Connect with us

სხვა

როგორ გავზარდოთ დიდი ნიორი

კარგი მებღე ისაა ვინც პრობლემიდან გამოსავალს თვითონ პოულობს, მუდმივი ცდების და შეცდომების გზით მებაღემ შეიძლება ცოდნა მიიღოს და შედეგი დაინახოს, არადა როგორი საამაყოა როდესაც შენი მიგნებული მეთოდი ნამდვილად შედეგიანია.

დიდი ნიორი

ნიორი ბევრი დიასახლისისთვის საყვარელი მცენარეა, სწორედ მას აქვს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება, რომლის წყალობითაც შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესო ჯანმრთელობა. ის ასევე კერძის ხარისხს აუმჯობესებს და მას განსაკუთრებულ გემოს სძენს. ახალი კარტოფილი ნივრით – საოცარი კერძია ნიორის მოყვარულთათვის.

იმისთვის რომ ბევრი ნიორი მოიმარაგოთ და ზამთრისთვის შეინახოთ საჭიროა ნივრის კარგი მოსავალი მიიღოთ. გახსოვდეთ რომ თქვენი ხელით მოყვანილი ნიორი ბევრად უკეთესი და უსაფრთხოა.

დღეს ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ გაზარდოთ დიდი ნიორი, გახსოვდეთ რომ საუბარია ზამთრის ნიორზე და არა გაზახულისაზე.

რეკომენდაციები და საიდუმლოებები დიდი ნივრის გასაზრდელად

1. დარგვა

როგორ დავრგოთ ნიორი სწორად? მთავარია არ შეგეშალოთ დარგვის დრო, ნუ დარგავთ ნიორს ძალიან ადრე მაგალითად სექტემბრის შუა რიცხვებში, მაგრამ არც ძალიან დააგვიანოთ.

საჭიროა ყურადღება მიაქციოთ არა მარტო კალენდარს არამედ ამინდსაც. ნიორი საჭიროა ზამთრის ყინვების დადგომამდე 1 თვით ადრე დარგოთ, ასეთ შემთხვევაში იგი ამოსვლას ვერ მოასწრებს სამაგიეროდ კარგად გაიდგავს ფესვებს.

2. მოვლა

დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგს რომელშიც ნიორს რგავთ, თუ ნიადაგი საკმარისად კარგი და ნაყოფიერია თქვენ შეიძლება არც კი დაგჭირდეთ სასუქის გამოყენება.

ხოლო თუ ნიადაგის მჟავიანობა მაღალია სასურველია დარგვისას ცოტა ნაცარი ჩააყოლოთ.
დასარგავად ნიადაგის მომზადება გაზაფხულზეა უმჯობესი, ზუსტად წელიწადის ამ დროსაა ყველაზე მეტად გამრავლებული სარეველა.

ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ მორწყვას, რადგან ჭარბი სისველე ნარგავის ლპობას გამოიწვევს, ხოლო წყლის უკმარისობა მას გააყვითლებს და გაახმობს.

აუცილებლად უნდა მოვატეხოთ ყლორტებს ყვავილოვანი წანაზარდი, შეგიძლიათ დაუტოვოთ მხოლოდ რამდენიმეს რომელსაც შემდგომ დასათესად გამოიყენებთ.

3. მავნებლები

იმისთვის, რომ მცენარე ჯანმრთელი გაიზარდოს და მავნებლებმა მოსავალი არ გაგიფუჭოთ, არ დაგავიწყდეს სარგავი ადგილის ცვლა, ანუ ადგილზე სადაც ერთხელ გაზრდით ნიორს მისი გამეორებით დარგვა მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ შეიძლება. მანამდე კი სასურველია ნიადაგი გამოაჯანმრთელოთ. ამის კარგი საშუალებაა ამ ადგილზე მდოგვი ან კალენდულა დარგოთ.

4. მოსავლის აღება

როცა მოსავალი მზადაა ასაღებად, თითქოს ყველაფერი დამთავრდა და შეიძლება დავმშვიდდეთ, მაგრამ ეს ასე არაა. მოსავალი საგულდაგულოდ უნდა გააშრო რადგან ზამთრის ნიორი ძალიან ცუდად ინახება და შეიძლება არასაკმარისად გამოშრობის შემთხვევაში ადვილად გაგიფუჭდეთ.

ასევე აუცილებელია მოსავლის დროულად აღება, მისი მიწაში საჭიროზე დიდხანს გაჩერება ძალიან საშიშია და დაგვიანებას აჯობებს ცოტა ადრე ამოიღოთ.

ეს არის ყველა ის მარტივი წესი რომლის დაცვაც საშუალებას მოგცემთ გაზარდოთ დიდი ნიორი, თუმცა გახსოვდეთ არ ღირს ბრმად მიჰყვეთ სხვის რეკომენდაციებს, ცოდნა და სიბრძნე მებაღეობაში მოდის საკუთარი გამოცდილების შედეგად.