Connect with us

სხვა

10 პროდუქტი კანდიდოზის გასანეიტრალებლად

კანდიდა ანუ საფუარის სოკო – რძიანასა და კანდიდოზის მიზეზია. ეს დაავადება ლორწოვან გარსს აავადებს გენეტალიებისა და პირის ღრუს მიდამოებში. მძიმე შემთხვევებში ანთება შიდა ორგანოების მუშაობას აფერხებს და ქრონიკულ ფორმაში გადადის. ამ საშიში მდგომარეობის შეწყვეტაში ის პროდუქტები დაგვეხმარებიან რომლებიც მავნე მიკროფლორის ზრდას აფერხებენ.

კანდიდოზის მიზეზები

კანდიდოზის სოკოს ორგანიზმში “ძინავს” რადგან მას იმუნური სისტემა თრგუნავს. ექიმები გამოყოფენ არასასურველ ფაქტორებს, რომელთა დროსაც ბალანსი ირღვევა და დაავადების პროცესის აქტიური განვითარება იწყება.

  • ანტიბიოტიკების მიღება რომლებიც დადებით მიკროფლორას თრგუნავენ
  • არაბალანსირებული კვება, ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობა
  • ჰორმონალური ჰონის დარღვევა
  • სტრესული სიტუაციები
  • ზედმეტი ტკბილეულის მოხმარება

ამ დაავადების განვითარებისას და შიდა ორგანოების მუშაობის დარღვევისას ადამიანი გაღიზიანებული და აპათიური ხდება, უარესდება ყურადღება, მეხსიერება, ირღვევა ძილი და მადა. სოკოს აქტიურობისას შეიძლება თავისა და კუნთების ტკივილებმა შეგაწუხოთ, გაგიჩნდეთ საჭმლის მონელების პრობლემები, გქონდეთ ხშირი სურდო – წელიწადის თბილ სეზონზე.

პროდუქტები და კანდიდასგან გათავისუფლება

რძიანას გაუარესებისას ექიმები სხვადასხვა პრეპარატებს ნიშნავენ რომლებიც ამ სოკოს ზრდას უშლიან ხელს. თუმცა გაციების ან სტრესის დროს დაავადება სწრაფად ბრუნდება. ექიმები გვირჩევენ იმუნიტეტი სპორტითა და სწორი კვებით გავიმყაროთ. ისინი გამოყოფენ 10 პროდუქტს, რომლებსაც კანდიდას განადგურება შეუძლიათ, ყოველგვარი წამლის გარეშე!

მჟავე კომბოსტო

ფერმენტაციის დროს სასარგებლო ნივთიერებები და პრიბიოტიკები გამოიყოფა, ისინი აუმჯობესებენ ნაწლავის მუშაობას. კომბოსტო გვიცავს და მხარს უჭერს სასარგებლო მიკროფლორის წარმოქმნას, ასტიმულირებს იმუნიტეტს. ის ქმნის მჟავე გარემოს, რომელიც ხელს უშლის სოკოს გამრავლებას.

ვაშლის ძმარი

ვაშლის ფერმენტაციით მიღებული პროდუქტი ბევრ ვიტამინსა და ამინოჟავებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს აძლიერებს. ფერმენტები თრგუნავენ კანდიდას და ქალბატონებს რძიანას უსიამოვნო სიმპტომებისგან ათავისუფლებს. გართულებისას გამოიყენეთ ვაშლის ძმარი სავლების ან შესხურებებისთვის.

ქოქოსის რძე

ნატურალური პროდუქტი რომელიც ამ ეკზოტიკური კაკლისგან მიიღება – ლაურინისა და კაპრილის მჟავებს შეიცავს, ისინი კი უამრავი სახის ბაქტერიასა და სოკოს თრგუნავენ. მისი კანზე წასმის ან შინაგანად მიღებისას კანდიდას გამღიზიანებლები იღუპებიან.  ქოქოსის რძე გამდიდრებულია ფიტონციდებით, რომლებსაც ორგანიზმიდან ტოქსინები და თავისუფალი რადიკალები გამოჰყავთ, ის შეიძლება შეშუპებული ადგილების დამუშავებისთვის გამოიყენოთ – ვაგინალური ტამპონების სახით.

უსახამებლო ბოსტნეული

კანდიდას შაქარი და გლუკოზა უყვარს, ამიტომ აქტიურად მრავდება ტკბილეულისა და ნამცხვრეულის გამოყენებისას. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და რეციდივის აღსაკვეთად უკეთესია კვების რეჟიმი შეცვალოთ და მიირთვათ: კიტრი, პომიდორი, ხახვი.  ისინი ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით და ფოლიუმის მჟავით ავსებენ, რომელიც რძიანასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

სელის თესლი

სოკოს ქტივობის ჟამს, ორგანიზმის და ლორქოვანი გარსის გაწმენდაში სელის თესლის ნახარში დაგეხმარებათ. ყოველდღიურად მოხარშეთ თერმოსში 1 კოვზი პროდუქტი და 300 მლ. მდუღარე წყალი, დააყენეთ და სვით 100-100 მილიგრამი მთელი დღის განმავლობაში. თუ ხშირად გაწუხებთ რძიანა, მენიუში სელის ზეთი შეიტანეთ: გამოიყენეთ ის სალათებში და პირველ კერძებში, ისე რომ თერმულად არ დაამუშავოთ.

ნიორი

მძაფრი გემო და სუნი ამ ბოსტნეულს ალიცინის შემცველობის გამო აქვს – ამინომჟავების სასარგებლო შენაერთი – სოკოს საწინააღმდეგო ეფექტით. მისი მირებისას ის ნაწლავს ასუფთავებს პათოგენური მიკროფლორისგან და რთავს გამოჯანმრთელების პროცესს. სოკოს გართულებისას მიიღეთ 2 კბილი ნიორი დღეში ან შეიძინეთ კაფსულების სახით. იმისთვის, რომ რძიანასგან გათავისუფლდეთ, მოამზადეთ ნივრის წვენით გაჯღენთილი ტამპონები.

სუნელები

ცხარე სანლებლები კანდიდოზის ზრდას უწყობს ხელს. მასთან ბრძოლაში გაცილებით ეფექტურია დარიჩინი, დაფნის ფოთოლი და მიხაკი. დაიმატეთ ისნი ჩაისა და საკვებში, გააკეტეთ ნაყენები რათა მხარი დაუჭიროთ სასარგებლო მიკროფლორას.

რძის პროდუქტები

არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ რძიანას დროს კეფირი ან სხვა რძემჟავა პროდუქტებს უკეჩვენება აქვთ. სინამდვილეში ბიფიდობაქტერიები სწრაფად აღადგენენ სასარგებლო ბაქტერიების ბალანსს რაც კანდიდოზის ზრდას აფერხებს. ნატურალური იოგურტის ან ხაჭოს მოხმარება ეხმარება იმუნიტეტს, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს – ანტიბიოტიკების მირების შემდეგ. მთავარი წესი – ისინი არ უნდა შეიცავდნენ შაქარს ან კონსერვანტებს.

ზეითუნის ზეთი

პირველი გამოწურვის ნატურალური პროდუქტი ოლეინის მჟავას შეიცავს, რომელიც სოკოს ზრდას უშლის ხელს, იცავს ლორწოვან გარსს კანდიდოზით დაზიანებისგან. ქსოვილებს კვებავს ვიტამინებითა და ომეგა-3-ით, ზეითუნის ზეი აუმჯობესებს იმუნური სისტემის მშაობას, აფერხებს დაავადების წარმოქმნას. არ გააცხელოთ ის, თუ გსურთ, რომ მეტი სარგებელი მიიღოთ.

ძვლის ბულიონები

ხარშვისას სასარგებლო ნივთერებები წყალშ გადადიან – ამინომჟავები რომლებიც აღადგენენ საკვების მომნელებელი ტრაქტის მუშაობას. ბულიონის მოხმარებისას ორგანიზმი სასარგებლო მინერალებს, გლუტამინსა და კოლაგენს იღებს, რომელიც სწრაფად აღადგენს ძალებს. უსაფუარო საკვებტან ტანდემში ის სასარგებლო მიკროფლორის ზრდას ასტიმულირებს.

კანდიდოზის გასანადგურებლად მხოლოდ წამლების მირება საკმარისი არ არის. საჭიროა დიეტა, ალკოჰოლის, ტკბილის, ცომეულის და ცხიმიანი საკვების ამოღება. გამოიყენეთ “სწორი” პროდუქტები – ეს დაგეხმარებათ სწრაფად მოახდინოთ ბაქტერიების დაბალანსება, გაიმაგროთ იმუნიტეტი და შეაჩეროთ დაავადება.