალათინის ზეთი და A ვიტამინი აურიეთ. იდეალური საშუალება წარბებისა და წამწამებისთვის. ყოველ საღამოს წაისვით და შედეგი უკვე 3 კვირაში გაგაოცებთ.

ალოე ვერას წვენი სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში შედის, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ ამბობს, თუ რამდენიმე პროცენტით შედის შეძენილ საშუალებაში. უფრო სასარგებლოა შინაურული ნარევი: პირველ რიგში, მის უსაფრთხოებაში დარწმუნებული ხართ. მეორეც, ეფექტს უფრო სწრაფად დაინახავთ. მზად ხართ ალოე წამწამების და წარბების გასაზრდელად გამოიყენოთ? თქვენი აღმოჩენის შესახებ მეგობრებს აუცილებლად უამბეთ.