ჯანმრთელობა
რა უნდა ვიცოდეთ მეტაბოლიზმის შესახებ
დღეს სიტყვა “მეტაბოლიზმის” მნიშვნელობა ნებისმირმა ადამიანმა იცის. მას ხშირად იყენებენ მედიკოსები, ფიტნეს ინსტრუქტორები, სპორტსმენები და ადამიანები რომლებიც ზედმეტ წონას ებრძვიან. ნივთიერებათა ცვლაზე ჩვენი სასიცოცხლო პროცესების უმეტესობაა დამოკიდებული, ამიტომ აუცილებელია მისი რეგულირება ვიცოდეთ.
პრობლემა
დღეს უამრავი დაავადებისა და პრობლემის შესახებ საუბრობენ, რომელთა შორის პირველ ადგილზე ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სიმსუქნეა. მონაცემების მიხედვით, XXI საუკუნის დასაწყისში ამ პრობლემით სამი ქვეყანა ლიდერობს, ეს გახლავთ აშშ, იტალია და მალტა. პირველი ორი ქვეყანა ლიდერის პოზიციების უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია ინარჩუნებს. სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ამერიკელი ზრდასრულების % და ბავშვთა % ჭარბი წონის წინაშე დგას.
თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში, ევროპასა და ამერიკაშიც სპორტული ცხოვრების წესი სულ უფრო პოპულარული ხდება. ეს ტენდენცია უფრო მეგაპოლისებში შეინიშნება. ხშირად ვკიტხულობთ და გვესმის სპორტული ცხოვრების სასარგებლოობის პროპაგანდა.
რატომ ვდგებით ჭარბი წონის პრობლემის წინაშე?
ყველა ადამიანი, განურჩევლად სქესის, ასაკისა და აგებულებისა, ერთი და იმივე ქიმიური ნვთიერებებით შედგება. რაშია გასნხვავება?! – პასუხი მარტივია – სისწრაფეში. სწორედ მეტაბოლიზმის სისწრაფერ და ეფექტურობა განსაზღვრავს ენერგეტიკული სუბსტრატების რა რაოდენობაა საჭირო ორგანიზმისთვის – ცილები, ცხიმები, ნახშირწყლებ – როგორ მოხდება მათი ათვისება.
სწრაფად მზარდ და სწრაფი განვითარების პროცესში მყოფი ჩვლისთვის გამოკვება ყოველ – საათშია საჭირო. წლის ასაკში ბავშვს დღეში 5-6-ჯერადი კვება ჭირდება. ზრდასრულ ადამიანს კი საკვების გარეშე ყოფნა 6-8 საათი შეუძლია.
სად მიდის ენერგია?!
პატარა ბავშვის ორგანიზმი ზრდასა და განვითარებაზე უზარმაზარ ენერგის ხარჯავს. რაში ხარჯავს ენერგიას ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი?! არაფერში! ის არ ხარჯავს ენერგის, უბრალოდ აგროვებს მას! მაშ ასე, წონის მატების პირველი მიზეზი, მიღებული და გამოყენებული ენერგიის შეუსაბამობა.
მეორე დიდი პრობლემა კვების სტერეოტიპია. რასაც აღზრდის პროცესში გვიჩიჩინებდნენ და შთაგვაგონებდნენ: “თუ ბოლომდე არ შეჭამ, ვეღარ გაიზრდები”, “თეფშზე დატოვებული საკვების სახით, ტეფშზე საკუთარ ჯანმრთელობას ტოვებ”, “თუ არ შეჭამ ძალა არ გექნება” და ა.შ.
ბავშვობიდანვე ბავშვს თუ საღი აზროვნების წესით აღზრდით, მას ჭარბი წონა აღარ შეაწუხებს. საჭიროზე მეტი საკვების მირება, საშუალო სტატისტიკური ბავშვისთვის პრობლემას არ წარმოადგენს რადგან ის მირებულ ენერგიას ზრდის პროცესში დახარჯავს, თუმცა 35-40 წლის ადამიანის მიერ მირებული ჭარბი საკვები – ცხიმის ფენებად გარდაიქმნება.
ზრდასრულია დამიანის ნივთიერებათა ცვლა დაახლოებით შემდეგნარია: საათში, 1 კილოგრამზე 1 კალორია. ასაკის მატებასთან ერთად ნივთიერებათა ცვლა ნელდება, შესაბამისად უნდა შემცირდეს მოხმარებული საკვების რაოდენობაც.
ნივთიერებათა ცვლის სისწრაფერ დამოკიდებულია ასაკზე, წონასა და ცხოვრების წესზე, ასევე სხვა მრავალ ფაქტორებზეც. ის შეიძლება შეიცვალოს ჭარბი კვების, ფიზიკური დატვირთვის ზრდის ან შემცირების და სხვადასხვა ცვლილებების მიხედვით. დრეში მისაღები კალორიების ოპტიმალური რაოდენობის გამოთვლა დრეს ძალიან მარტივია და შესაბამის კალკულატორებს ინტერნტში ბევრგან ნახავთ.
20 წლის გოგონა, რომელიც სიმაღლეში 170 სანტიმეტრია და 50 კილოგრამს იწონის, დღეში დაახლოებით 1400 კალორიას ხარჯავს. ასევე იოლია საჭირო ენერგიის გამოსათვლელი ფორმულა, მჯდომარე ცხოვრების წესისთვს. ეს გახლავთ +15%, ამ გოგონას შემთხვევაში ეს იქნება 1650 კალორია. 60 წლის ასაკის ადამიანისთვის ეს რაოდენობა 1100 და 1300 კალორიამდე დაიწევს.
საშაულო ამერიკელი რომელიც მსუქანია მაგრამ ჭარბი წონა არ აწუხებს, კალორიების საჭირო ნორმაზე დაახლოებით 2-2,5-ჯერ მეტ კალორიას იღებს. დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რადენჯერ იკვებება ადამიანი. როგორც წესი დღეში 5-6-ჯერ უნდა ვიკვებოთ, ამით საკვების მომნელებელი სისტემები ოპტიმალურ დატვირთვას ირებენ. მთელი დღის რაციონის ერთ ან 2 ჭამაზე მირება, ორგანიზმს ანადგურებს და ჰიპერტენზიას, შაქრიან დიაბეტს, ინფარქტს, ინსულტს და სხვა რთულ დაავადებებს იწვევს.
სპორტი
უნდა აღვნიშნოთ, რომ სპორტით რეგულარული დაკავება აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, აუმჯობესებს მეტაბოლისზმს და გვეხმარება ზედმეტი კალორიებისა და ჭარბი წონის მოცილებაში.
ორგანიზმისთვის ყველაზე ჰარმონიული სპორტის სახეობებია: ცურვა, მსუბუქი სირბილი, სიარული, ველოპორტი და სხვადასხვა აერობული დატვირთვები, რომლებიც კუნთოვან ქსოვილს ჟანგბადით ამარაგებენ.