Connect with us

თავის მოვლა

როგორ დავუბრუნოთ დეკოლტეს ზონას პირვანდელი სახე

დეკოლტესა და კისრის არეში პირველი ნაოჭების გაჩენა ქალბატონებისთვის ნამდვილ კატასტროფას წარმოადგენს. მშვენიერ ქალბატონებს ამ ზონების დამალვა უწევთ.

როგორ გავისწოროთ ნაოჭები

ნაოჭებისგან ბოლომდე გათავისუფლება ალბათ არ გამოგვივა, მაგრამ დასახმარებლად შეგვიძლია ნატურალურ საშუალებებს მივმართოთ. ისინი კოლაგენის გამომუშავებაში დაეხმარებიან ორგანიზმს და კანსაც უფრო გლუვს გახდიან. დღეს კანის აღმდგენ და რეგენერაციის დამაჩქარებელ რეცეპტებს გასწავლით.

ლუდის საფუარზე დაფუძნებული ნიღაბი

 

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი ნატურალური იოგურტი
  • 1 სუფრის კოვზი მშრალი მდოგვის საფუარი
  • 1 სუფრის კოვზი ხორბლის გაღივებული მარცვალი

აურიეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი კისრისა და დეკოლტეს არეში დაიდეთ და 15 წუთი გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ ნიღაბი გრილი წყლით. ასეთი პროცედურის ჩატარება კვირაში 3-ჯერ გახლავთ სასურველი.

 

ნიღაბი ბანანისა და მუსკუსის ვარდის ეთრეზეთისგან

 

ინგრედიენტები:

  • 1 ძალიან მწიფე ბანანი
  • 1 სუფრის კოვზი მუსკუსის ვარდის ეთერზეთი

ჯერ ბანანის პიურე მოამზდეთ, შემდეგ დაუმატეთ ეთრეზეთი და კარგად აურიეთ. ნიღაბი კისრისა და დეკოლტეს არეში დაიდეთ. დაიტოვეთ საშუალება 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში სამჯერ ჩაიტარეთ.

 

თაფლისა და ავოკადოს ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი ავოკადოს რბილობი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი

მოამზადეთ ავოკადოს პიურე და თაფლი დაუმატეთ. აურიეთ საგულდაგულოდ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ნიღაბი კისრის და დეკოლტეს არეში, მასაჟის მოძრაობებით დაიტანეთ – ქვემოდან ზემოთ. მასაჟის შემდეგ მასა 15 წუთის განმავლობაში დაიტოვეთ და გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.