Connect with us

ჯანმრთელობა

ინსულტის, ინფარქტის და თვალის დაავადებების პრევენცია: რატომ არის სასარგებლო მზესუმზირას თესლი

შეიძლება გამოიწვიოს აპენდიციტი, კბილებისთვის საზიანოა და საერთოდ, მზესუმზირას თესლის კვნეტა უზრდელობაა? მოძველებული ინფორმაცია! ეს პატარა შავი თესლი სასარგებლო ცხიმების, ვიტამინების და მიკროელემენტების ნამდვილი საწყობია, თუ კაკალზე ალერგია გაქვთ, უბრალოდ აუცილებლად გჭირდებათ! Alltime–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არის სასარგებლო შავი თესლი და რატომ უნდა შეწყვიტოთ მისი ბოროტად წარმოჩენა.

თვალის ჯანმრთელობას იცავს და მხედველობას აუმჯობესებს

მზესუმზირას თესლი შეიცავს ბევრ E ვიტამინს – ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი, რომელიც ჩვენი თვალის ჯანმრთელობას მხარს უჭერს. კვლევა ადასტურებს, რომ კარგი მხედველობის შენარჩუნებაში ის მთავარ როლს ასრულებს, ასევე ყვითელი ლაქის ასაკობრივ დეგენერაციას აფერხებს. მოკლედ, თუ მზესუმზირა არ გიყვართ, ეცადეთ სალათებს მზესუმზირას ზეთი ხშირად მოასხათ – მასში E ვიტამინი საკმარისადაა.

კუნთების გაზრდას ხელს უწყობს

მზესუმზირას თესლი 20% ცილაა, ხოლო 1 ჭიქა სასარგებლო, ჩვენი უჯრედების საშენი მასალა თითქმის 10 გრ –ს შეიცავს – საშუალო ზრდასრული ადამიანის დღიური ნორმის 12%–ზე მეტი. თუ ახლა კუნთოვან მასას იზრდით, შავი თესლი ცილების ყველაზე მარტივი, ხელმისაწვდომი და სასარგებლო წყაროა.

ინფარქტის და ინსულტის რისკს ამცირებს

ჩვენი სისხლძარღვებისა და არტერიებისთვის ჯანსაღი, ნახევრად უჯერი ცხიმები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასეთი უჯერი ცხიმებით მზესუმზირას თესლი მდიდარია. უმარილო მზესუმზირას რეგულარული მიღებით სახიფათო ქოლესტერინის დონე, ასევე გულის დაავადებების და ინსულტის რისკი შემცირდება.

იმუნიტეტს აძლიერებს

დიახ! საქმე არა მხოლოდ უკვე ნახსენებ E ვიტამინშია, რომელიც იმუნურ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. თესლი ბევრ თუთიას და სელენს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება – მათ შორის Covid-19-ს გამომწვევ ვირუსებთან.

ჯანსაღ წონას მხარს უჭერს

მოულოდნელია, არა? ბევრი ცხიმის მიუხედავად მზესუმზირას თესლი სწრაფად დაკლებას ხელს უწყობს: საქმე ცილების და უჯრედისის მაღალ შემცველობაშია. ერთიც და მეორეც შესანიშნავად ანაყრებს და დიდი ხნით შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ, ხოლო უჯრედისი სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.