Connect with us

ყვავილები

დაღესტნლების ჭკვიანური ხრიკი ნივრის შესანახად

ნიორი სანელებელია, რომელსაც კულინარიაში ხშირად ვიყენებთ. იმის მიუხედავად, რომ კერძს 2–3 კბილი ნიორი ყოფნის, სწრაფად დამთავრება ახასიათებს. გირჩევთ, რომ ნიორი მოიმარაგოთ და საჭიროებისამებრ გამოიყენოთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ნივრის შენახვის ეფექტურ მეთოდებს.

შესანახად ნიორი ტომრობით ივლისიდან შემოდგომის შუა რიცხვამდე შეიძინეთ. ამ დროს მისაღებ ფასად იყიდება. საშუალო ზომის ხარისხიანი ნივრები გადაარჩიეთ, ისინი კარგად ინახება და კარგი გემო აქვთ.

ნივრის შენახვის მეთოდები

თუ ტომარაში ჩაყრილ ნიორს უბრალოდ ბნელ და გრილ ადგილას შეინახავთ, შეიძლება გაღვივდეს. ცნობისთვის, ნივრის კბილებს გაღვივება მაცივარშიც შეუძლია. მარტივი ხრიკებით ნივრის გაღვივებას თავიდან აიცილებთ და დიდხანს შეინახავთ.

1. ნივრის შენახვა მარილით სავსე ქილაში

10-15 თავი ნივრის შესანახად გამოგადგებათ. მარილი კარგი კონსერვანტი და ანტიბაქტერიული საშუალებაა. სითხეს შთანთქავს, ამიტომ ნიორი ნამდვილად არ გაღვივდება. დიდ მინის ქილაში ნიორი ჩაყარეთ და მარილით გაავსეთ. ახლა ბნელ ადგილას შეინახეთ. მარილის ალტერნატივა: სუფთა მდინარის კენჭები, ნაცარი, ფქვილი, ხახვის ფურცლები.

2. ნივრის შენახვა ზეთში

რამდენიმე ნივრის შესანახად. ნიორს ფურცლები მოაშორეთ და მცენარეული ზეთი დაასხით. ნიორს შეინარჩუნებთ და სურნელოვან ზეთსაც მიიღებთ, რომელიც ზღვის პროდუქტებს და სალათებს უხდება. სუსტ ცეცხლზე ზეთში 1 საათით ხარშვისას ნიორი ისე რბილდება, რომ შეგიძლიათ პურს წაუსვათ. თან ასე დიდხანს შეინახავთ.

3. ნივრის შენახვა პარაფინში

პარაფინის ფირი ნიორს ბაქტერიებისგან და ტენიანობისგან იცავს. გარეცხილი და მშრალი ნიორი ყუნწით დაიჭირეთ და წყლის ორთქლზე გამდნარ პარაფინში ამოავლეთ.

4. ჩაწნული ნივრების შენახვა

ჩაწნული ნივრები მშრალ და გრილ ადგილას (სხვენი, სარდაფი) შეინახეთ. ზამთრისთვის ცოტა შეიძლება გახმეს.

5. ნივრის შენახვა დაღესტნური მეთოდით

მშრალი ნიორი აიღეთ, ფურცლები არ მოაშოროთ, რადგან სითხის შესანარჩუნებლად სჭირდება. ცეცხლის ალით ნივრის ფესურა და ყუნწი მოწვით ისე, რომ გაშავდეს. ამ მეთოდით ნიორი არ გაღვივდეს, თუნდაც თბილ ადგილას მოხვდეს. საკუჭნაოში, კარადაში ან აივანზე შეინახეთ.

ნიორი არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, ამიტომ მის მომარაგებას აზრი აქვს. თქვენ როგორ ინახავთ ნიორს? გაგვიზიარეთ ხრიკები!