Connect with us

სხვა

როგორ გავაცალოთ შინაურ ცხოველებსა და სახლს ტკიპები და რწყილები ნატრიუმის ბიკარბონატით

მწერები დაუზოგავად ცდილობენ, რომ ჩვენ გვერდით იცხოვრონ, მაშინაც კი, როცა ყველანაირ ინსექტიციდსა და რეპელენტს ვიყენებთ, რათა ისინი ჩვენი სახლისა და ოჯახისგან შორს გავაჩეროთ.

ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით ერთი გადაყვეტილება, რომელიც თქვენს შინაურ ცხოველებსა და სახლს რწყილებისგან და ტკიპებისგან გაათავისუფლებს.

თუ ზოომაღაზიაში ყიდულობთ ინსექტიციდებს და მას მხოლოდ შინაური ცხოველის სხეულზე იყენებთ, რწყილებს ვერ მოიშორებთ, რადგან ისინი საწოლზე, თეთრეულზე, ხალიჩასა და კედლებზე ცხოვრობენ ან იმალებიან.

თუ რწყილებს ამ ადგილებიდანაც არ მოიშორებთ, ნებისმიერი საშუალება არაეფექტური იქნება, რამდენადაც მწერები ძალიან სწრაფად მრავლდებიან და ისევ ცხოველზე და თქვენზეც კი აღმოჩნდებიან.

შეიძინეთ დიდი რაოდენობით სოდა და მარილი. ეს განსაკუთრებით აუცილებელია როცა სახლში ძალიან ბევრი მწერი გყავთ ან როცა სახლში ყველა ოთახის დამუშავებას გეგმავთ.

როცა სახლის დამუშავებას დაიწყებთ, კარგი იქნება, თუ ცხოველებს სახლიდან გაიყვანთ. მარილს და სოდას მისი კანის გაღიზიანება შეუძლია, განსაკუთრებით, თუ ღია ჭრილობები აქვს.

შეურიეთ მარილი და საკვები სოდა და გაავსეთ მასით ძველი შეიკერი.

იმისათვის, რომ ტკიპები და მწერები მოიცილოთ, უხვად მოაყარეთ ხალიჩას მარილი და სოდა.

ახლა აიღეტ ფუნჯი და გადაანაწილეთ ფხვნილი ხალიჩის მთელ ზედაპირზე.

გააჩერეტ მასა ხალიჩაზე მთელი ღამით. პროდუქტი ტკიპებს აუწყლოვებს, საბოლოო ჯამში კი კლავს.

ამის შემდეგ, კარგად დაამუშავეთ ხალიჩა მტვერსასრუტით. ეს დაგეხმარებათ მკვდარი და მომაკვდავი მწერებისგან გათავისუფლებაში. თუ ტომრიან მტვერსასრუტს იყენებთ, გამოიყენეთ ერთჯერადი პაკეტები და მაშინვე გაიტანეთ ნაგავი გარეთ.

გაიმეორეთ პროცესი სამი-ოთხი დღის შემდეგ, რადგან მწერის კვერცხები სწორედ ამდენ ხანში იჩეკება. ეს დამუშავებას უფრო ეფექტურს ხდის.