Connect with us

საკითხავი

როგორ გადავიტანე ინსულტი 24 წლის ასაკში: გულახდილი საუბარი

ინსულტი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ახალგაზრდავდება. ყველაზე ხშირად ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ქალებს და კაცებს 50 წლის შემდეგ ემართებათ. ჩვენი სტატიის გმირი მხოლოდ 24 წლის იყო, როცა ქალაქის საავადმყოფოში ძლიერი თავის ტკივილით მოხვდა, რაც დაავადების წინა ნიშნები აღმოჩნდა. ბედნიერის შემთხვევის წყალობით დარინა საოპერაციოში დროულად აღმოჩნდა და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ინსულტის შედეგი მინიმალური ყოფილიყო. დღეს დარინა გვიამბობს, ინსულტის შეტევამ ცხოვრება ორ ნაწილად როგორ გაყო და წვრილმანებით ბედნიერების მიღება ასწავლა.

„2019 წლის 31 იანვარს ინსულტის შეტევა მქონდა. იმ დღეს უბედურებას არაფერი მოასწავებდა. კოლეგებთან ერთად კარტინგ ცენტრში წავედი. როცა წრე დიდი სიჩქარით დავარტყი, აუტანელი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს თავში რაღაც გასკდა. ცუდად გავხდი, კბილებს ერთმანეთს ვაჭერდი და ვფიქრობდი, მთავარია გონება არ დავკარგო. ამის შემდეგ გონება დავკარგე და ჩემი კარტი ღობეს შეეჯახა. 20 წუთის შემდეგ გამოვფხიზლდი.

სასწრაფოს მოსვლამდე თავად გადავაადგილდებოდი და ქუჩაში გავედიც კიდეც. არადა ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა იყოს. უბრალოდ ხალხმა არ იცოდა, თუ რა შემემთხვა და რა უნდა გაეკეთებინათ. მახსოვს, სასწრაფოთი როგორ წამიყვანეს, რიგს რამდენ ხანს ველოდი. მორიგე ექიმმა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გამგზავნა და უკვე მეორე დღეს ექიმმა ოპერაციის გადაწყვეტილება მიიღო.

მე ჰემორაგიული ინსულტი მქონდა, არტერიული ანევრიზმა გასკდა. საბედნიეროდ, ეს ოპერაციის დროს მოხდა და ინსულტის შედეგები მინიმალური იყო. თავად ოპერაცია 6 საათი გრძელდებოდა. ექიმებმა დედას უთხრეს, რომ გადარჩენის შანსი 50/50 იყო.

მახსოვს, როცა სასწრაფო დახმარების მანქანით მივდიოდი პარამედიკოსები მსჯელობდნენ, თუ სად წავეყვანეთ. ზოგი ტრავმპუნქტში მიყვანაზე საუბრობდა, რადგან ფიქრობდა, რომ უბრალოდ შეჯახების დროს თავი დავარტყი. მაგრამ ბოლოს საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც ნეირორეანიმაციური განყოფილება ჰქონდათ. აქ მუშაობს ექიმების გუნდი, რომლებმაც გადამარჩინეს. ქალაქის 39-ე საავადმყოფოს ნეიროქირურგების ლეონიდ კრავცის და პაველ სმირნოვის მადლიერი ვარ.

ინსულტის შემდეგ ჩემი მდგომარეობა გავაანალიზე, რომ გამერკვია თუ ეს როგორ მოხდა. გავიაზრე, რომ ინსულტის წინა სიმპტომები მქონდა. ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრებთან ერთად ევროპაში გავემგზავრე. წინა დღეს ძალიან ბევრი ვიმუშავე, სტრესი და დაღლილობა დამიგროვდა და მალე გაფრენა მსურდა. 26 დეკემბერს მძიმე ჩანთით მატარებლიდან გადმოვედი და ძლიერი თავის ტკივილი პირველად ვიგრძენი. როცა ტაქსში ჩავჯექი, გულისრევამ შემაწუხა. ვიფიქრე, რომ გადამივლის და ყურადღება არ მივაქციე. ექიმთან მისვლის ფიქრები არ მქონია. უბრალოდ მშვიდად დასვენება მსურდა. ერთ დღეში თავი აღარ მტკიოდა, მაგრამ გარკვეულ დისკომფორტს მაინც ვგრძნობდი. სახლში ჩამოსული ყინვაში გამოვედი და თავის ძლიერმა ტკივილმა და გულისრევამ კვლავ შემაწუხა.

ამ შემთხვევის შემდეგ ნევროლოგს მივმართე. ტომოგრაფია გადამიღეს, მაგრამ პათოლოგია ვერ იპოვეს. ექიმმა მითხრა, რომ ტკივილი კისრის ოსტეოქონდროზის ფონზე იქმნება და ფიზიოთერაპიის კურსი დამინიშნა. 2 კვირაში ინსულტის შეტევა მქონდა.

მაშინ ინსულტის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი. მოგვიანებით გავიგე, რომ ბებიასაც ინსულტი და ინფარქტი გადატანილი ჰქონდა. თუმცა ამ დროს 72 წლის იყო. როგორც სხვა, მეც ვფიქრობდი, რომ მსგავსი რამ არ დამემართებოდა. ჩვენ გვეჩვენება, რომ ეს სადღაც, ოდესღაც, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში არ იქნება. სამწუხაროდ, ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.

ბუნდოვნად მახსოვს, თუ რეანიმაციაში რა ხდებოდა. ოპერაციის წინ დოკუმენტებს ხელი მოვაწერე და მითხრეს, რომ თავის გადაპარსვა აუცილებელი იყო. პირველი რეაქცია: „არა!“. ჩემი დარწმუნება სცადეს, რომ ეს აუცილებელი იყო, რადგან ტრეპანაცია უნდა გაეკეთებინათ. ასე ერთ წუთში სქელი და გრძელი თმა დავკარგე. ექთნები მხარს მიჭერდნენ. მეუბნებოდნენ, რომ ასეთი „ვარცხნილობაც“ ძალიან მიხდებოდა და ჩვეულებრივ პალატაში გადასვლის დროს ჩაიზე მოსვლას მპირდებოდნენ. ოპერაციის დროს თვალის კუნთი დააზიანეს და გარკვეული პერიოდი თავისით არ იღებოდა და გახელილი სხვა მხარეს იყურებოდა.

როცა გახსოვს ლამაზი გოგო გრძელი თმით და სქელი ტუჩებით, ოპერაციის შემდეგ კი სარკეში მელოტ გოგოს ნაიარევით და დახუჭული თვალით ხედავთ – რთულია. სიტუაცია საკმაოდ სწრაფად მივიღე. პირველი ფიქრი ასეთი იყო: „რა კარგია, რომ პატარა ცხვირი და თავის ქალის სწორი ფორმა მაქვს!“ მეორე: „ცხენებთან ფოტოსესიის მოწყობა მინდა!“ და ეს იდეა მხარს ძალიან მიჭერდა.

ინსულტის გადატანის შემდეგ ადამიანისთვის ახლობლების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერი მორალური მხარდაჭერის წყალობით გამოჯანმრთელებისკენ განვეწყვე. პირველ რიგში, მინდა ჩემ დედას, ლარისას მადლობა გადავუხადო. ჯერ კიდევ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში წოლის დროს მხოლოდ ერთადერთი ფიქრი მაწუხებდა: „დედა უნდა ვნახო!“ და როცა თვალი გავახილე და დედის მომღიმარი სახე დავინახე დავმშვიდდი და ვთქვი: „ყველაფერი კარგად იქნება!“ – ეს დაავადებასთან ბრძოლის დროს გარდამტეხი მომენტი იყო.

ინსულტის შემდეგ პირველი ორი კვირა ყველაზე სახიფათოა, როცა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს და ადამიანი ნებისმიერ წამს გარდაიცვალოს. დედა მუდმივად ჩემ გვერდით იმყოფებოდა. „ყველაფერი კარგად იქნება“. ეს მისი საყვარელი ფრაზაა. დედა მიყურებდა და მიღიმოდა. რა თქმა უნდა, ძალიან უჭირდა: როცა ოთახიდან გადიოდა, ტიროდა, მაგრამ შემდეგ გაღიმებული სახით ბრუნდებოდა და მხარს მიჭერდა. მეგობრები ძალიან დამეხმარნენ. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებაც მიპყრობდა, მაგრამ ფიზიკური აღდგენა მაშინ ხდება, როცა გამოჯანმრთელებისკენ განეწყობი. მოგვიანებით გავიცანი გოგოები, რომლებმაც 26-30 წლის ასაკში ინსულტი გადაიტანეს. საუბარში დავასკვენით, რომ პირველ რიგში მორალურად აღდგენა არის საჭირო.

ყველაზე მძიმე იყო ექიმების შეტყობინება, რომ უახლოესი ნახევარი წელი ჩემთვის არაფრის კეთება არ შეიძლებოდა. აკრძალული აღმოჩნდა ყველაფერი, რაც მიყვარდა: ყავა, ვარჯიში, ფრენა, აბაზანა, საუნა, მზეზე ყოფნა და ავტომობილის ტარება. ინსულტამდე ვიყავი გოგონა გრძელი თმით, რომლისთვისაც ყველაფერი შეიძლებოდა, ახლა კი მელოტი გოგო ვარ დახუჭული თვალით, რომლისთვისაც არაფერი შეიძლება. როცა ჰიპერაქტიური ხარ და მუდმივად სადღაც გეჩქარება, ასეთი ცვლილებების გადატანა ძალიან რთულია.

ინსულტის გადატანიდან უკვე პირველივე კვირას ექიმებს ვეკითხებოდი: „როდის გამომწერენ? უნდა ვიმუშაო, პროექტები მაქვს. ჩემ გარეშე ვერ გააკეთებენ“. აზრადაც არ მომდიოდა, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს გაგება მოგვიანებით მოვიდა, როცა ახალი ცხოვრების წესის ათვისება დავიწყე.

ინსულტის შემდეგ მარცხენა ხელის მსუბუქი დაბუჟება და მეხსიერების მცირე დაკარგვა მქონდა.

მაგალითად, არ შემეძლო მსხლისთვის მსხალი მეწოდებინა, რადგან ეს სიტყვა არ მახსოვდა. ამასთან ფორმულირების სირთულე მქონდა: ჯერ ერთ სიტყვას ვიღებდი და სხვა სიტყვით ვამთავრებდი.

მალე რომ გამოვჯანმრთელებულიყავი, სახლში თავად ვარჯიში დავიწყე: საბავშვო ნახატებს ვაფერადებდი და მარტივ ამოცანებს ვასრულებდი. წიგნებს ვკითხულობდი და აუდიო ჩანაწერებს ვუსმენდი, რადგან ვიზუალურ ინფორმაციას ვერ აღვივქვამდი. ასეთი შეუპოვარი მუშაობით 2 თვე გავიდა. სამწუხაროდ, არ ხდება ისე, რომ შედეგები სრულად გაქრეს. ორ თვის შემდეგაც კი პერიოდულად „განსაკუთრებული“ აზროვნება მიჩნდება. ექიმები ამბობენ, რომ აღდგენას მინიმუმ 1 წელი დასჭირდება.

ინსულტამდე მარკეტინგული კვლევის განყოფილებას ვხელმძღვანელობდი. განყოფილების მმართველობა 22 წლის ასაკში დავიწყე. ჩემი სამუშაო პრობლემის გადაჭრას მოიცავდა. ყოველთვის სტრესის ქვეშ ვიმყოფებოდი. სახლშიც კი ყოველ საღამოს ნოუთბუქს ვხსნიდი და მუშაობას ვაგრძელებდი. ყოველთვის ასე იყო: რაღაც საქმე თუ მომწონდა, თავით ბოლომდე მასში ვეშვებოდი. ამასთან მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს სამსახური თუ ჰობი იყო. ეს ჩემი პირადი შეცდომაა. თანდათანობით დაღლილობა და დაძაბულობა დაგროვდა. ამასთან ზეპასუხისმგებლობით აღსავსე და ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა ინსულტამდე მიმიყვანა.

თითქმის ინსულტამდე ცოტა ხნით ადრე კოლეგებს მივწერე: „მე დავასრულე“.

ახლა ვხვდები: დაავადება რომ არა, ამ დინებიდან ვერ გამოვიდოდი და სიამოვნების გარეშე მუშაობას გავაგრძელებდი. ახლა ვხვდები, რომ ჩემ ცხოვრებაში დისონანსი იყო: მინდოდა ერთი და ვაკეთებდი მეორეს. სიმშვიდე, გაწონასწორებული ცხოვრება და თეატრში სიარული მსურდა, მაგრამ მუდმივად სადღაც გავრბოდი, რამაც ასეთ შედეგამდე მიმიყვანა.

დაავადებამ ბევრი რამის გადაფასება მაიძულა. სიმშვიდე მოვიპოვე. ახლა რაღაც სამსახურზე გიჟურად მუშაობა აღარ მსურს. შემიძლია „საქმის გარეშე“ თავისუფალი დრო გავატარო, ფილმებს ვუყურო, ტელეფონს არ ჩავხედო, უბრალოდ დავისვენო და მოვდუნდე. ახლა ვხვდები, თუ თავად ცხოვრება რამდენად ღირებულია. მნიშვნელოვანია ემოციების მიღება, ახლობლების სიყვარული და მათთვის თავისუფალი დროის გამონახვა. მოგზაურობა, ახალი ხალხის გაცნობა და ცნობიერად და ჰარმონიულად განვითარება.

ასეთი ცვლილებების მიღება ძალიან გვიჭირს. ყოველთვის ვიყავი ადამიანი, რომელსაც ახლა და აქ სჭირდებოდა. დროის უაზროდ დაკარგვა ჩემთვის სრულად მიუღებელია. ახლა ვხვდები, რომ რაღაც მომენტები უნდა გავუშვათ და ნეგატიურ სიტუაციებს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივაყენოთ. მთავარია, მივიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვართ და ემოციური განცდები კეთილი საქმეებისკენ მივმართოთ. ახლა საკუთარ თავზე ვზრუნავ. გაკვეთილი მივიღე და მეყოფა. მეტი სწავლა არ მჭირდება.

ინსულტის შემდეგ აღდგენის პერიოდში მეგონა, რომ ცხოვრებაში კარგი არაფერი მოხდებოდა. ეს ბუნებრივია. თუმცა განვეწყვე, რომ ეს მხოლოდ ეტაპია და ყველაფერი გაივლის. ახლანდელი დარინა უფრო მეტს იღიმის, უფრო მოდუნებული, შემოქმედებითი და გულახდილია. კიდევ რა? მე ნაიარევი გამიჩნდა და ქერა გავხვდი, თუმცა ადრე ამაზე არ მიფიქრია. ახლა ვხვდები: არაფერზე უარის თქმა არ ღირს. ახლა ცოტ-ცოტა სპორტით დაკავება დავიწყე, კარეს ვიზრდი და სოციალურ ქსელში გვერდს ვმართავ და საქმე ვეძებ, რომელიც მომეწონება. როგორც დედა ამბობს „ჩემთვის ყველაფერი შეიძლება, ოღონდ ფრთხილად“.

მათ, ვინც ინსულტი გადაიტანა და ახლა აღდგენის პროცესია, მინდა ვუთხრა – იმედი არ დაკარგოთ. კარგი ემოციებით დაიმუხტეთ, ადამიანებს უყურეთ, რომლებმაც დაავადება დაამარცხეს. თუ საჭირო მორალური განწყობა არ გექნებათ, არაფერი გამოგივათ. ახლობლების მხარდაჭერა ეძებეთ. ადამიანებთან იკონტაქტეთ, მათი პოზიტიური ენერგიით დაიმუხტეთ და თქვით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არ იზარმაცოთ, საკუთარი გამძლეობა შეამოწმეთ და ყოველი დღე წინაზე ოდნავ უკეთესი გახადეთ. ამის გამო ასჯერ უფრო მეტს მიიღებთ. ყველას ძლიერ ჯანმრთელობას ვუსურვებ“.