Connect with us

კულინარია

როგორ გამოვაშროთ ნიორი სწორად

გამხმარი ნიორი შეუცვლელი სანელებელია, ის თერმული დამუშავების შემდეგ გემოს არ კარგავს და მისი მოხმარების შემდეგ სუნიც არ რჩება, თუნდაც ეს ორი თვისებაა საკმარისი იმითვის, რომ შეისწავლოთ თუ როგორ უნდა გამოაშორთ ნიორი სწორად.

ნივრის სახლში გამოშრობას განსაკუთრებული პლუსი აქვს: ამ შემთხვევაში ზუსტად იცით, რომ ის ნატურალურია. ახალ დამზადებულ სანელებელს გაცილებით უფრო არომატული გემო აქვს.

როგორ გამოვაშროთ ნიორი

ნივრის მომზადების ეს ხერხი კილოგრაამდე ნივრის გამოშრობისთვისაა გათვალისწინებული და უფრო მცირე რაოდენობებზეც შესანიშნავად მუშაობს.

ჯერ შეარჩიეთ მშრალი და თბილი ადგილი. გაშრობა სხვენზეც შეგიძლიათ და ღია სივრცეშიც, უბრალოდ ამ შემთხვევაში საფენი დაგჭირდებათ მოსავლის ნესტისა და ნალექისგან დასაცავად. ნიორი დააფინეთ, ისე რომ წანაზარდები არ მოაჭრათ.

თუ ცოტა ნიორი გაქვთ მაშინ წანაზარდები უნდა მოაჭრათ, მხოლოდ სანტიმეტრზე დაუტოვეთ.

შემდეგ შრობის მეორე ეტაპზე გადავდივართ – დარჩენილი ნალექი დატოვებული კუდიდან გამოვა. პირობების მიხედვით ეს პროცესი – კვირის მანძილზე გრძელდება. როდესაც ნიორი გაშრება, სატესტო შენახვა უნდა მოვახდინოთ.

ბადეში რამდენიმე თავი ნიორი მოათავსეთ და გრილ, ბნელ ადგილას მოათავსეთ რამდენიმე დღით. ამ დროის გასვლის შემდეგ შეამოწმეთ – ნიორს უსიამოვნო სუნი ხომ არ აქვს. თუ დასუნვისას ნესტის სუნს იგრძნობთ, ე.ი. ნივრის გამოშრობა დასრულებული არ არის და კიდევ რამდენიმე დღით უნდა გააგრძელოთ.

პროცედურის ბოლოს ნიორმა წონის 30% უნდა დაკარგოს.

ეს სანელებელი მაქსიმუმ 1 წლით უნდა შეინახოთ. ის ძალიან უხდება ხორცს, თევზსა და ბოსტნეულს.