Connect with us

სხვა

1 შეფუთვა კანფეტით და შპალერის ნაჭრით საყვარელ საახალწლო საჩუქარს ვაკეთებ

გასულ წელს მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი შვილისგან მომავალი სასკოლო გამოფენის შესახებ 22:30 საათზე გავიგეთ. გაბრაზებას აზრი არ ჰქონდა, ფანტაზიაც არ გვქონდა. სწორედ ამიტომ, შთაგონებისთვის YouTube–ს მივმართეთ. ასე ვისწავლეთ კანფეტებისგან ნაძვის ხის გაკეთება. ხელნაკეთმა ნივთმა გადაგვარჩინა.

მაშინ ჩვენი ხელნაკეთი ნივთი სასაცილოდ გამოიყურებოდა: კანფეტები ყოველ ნახევარ წუთში ცვიოდა, თავად კონსტრუქცია პიზის დახრილ კოშკს ჰგავდა. აღმოჩნდა, რომ კანფეტებიდან ნაძვის ხის გასაკეთებლად მშენებლის უნარებია საჭიროა ან დეტალური ინსტრუქცია შეცდომების თავიდან ასაცილებლად. Alltime.ge–ს რედაქცია სწორედ ასეთ, დეტალურ ინსტრუქციას გიზიარებთ.

ხელსაწყოები და ნაძვის ხის მთავარი შემადგენელი ნაწილები

  • შპალერის ნაჭერი (მინიმუმ მეტრი მეტრზე)
  • წებოს იარაღი
  • მაკრატელი
  • სახაზავი
  • ფანქარი
  • კანფეტები (პატარა, სასურველია, ფერადი)
  • მუყაო
  • დეკორატიული ძაფი (1 მ საკმარისია)
  • ფერადი ნაჭრის ლენტი

როგორ გავაკეთოთ ნაძვის ხე კანფეტებით და შპალერით

გლუვი ზედაპირის მქონე შპალერი აიღეთ. წინასწარ სპირტში ან ანტისეპტიკში დასველებული ბამბით დაამუშავეთ. კონუსის მსგავსად შეკარით. კიდეებში თხევადი წებო წაუსვით და კონუსი შეკარით.

კონუსის ზემოდან ჩაფიქრებული ზომა გაზომეთ. კანფეტების რაოდენობით განსაზღვრეთ. ხაზი გახაზეთ, ზედმეტი მოაჭერით და კონუსი გაასწორეთ.

კონუსის შიგნით შპალერის ნარჩენები და სხვა უსარგებლო მასალა ჩადეთ. რაც მეტი, მით უკეთესი, ასე გამძლე კონსტრუქციას მიიღებთ. სიტყვაზე, ნაძვის ხე შეგიძლიათ კანფეტებითაც გაავსოთ.

კონუსის ღია ნაწილზე ცხელი წებოთი მუყაო მიაწებეთ. როცა წებო გაშრება, ზედმეტი ნაწილები მოაჭერით. მუყაოს ზემოდან შპალერი მიაწებეთ და კვლავ ზედმეტები მოაჭერით.

კონუსს ქვემოთ სილამაზისთვის დეკორატიული ძაფი შემოახვიეთ. ასე ნაკერებს დამალავთ, რომელიც არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება. ახლა ნაძვის ხეზე კანფეტების გაკვრა დაიწყეთ.

ქვემოდან დაიწყეთ და თანდათან ზემოთ ადით. ზედა წრე ქვედას ოდნავ უნდა ფარავდეს და მრავალფენიან ეფექტს ქმნიდეს. ცარიელი ადგილები კანფეტის შესაფუთით შეგიძლიათ დამალოთ.

ზემოთ პლასტმასის ვარსკვლავი, მზა ბაფთა დაამაგრეთ ან თავად გააკეთეთ. ნაჭრის ლენტა გაკეცეთ და ცენტრში შეკარით. შუაგული მძიმევებით ან კანფეტებით გააფორმეთ.

ნაძვის ხე შპალერით თქვენი შესაძლებლობის ზღვარი არაა. ასეთი ხელნაკეთის კარგი საფუძველია შამპანურის ბოთლი. თქვენ უკვე ემზადებით ახალი წლისთვის? გაგვიზიარეთ, რისი გაფორმება მოასწარით სახლში?