Connect with us

ვიდეო

როგორ გავაკეთოთ საახალწლო სათამაშო „მისტერ თაგუნია“

როგორც ვიცით, ჩინური კალენდრის მიხედვით 2020 წლის სიმბოლო ვირთხაა. ბუდას წინაშე პირველად სწორედ ეს ცხოველი წარსდგა და ამით კალენდრის გახსნის უფლება მიიღო. მთელ მსოფლიოში, ვირთხა სიბრძნის, სიყვარულის და სიმდიდრის ნიშანია.

სწორედ ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ იცით, როგორი საახალწლო სათამაშო გააკეთოთ, ჩვენ ამ ვარიანტს დაჟინებით გირჩევთ. ასე სახლში არა მხოლოდ იღბალს და ფულს მოიზიდავთ, არამედ ძაფთან და ნემსთან დროს შესანიშნავად გაატარებთ. თუ სახლში ბავშვები გყავთ, მათთვის საინტერესო იქნება იმის ცოდნა, თუ როგორ გადავაკეთოთ წინდა და ფერადი ლენტა რბილ სათამაშოდ.

როგორ გავაკეთოთ საახალწლო სათამაშო

თქვენ დაგჭირდებათ:

  • სუფთა ნაცრისფერი წინდა
  • 2 სხვადასხვა ფერადი ლენტა
  • ფეტრის (ქეჩის) მცირე ნაჭერი
  • 2 შავი მძივი
  • ჰოლოფაიბერი (სათამაშოს შემავსებელი)
  • წებო
  • მარკერი
  • შავი ძაფი
  • ნემსი

სათამაშო გააკეთეთ:

1. წინდა გადმოაბრუნეთ. მარკერით ხაზი გაუსვით იქ, სადაც შემდეგ გაჭრით. თქვენ გულის ფორმის თარგი უნდა მიიღოთ. ამისთვის ქუსლიდან წინდის წინა მხარეს იმოძრავეთ. ეს ნაწილი იმწამსვე ამოჭერით.

2. აი, ასეთი თარგი უნდა მიიღოთ, რომელიც ორი ნახევრისგან შედგება.

3. შემდეგ ფერადი ლენტა აიღეთ. ის დაახლოებით 3 სმ სიფართის და 15 სმ სიგრძის უნდა იყოს. რამდენჯერმე გაკეცეთ ისე, რომ მხოლოდ წინა მხარე ჩანდეს. გააკეთეთ ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. შემდეგ გაკერეთ და ბოლოში გაკვანძეთ.

4. თარგი გაკერეთ. ფართო ნაწილის მხარეს გაკერილი ფერადი ლენტა მიაკერეთ. გაკერვა გააგრძელეთ და მხოლოდ ლენტის მცირე ნაწილი დატოვეთ.

5. როცა გაკერვას თითქმის მორჩებით, წინდა გადმოაბრუნეთ და  წინდა ჰოლოფაიბერით ამოავსეთ. შემდეგ ბოლომდე ამოკემსეთ.

6. ახლა, როცა სხეული მზადაა, ჩვენს ვირთხას მძივებით თვალები მიამაგრეთ.

7. ცხვირი შემდეგნაირად გააკეთეთ: წინდის წვრილი წვერი შავი ძაფით რამდენჯერმე ამოკემსეთ. თუ შეძლებთ, ბოლოში კიდევ ერთი კვანძი გააკეთეთ. ასევე შეგიძლიათ წებო გამოიყენოთ, რომ ძაფი დაამაგროთ.

8. შემდეგ ულვაშები გააკეთეთ, უბრალოდ ცხვირიდან ძაფი გაატარეთ, დაამაგრეთ და ზედმეტი მოაჭერით.

9. მეორე ლენტა აიღეთ, სასურველია ორივე მხრიდან ერთნაირი იყოს. მისგან ბაფთა გააკეთეთ და ვირთხას ყელზე მიამაგრეთ.

10. ქეჩის ნაჭრიდან ყურები ამოჭერით და თავზე დაამაგრეთ. ეს პროცედურა შეგიძლიათ თარგის გარეშე გააკეთოთ.

რბილი სათამაშო შეგიძლიათ ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ ან უბრალოდ თვალსაჩინო ადგილზე დადოთ, რომ სახლში სიმყუდროვე შექმნათ.

ამ ვიდეოში უფრო დეტალურად ნახავთ, თუ როგორ გააკეთოთ რბილი ვირთხის სათამასო თქვენი საახალწლო ნაძვის ხისთვის.

ნებისმიერი ბავშვისთვის საინტერესო იქნება, რომ სათამაშო თავად გააკეთოს და ის ახლობლებს აჩუქოს. ასეთ ხელნაკეთ ნივთებში ტოქსიკური მასალა არაა და მათთან ჩახუტებულმა შეგიძლიათ დაიძინოთ. ეს კარგი მეთოდია, რომ საახალწლო დღესასწაულისთვის დრო ერთად გაატაროთ.