Connect with us

თავის მოვლა

როგორ გამოვკვეთოთ სახის ოვალი დღეში მხოლოდ 3 წუთით: ახლავე დაიწყეთ

დღეს მინდა გესაუბროთ 3 უცნაურ, მაგრამ ეფექტურ ვარჯიშზე, რომლებიც სახის ოვალის გამოკვეთას ხელს უწყობენ. ვაშლის მსგავსი ლოყები, ნიკაპის სწორი ხაზი, ლამაზი ყელი – მარტივი მოქმედებების შედეგია.

დღეში მხოლოდ 3 წუთით ერთ–ერთი ვარჯიშის შესრულება საკმარისია. ზუსტად ერთ თვეში მომაბეზრებელი ორმაგი ნიკაპი მოვიშორე, ხოლო ყვრიმალები უფრო გამოხატული გახდა. განსაკუთრებით გამახარა, რომ ტუჩები თითქოს უფრო სქელი გახდა, რაც ნემსების გარეშე თითქოსდა შეუძლებელი იყო.

სახის ოვალია: ვარჯიშის ქვედა ნაწილისთვის

სახის ოვალის აწევა ბოთლის დახმარებით

დაგჭირდებათ 1,5 ლ პლასტმასის ბოთლი. მასში ცოტა წყალი ჩაასხით: 2–3 ს/კ საკმარისი იქნება. ბოთლის პირი ტუჩებით (კბილებით არა!) დაიჭირეთ და ბოთლი იატაკის პარალელურად ასწიეთ. ყელთან მიმართებაში ბოთლმა 90 გრადუსიანი კუთხე უნდა შექმნას. ბოთლი ტუჩებით 30 წამით დაიკავეთ. სახის ოვალი უკვე 2-3 ვარჯიშის შემდეგ უფრო გამოკვეთილი გახდება.

ვარჯიში ფანქრით ცხვირ–ტუჩის ნაკეცის და ორმაგი ნიკაპის მოსაშორებლად

ფანქარს ტუჩებით მოუჭირეთ და გაუშვით რამდენიმე წუთის განმავლობაში. ფანქარი რომ არ გამოგივარდეთ, პროცესში ქვედა ყბა აქტიურად ჩართეთ.

ვარჯიში ჰაერის ბუშტით სახის მკაფიო ოვალისთვის

თქვენ პატარა ბუშტი დაგჭირდებათ. ცხვირიდან ღრმად ჩაისუნთქეთ და პირით ამოისუნთქეთ. ამის შემდეგ ჰაერი ბუშტიდან პირით შეისუნთქეთ და ცხვირით ამოისუნთქეთ. თანმიმდევრულად რამდენიმე წუთით რამდენჯერმე გაიმეორეთ.

ყურადღება! ვარჯიშის შესრულების დროს შეიძლება თავბრუ დაგეხვეთ! თუ წნევის ცვლილებები გაწუხებთ, ვარჯიში ფრთხილად და ნაკლები ინტენსივობით ჩაიტარეთ.

მოკლედ, სახის ვარჯიშების შესრულებას გავაგრძელებ, შედეგს ხომ სარკეში ვხედავ! ნამდვილად ჩვილის სახე მაქვს. გარდა ამისა, პროფილაქტიკა ყოველთვის სჯობს რადიკალურ ზომებს. თქვენ როგორ მიიჩნევთ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.