Connect with us

ჯანმრთელობა

როგორც აღმოჩნდა, სახლში ნამდვილ მკურნალს ვზრდი

მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვობაში დედა სურდოს კალანჰოეს მწვანე წვენით კურნავდა. მაშინ გაოცებული ვიყავი, მაგრამ ახლა მეც ასე ვიქცევი! ეს მცენარე სახლის ინტერიერის არა მხოლოდ ლამაზი დეტალი, არამედ მთელი ოჯახის ჯანმრთელობის დამცველია. კალანჰოე ბუნების მიერ მონიჭებული შინაურული მკურნალია.

კალანჰოე – მცენარე, რომელიც დადებით ენერგეტიკას ფლობს. ოთახში მისი არსებობა ძალას და ენერგიას შეგმატებთ, ხოლო ჰაერის გაწმენდის უნარი უბრალოდ ფასდაუდებელია. მცენარეში შემავალ ნივთიერებას ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული თვისებები გააჩნია.

კალანჰოე იმუნიტეტს შესანიშნავად სტიმულირებს, ორგანიზმს აძლიერებს, ჭრილობის შეხორცების და სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. ხალხურ მედიცინაში კალანჰოეს სამკურნალო თვისებებს ასეულობით წელია ტყუილად არ აფასებებენ.

გამოყენება:

რინიტის და ჰაიმორიტის მკურნალობა

მცენარის წვენი ცხვირის წვეთების სახით გამოიყენეთ. 2 წვეთი წვენი თითოეულ ცხვირის ნესტოში დღეში 2-3-ჯერ ჩაიწვეთეთ. ასე სურდოს სწრაფად მოიშორებთ.

აბსცესების და ვარიკოზული გაფართოებული ვენების მკურნალობა

კალანჰოეს დაქუცმაცებული ფოთლები მდუღარე წყალში ჩაყარეთ და სუსტ ცეცხლზე 20 წუთით ხარშეთ. 100 მლ სამკურნალო ნახარში დღეში 3-ჯერ ვარიკოზული გაფართოებული ვენების სამკურნალოდ დალიეთ. ეს ნახარში ჩირქოვანი ჭრილობის დასამუშავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

კბილის ტკივილის გასაქრობად

კალანჰოეს ფოთლები გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და წვენი გაწურეთ. 200 მლ წყალი დაუმატეთ და ნარევი წყლის ორთქლზე გააცხელეთ. 50 მლ სამკურნალო საშუალება დღეში 4-ჯერ მიიღეთ. საშუალებად კბილის ტკივილს აქრობს და ღრძილებში ანთებით პროცესებს ამცირებს.

სისხლდენის და ტკივილის გაქრობა

მცენარის ახალი ფოთლები აიღეთ, კარგად გარეცხეთ, დანით დააქუცმაცეთ, შემდეგ ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. მიღებული ფაფიდან წვენი გაწურეთ და ეს მასა მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. ასეთი კალანჰოეს ფაფა სისხლდენას შესანიშნავად ებრძვის და მტკივნეულ შეგრძნებას აქრობს.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპია

კალანჰოეს წვენი ტუბერკულოზის კომპლექსური თერაპიის ეფექტური დამატებითი საშუალებაა. 10 მლ ახალ გაწურული წვენი 70 მლ მდუღარე წყალს აურიეთ. ნარევი ყოველდღე, ჭამის წინ მიიღეთ. ინტენსიური თერაპიის შემდეგ შედეგს უკვე 3 თვეში დაინახავთ.

კანის დაავადების მკურნალობა

კანის პრობლემური ნაწილები კალანჰოეს წვენით დაამუშავეთ და არ ინანებთ.

ოტიტის და ნაწოლების მკურნალობა

კალანჰოეს ფოთლების ნაყენი მოამზადეთ. ამისთვის 30 მლ მცენარის წვენი 5 მლ სამედიცინო სპირტს კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი ოტიტის დროს ყურის წვეთების სახით გამოიყენეთ ან ნაწოლები დაიმუშავეთ.

კომპრესი მეჭეჭების საწინააღმდეგოდ

მცენარის ფოთლები დააქუცმაცეთ, ფაფა პრობლემურ კანის ნაწილზე დაიდეთ, საკვები ცელოფანი დააფარეთ და ბინტით დააფიქსირეთ. თერაპიის ხანგრძლივობა – 2 საათი.

კონიუნქტივიტის და ბლეფარიტის მკურნალობა

კალანჰოე ოფთალმოლოგიურ დაავადებებს ეფექტურად ებრძვის. რამდენიმე ფოთოლი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. რამდენიმე სუფრის კოვზი თაფლი დაუმატეთ, აადუღეთ, შემდეგ გააგრილეთ და გაფილტრეთ. ასეთი ნახარშით თვალები დღეში 3-ჯერ გაიწმინდეთ. სხვათა შორის, მსგავსი ნახარში ანგინას და სტომატიტსაც კურნავს. უბრალოდ ნახარში პირის ღრუსა და ყელში გამოივლეთ.

ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში, ასევე ორსულობის და ლაქტაციის დროს კალანჰოე არ მიიღოთ. სამკურნალო პრეპარატი პატარა ბავშვებს არ მისცეთ,. ზრდასრულებისთვის მცენარის ხშირი გამოყენება უკუჩვენებულია. ალერგიის პირველივე ნიშნებზე პრეპარატის გამოყენება შეწყვიტეთ და ექიმს მიმართეთ.