Connect with us

ჯანმრთელობა

რა მოხდება, თუ 8 კვირის განმავლობაში ყოველ დილით ყავის ნაცვლად თბილ, ლიმონიან წყალს დალევთ?

მუდმივ სისუსტეს გრძნობთ, ზაფხულისთვის დაკლება ვერ შეძელით, თქვენი კანი კი არაჯანსაღად გამოიყურება?

გაოცდებით, მაგრამ არსებობს ერთი ნამდვილად ეფექტური საშუალება, რომელიც არა მხოლოდ ამ პრობლემების, არამედ სხვა მრავალი პრობლემის მოშორებაში დაგეხმარებათ. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ – დილით ყავის ან სხვა სასმელის ნაცვლად თბილი წყალი ლიმონთან ერთად დალიეთ. პირველ რიგში, ესპრესოზე ცუდ მხნეობას არ მოგცემთ, მეორე მხრივ ბევრ სხვა სასარგებლო თვისებას შეიცავს. ამასთან, რეცეპტი საკმაოდ იაფი და ადვილად მოსამზადებელია.

უბრალოდ 1 ჭიქა თბილ წყალში 3 ნაჭერი ლიმონი მოათავსეთ. ასევე შეგიძლიათ ლიმონი გაწუროთ და პირდაპირ წყალში აურიოთ, თუ ასე უფრო მოსახერხებელია. საქმე ახალ ლიმონს ეხება – არანაირი დანამატი და კონცენტრატები მას ვერ შეცვლის. ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალი თბილი და არა ცხელი უნდა იყოს. 40-60 გრადუსი საკმარისია. უფრო დიდი ეფექტისთვის ასეთივე პორცია საღამოსაც დალიეთ. უკვე 1 კვირაში ლიმონიანი წყლის დადებით მოქმედებას იგრძნობთ!

რით არის სასმელი სასარგებლო:

1. წონის შემცირება

ლიმონი უჯრედისით მდიდარია, ამიტომ შიმშილის გრძნობას აქვეითებს.

2. აქტიურობა

ასეთი სასმელი ენერგიის მარაგს შეავსებს და მთელი დღე აქტიურობით უზრუნველყოფილი იქნებით.

3. დეტოქსიკაცია

თქვენს ღვიძლზე იზრუნებთ! ლიმონიანი წყალი ღვიძლს ტოქსინების განეიტრალებაში დაეხმარება.

4. იმუნური სისტემა

სასმელი ლიმფური კვანძების მოძრაობაზე დადებით გავლენას მოახდენს და მათ კომფორტულ გარემოს შეუქმნის.

5. ანთების საწინააღმდეგო საშუალება

ანთებითი პროცესების განვითარების რისკი საკმაოდ დაბალია მათთვის, ვინც ყოველ დილით წყალს ლიმონთან ერთად სვამს.

6. ჯანსაღი კბილები

ლიმონის წყალობით ღრძილების ანთება მინიმუმამდე შემცირდება. ამასთან მტკივნეული შეგრძნება შემცირდება, ხოლო სუნთქვა უფრო ახალი გახდება.

7. პოზიტიური განწყობა

ჩვეულებრივი წყალი ლიმონთან ერთად ბედნიერების ჰორმონის წარმოებას ხელს ნამდვილად უწყობს.

8. სუფთა კანი

სასმელი ნაოჭებს აქტიურად ებრძვის და კანს უფრო ჯანსაღს ხდის.

9. ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკა

ლიმონში შემავალი C ვიტამინი გაციების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ეს მარტივი საშუალება საკუთარ თავზე გამოცადეთ და მალე მის დადებით თვისებებში დარწმუნდებით. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.