Connect with us

ჯანმრთელობა

წამლის ნაცვლად: 10 შემთხვევა, როცა უბრალო ჩაი დაგეხმარებათ

შავი და მწვანე ჩაი, ასევე ბალახების ნახარში არა მხოლოდ გემრიელი სასმელი, არამედ სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩაის იმედზე არ უნდა იყოთ და სერიოზული დაავადების შემთხვევაში, თუ სიმპტომები 1 კვირა ან უფრო დიდხანს არ გადადის, ექიმს უნდა მიმართოთ.

დიარეა და მუცლის შებერილობა

შავი ჩაი შეიცავს ტანინებს, რომლებიც ორგანიზმს სითხის უკეთ ათვისებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, თუ მუცლის შებერილობა ან დიარეა გაწუხებთ, რამდენიმე ფინჯანი შავი, უშაქრო ჩაი სასარგებლო იქნება.

შეშუპება

შავი ჩაის ხსნარი შესანიშნავი საშუალებაა შეშუპების გასაქრობად და კანის ზედაპირის ან ლორწოვანი გარსის დასამშვიდებლად ნაკაწრების, მწერის ნაკბენის, კონიუნქტივიტის ან კბილის ტკივილის დროს. ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ჩაი შეშუპებას აქრობს, გაღიზიანებას ამშვიდებს და შვება მოაქვს.

ჰერპესი

შავი ჩაი გარკვეული რაოდენობის ტუტეს შეიცავს, რომელსაც მჟავების განეიტრალება შეუძლია – ეს ჰერპესის დროს სასარგებლოა. უბრალოდ ჩაის პაკეტი დაზიანებულ ადგილზე დღეში 3-4-ჯერ დაიდეთ. არ დაგავიწყდეთ ექიმთან მისვლა, თუ წყლულები დიდხანს არ ქრება.

გაზრდილი ოფლიანობა

კიდევ ერთი შემთხვევა, როცა შავი ჩაი დაგეხმარებათ – ფეხის გაზრდილი ოფლიანობა, რომელსაც ხშირად უსიამოვნო სუნი ახლავს. შავი ჩაის სუსტ ხსნარში ფეხის აბაზანა გაიკეთეთ. მას ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, ფორებს ავიწროებს და ამით ოფლიანობას ამცირებს.

ინსულტის პროფილაქტიკა

ყველა სახის ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მაგრამ ყველაზე მაღალი კონცენტრაცია მწვანე ჩაიში გვხვდება. თუ გულის და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, დღეში 1–2 ფინჯან მწვანე ჩაის გვერდს ვერ აუვლით. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც ამ სასმელს რეგულარულად სვამენ, ინსულტის და გულის დაავადებების ნაკლები რისკი აქვთ.

დემენციის პროფილაქტიკა

კლინიკური კვების შესახებ ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევა დაადასტურა: ხანდაზმულებმა, რომლებიც დღეში 1 ფინჯან მწვანე ჩაის სვამდნენ, კოგნიტური შესაძლებლობების ტესტს 38%–ით უკეთ გაართვეს თავი, ვიდრე მათმა თანატოლებმა, რომლებიც უპირატესობას სხვა სასმელს ანიჭებდნენ. დღეში 2 ფინჯანამდე მწვანე ჩაის დალევა წარმატების შანსს 54%–ით ზრდიდა.

აკნე

თუ აკნე გაწუხებთ, მწვანე ჩაის კომპრესები გაიკეთეთ ან უბრალოდ მწვანე ჩაით სახე დაიბანეთ. ის ანთებას გააქრობს, კანს დაამშვიდებს. ანტიბაქტერიული თვისების მქონე ნივთიერება, რომელსაც მწვანე ჩაი შეიცავს, აკნეს შეხორცებას დააჩქარებს.

ყელის ტკივილი

თბილი პიტნის ჩაი ყელის ტკივილის დროს დაგეხმარებათ: ის ლორწოვან გარსს ამშვიდებს, ტკივილს აქრობს და ანთების გამომწვევ ბაქტერიებს კლავს.

სტრესი

გვირილას ნახარში სტრესის და შფოთვის საწინააღმდეგოდ დროში გამოცდილი საშუალებაა. შეგიძლიათ დალიოთ ან გვირილას აბაზანა მიიღოთ – ორივე მეთოდი ერთნაირ ეფექტს იძლევა. სხვათა შორის, გვირილას ჩაი უძილობის საწინააღმდეგოდ შესანიშნავი საშუალებაა.

კუჭის წყლული

გვირილა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კუჭის წყლულის გამომწვევი ბაქტერიების განვითარებას აფერხებს. ეფექტის გასაუმჯობესებლად ნაყენს ცოტა თაფლი დაუმატეთ – ის ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს.