Connect with us

ყვავილები

როგორ გავზარდოთ კიტრი ფანჯრის რაფაზე, როცა გარეთ დეკემბერია: დეტალური ინსტრუქცია

კიტრის არომატი იმდენად კაშკაშა და სიახლის შემომტანია, რომ ბევრ პარფიუმშიც გვხვდება. სამწუხაროა, რომ ზამთარში ხრაშუნა ბოსტნეული ასეთ არომატს არ ფლობს, ამასთან უგემური და უწყლოა. ზამთარში კიტრი უგემურია, ამასთან მისი ფასი საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს. თუმცა ერთი მეთოდი არსებობს, რომლის დახმარებით საახალწლო სალათების გადარჩენას შეძლებთ.

ნოემბერი საუკეთესო დროა რომ სახლის პირობებში კიტრი დარგოთ, ასე უკვე დღესასწაულის მწიფე კიტრი გექნებათ. მისი მოვლა მარტივია, მხოლოდ სწორი სახეობის შერჩევა და რამდენიმე დეტალის ცოდნა დაგჭირდებათ, რომ ბუჩქი ძალიან არ გაიზარდოს, მაგრამ საკმარისი რაოდენობის ნაყოფი მოგცეთ.

როგორ გავზარდოთ კიტრი

კიტრის სახეობის შერჩევა

პატარა ან საშუალო ფოთლების მქონე სახეობა იდეალური ვარიანტია: ლამაზად გამოიყურება და ძალიან არ იზრდება. ეს უნდა იყოს თვითდამტვერილი სახეობა მაქსიმუმ 10 სმ ნაყოფით (მსხვილი ნაყოფი უფრო მეტ მკვებავ ნივთიერებას და წყალს მოითხოვს). სახეობის სია, რომელიც ფანჯრის რაფაზე გასაზრდელად გამოგადგებათ: ქალების გულთმპყრობელი, აივნის სასწაული, ჰარმონიული, გულუხვი, ხრაშინა, ოსტატი, ზოზულია და ბაღის კიტრი.

ადგილის შერჩევა

კიტრი ყუთებში თავს შესანიშნავად გრძნობს, მაგრამ ეს ვარიანტი მათთვის, ვისაც თბილი აივანი აქვს. ფანჯრის რაფაზე კიტრის გასაზრდელად კი 2 მცენარეზე 3-4 ლ მოცულობის ქოთანი გამოგადგებათ. ქოთანი გათბობის ბატარეიდან მოშორებით უნდა დადოთ, რადგან მცენარე სიმშრალეს ვერ იტანს.

ნიადაგის შერჩევის დროს არჩევანი შეგიძლიათ ბოსტნეულის გასაზრდელად უნივერსალურ ნიადაგზე გააკეთოთ, რომელიც დასარგავად სპეციალურ ნარევს წარმოადგენს. ამასთან ნიადაგი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 40% კომპოსტი
  • 30% ტორფი
  • 20% ხის მიწა
  • 10% ნახერხი
  • შარდოვანით არასრულად სავსე ასანთის კოლოფი 10 ლ ნარევზე
  • 2 კოლოფი კალიუმი
  • 2 კოლოფი სუპერფოსფატი

დამატენიანებელი ნიადაგი დრენაჟით სავსე ქოთანში ჩაყარეთ და კიდემდე 5 სმ დატოვეთ. ახლა შეგიძლიათ თესლი თამამად გააფესვიანოთ (თავიდან სჯობს კიტრის თესლი ჭიქაში გააღვივოთ, შემდეგ ყველაზე ძლიერები შეარჩიოთ).

კიტრის მოვლა

ყველაფერი მზადაა: კიტრი დარგულია, სალათის რეცეპტი უკვე იცით. ისღა დაგრჩენიათ, რომ კიტრზე სწორად იზრუნოთ და აქ რამდენიმე წესი არსებობს.

1. კიტრი ნიადაგის ზედა ფენის გაშრობისთანავე მორწყეთ. შინაურული კიტრი ძლიერ მორწყვას არ საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სოკო გაჩნდეს.

2. ყოველდღე წყლით სავსე სპრეი ბოთლით დანამეთ.

3. ზამთარში მხოლოდ მზის სინათლე საკმარისი არ იქნება, ამიტომ ნათურა მიანათეთ, რომელიც დღეში 6-8 საათი ჩართული უნდა იყოს.

4. ორ კვირაში ერთხელ კიტრი გამოკვებეთ. მაგალითად, თხევადი ბიოჰუმუსით.

5. როცა 3 ფოთოლი გამოჩნდება, ღერო გადაჭერით. ნასკვი, რომელიც ქვედა ნაწილში აღმოცენდება, უნდა გადაჭრათ.

6. შემდეგ ყველა გვერდითა აღმონაცენი მოაშორეთ, რომ მოვლილი და ნაყოფიერი ბუჩქი მიიღოთ.

უკვე 35-40 დღის შემდეგ პირველი კიტრი გამოჩნდება, ზოგჯერ თითოეულ ბუჩქზე 5-7 ნაყოფი. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტთან ერთად სხვა სასიამოვნო ბონუსსაც მიიღებთ: ეკონომია, გემრიელი კერძი, ახალი ვიტამინები, რომელიც წლის ცივ სეზონზე ასე გვაკლია. ამასთან, მწვანილი ფანჯრის რაფაზე ინტერიერს სიახლეს მატებს.