Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ განვკურნოთ კანდიდოზური სტომატიტი საშინაო პირობებში

მიზანი კანდიდას ოჯახის სოკოებისა, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის მუდმივი მაცხოვრებლები არიან, მდგომარეობს საკვების ნარჩენების მოშორებაში, რომლებიც ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში გადაუმუშავებელი რჩება.

ეს სოკოები მუდმივად კონტროლდება ნაწლავების სასარგებლო ბაქტერიებისა და იმუნური სისტემის მიერ, თუმცა, გარკვეულ პირობებში შეიძლება უკონტროლოდ გამრავლდნენ. საბოლოო ჯამში, კანდიდას სოკოების უკონტროლო გამრავლება ასუსტებს ნაწლავების კედლებს, სოკოები ხვდება სისხლში და აღწევს სხვა ქსოვილებში. სოკოს შეუძლია აგრესიულ და გამანადგურებელ გამღიზიანებლად გადაიქცეს, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემას გამოიწვევს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ვაგინალური ან პირის ღრუს კანდიდოზური სტომატიტი.

მკურნალობა, როგორც წესი, ორი ნაწილისგან შედგება. ესენია: ადგილობრივი(იმ მონაკვეთებში, სადაც სოკო გაძლიერებულად გამრავლდა) მკურნალობა და ინფექციის წყაროს(როგორც წესი, ესაა ნაწლავები, საიდანაც ინფექცია იღებს სათავეს) მოწესრიგება. თუ ინფექციას ნაწლავებში არ განკურნავთ, სიმპტომები პერიოდულად აუცილებლად იჩენს თავს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ფაქტორები, რომლებსაც იმუნური სისტემის შესუსტება და ნაწლავების ფლორას დისბალანსის გამოწვევა შეუძლია(რაც კანდიდას გამრავლებას იწვევს):

  • დიდი რაოდენობით ტკბილეულის, საფუვრიანი და თეთრი ფქვილის პროდუქტის მიღება.
  • ანტიბიოტიკების ხშირი მიღება, რაც ანადგურებს ნაწლავურ ფლორას, რომელიც იმუნიტეტის მდგომარეობაზე აგებს პასუხს.
  • ვერცხლისწყლით მოწამლვა ამალგამის(სტომატოლოგიაში ბჟენად გამოიყენება) ან თევზის ჭარბი მოხმარების გამო. თუ ადამიანს დიდი რაოდენობით ამალგამი აქვს, გაუჭირდება სოკოს მკურნალობა. თევზი, განსაკუთრებით თინუსი, გამორიცხეთ რაციონიდან.
  • კორტიზონი – ჰორმონი, რომელიც ასუსტებს იმუნურ სისტემას.
  • ჰორმონები, რომლებიც მსხვილფეხა რქიანი პირუტყვის საკვებად გამოიყენება და, საბოლოო ჯამში, ჩვენს კუჭში ხვდება ხორცთან ერთად.
  • წყალში არსებული ქლორი და ფტორი კლავს ნაწლავის ფლორას და ასუსტებს იმუნურ სისტემას.
  • ცხოვრება მუდმივი სტრესის გავლენის ქვეშ.
  • ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარება.
  • სისხლის ხშირი გადასხმა, ორგანოების ტრანსპლანტაცია ან ქიმიოთერაპია.

როგორ მოვიშოროთ კანდიდოზი საშინაო პირობებში

მკურნალობა მოიცავს სამ ეტაპს: მკაცრი დიეტა, ანტიფუნგალური პრეპარატების მიღება, სასარგებლო მიკროფლორის დასახლება.

მკაცრი დიეტა

კანდიდოზი რომ სამუდამოდ მოიშოროთ, უნდა დაიწყოთ ძალიან მკაცრი დიეტით, რომელიც რამდენიმე კვირა გრძელდება. იკვებეთ მხოლოდ და მხოლოდ სიაში მოცემული პროდუქტით, გამონაკლისის გარეშე:

1. დღეში 2 ლ წყალი მაინც უნდა დალიოთ, რამდენადაც სხეულს დიდი რაოდენობით წყალი სჭირდება ტოქსინების მოსაშორებლად.

2. რაციონში აუცილებლად უნდა იყოს სრული მარცვლები: ბრინჯი, წიწიბურა, ფეტვი, ლუდსახარში ქერი.

3. პარკოსნებისა და ბოსტნეულის ყველა სახეობა.

4. აუცილებლად მიირთვით უმი ნიორი საკვების ყოველ მიღებაზე. რაც მეტი – მით უკეთესი.

5. მიირთვით უმი თხილეული: ნუში, კედრის კაკალი, სეზამის მარცვლები, მზესუმზირა და გოგრის თესლი.

6. ჩართეთ რაციონში კენკრა და არატკბილი ხილი: მარწყვი, ალუბალი, ხურმა, მწიფე ანანასი, მჟავე ვაშლი.

8. შეაზავეთ ახალი ბოსტნეულის სალათი ცივი დაწურვის ზეითუნის ან სელის ზეთით.

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება

ფლუკონაზალი საკმაოდ პოპულარული საშუალებაა ამ პრობლემის სამკურნალოდ. თანაც, იგი საკმაოდ ხელმისაწვდომია. პირველი რეციდივის სამკურნალოდ საკმარისია ერთი კაფსულის – 150 მგ-ს მიღება, თუ ინფექცია პირველად არ გაქვთ, მკურნალობის კურსია საჭირო – კვირაში ერთხელ, 1 კაფსულა ფლუკონაზალი, 1 თვის განმავლობაში.

თუმცა, ინტერნეტი არაა ის ადგილი, სადაც სამედიცინო  დანიშნულებას მიიღებთ ინდივიდუალურად თქვენი ორგანიზმისთვის, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია მკურნალობის დაწყებამდე.

სასარგებლო მიკროფლორის დასახლება

სასარგებლო ბაქტერიები ხელს უწყობს იმუნიტეტის სიმყარეს და კანდიდას სოკოების გამრავლების კონტროლს. აფთიაქში შეგიძლიათ ისეთი ბაქტერიების შეძენა, როგორებიცაა ბიფიდუმბაქტერინი, ბიფიფორმი, გასტროფარმი, ლინექსი.

Lactobacillus-სა და Propionibacterium-ის ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენელი კანდიდას ინჰიბიტორია. თუმცა, ეფექტურობისთვის, აუცილებელია ამ ფხვნილი-პრობიოტიკის გახსნა 1 ჭიქა თბილ წყალში და დილით, მშიერ კუჭზე, ჭამამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე მიღება, რათა ბაქტერიებმა სწრაფად გაიარონ კუჭი და პირდაპირ ნაწლავებში მოხვდნენ. მკურნალობის კურსი მოიცავს ორიდან  ექვს თვემდე პერიოდს, რაც სოკოვანი ინფექციის ასაკზეა დამოკიდებული.

ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ, ასევე, აუცილებელია სანთლები ვაგინალური ფლორის ნორმალიზებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას!