Connect with us

ჯანმრთელობა

რა აკლია თქვენს ორგანიზმს?!

ზოგჯერ ისეთი პროდუქტების მირთმევის სურვილი გვიჩნდება, რომლის მიმართაც ადრე ყურადღებას საერთოდ არ ვიჩენდით. ეს ორგანიზმის მიერ გაგზავნილი სიგნალია – ის გატყობინებთ, რომ გარკვეული მინერალები და ქიმიური შენაერთები ესაჭიროება! რა უნდა გავაკეთოთ?! როგორ უნდა ვუშველოთ თავს?! ამას ჩვენს სტატიაში გავარკვევთ!

როდესაც ორგანიზმს მინერალები და ნივთიერებები არ ჰყოფნის, ის სიგნალს გვაძლევს!

გულგრილი ბრძანდებით ტკბილეული მიმართ, მაგრამ უცბათ საშინლად მოგინდათ თუნდაც ერთი ნატეხი შოკოლადის მირთმევა?! გილოცავთ: თქვენს ორგანიზმს მაგნიუმის მაღალი შემცველობის მქონე საკვები ესაჭიროება. გული ცხიმიანისკენ ან დამტკბარი, გაზიანი სასმელებისკენ მიგიწევთ?! ყველაფერი გასაგებია! ორგანიზმში კალცის ნაკლებობა გაქვთ! თუ ბალანსს აღადგენთ, ამა თუ იმ კონკრეტული საკვები პროდუქტის მიღების მძაფრი მოთხოვნილბა მაშინვე გაქრება.

აჯობებს არ დაელოდოთ, სანამ ორგანიზმი SOS სიგნალების მოცემას დაიწყებს და დამოუკიდებლად დააბალანსოთ თქვენი რაციონი.

ვიტამინებისა და მინერალების ძირითადი წყაროები საკვებში:

  • მინერალი მაგნიუმი (Mg) – შოკოლადი, თხილეული, ხილი
  • მინერალი ფოსფორი (P) –თევზი, ღვიძლი, ძროხის ხორცი, თხილეული
  • მინერალი კალცი (Ca) – ყველი, კომბოსტო, მდოგვი
  • მინერალი გოგირდი (S)- კვერცხის გული, ნიორი, მოცვი, პირშუშხა
  • მინერალი რკინა (Fe) – ხორცი, თევზი, ალუბალი, წყალმცენარეები, მწვანილი, კაკაო
  • მინერალი თუთია (Zn) – ხორცი, ზღვის პროდუქტები
  • ვიტამინი В1 – თხილეული, ბანანი, პარკოსნები
  • ვიტამინი В3 – პარკოსნები, ხორცი, პალტუსი

ახლა კი პრობლემას სხვა კუთხით შევხედოთ.

რომელი ელემენტებისა და მინერალების ნაკლებობა აღგეღნიშნებათ თუ შემდეგი პროდუქტების მძაფრი მოთხოვნილება გიჩნდებათ:

  • არაქისი – В კომპლექსის ვიტამინები
  • ბანანი – კალიუმი (K) (არის კიდევ ერთი ვარიანტი – ზედმეტ ყავას მოიხმართ,რაც ორგანიზმის კალიუმის დეფიციტ იწვევს (K)
  • ნესვი – კალიუმი (K), კალცი (Ca), ფოსფორი (P), მაგნიუმი (Mg), ვიტამინი А და С.
  • გარგრის ჩირი – ვიტამინი А.
  • ზეთისხილი, მწვანე ზეთისხილი – ნატრიუმი
  • რძე და რძის პროდუქტები – კალცი (Ca), ტრიპტოფანი, ლიზინი, ლეიცინი.
  • ნაყინი – კალცი (Ca).
  • ზღვის პროდუქტები – იოდი (I).
  • ქაშაყი – ჯანმრთელი ცხიმები
  • მზესუმზირა – ვიტამინი ანტიოქსიდანტები.
  • კარაქი – ვიტამინი D.
  • ყველი – კალციუ (Ca) და ფოსფორი (P)
  • პური – აზოტი (ხორცში, თევზში, თხილეულში)
  • შოკოლადი – მაგნიუმი (Mg)

გასტრონომიული სურვილების წარმოშობა

  • თვიურის წინ გაძლიერებული მადა თუთიის ნაკლებობის ბრალია (Zn), შეიცავს: წითელი ხორცი, ზღვის პროდუქტები, ფოთლოვანი ბოსტნეული
  • უბრალოდ დაუკმაყოფილებელი მადის ქონა კი კრემნიუმის, ტრიპტოფანის და თიროზინის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს. შეიცავს: თხილეული, მზესუმზირა, ისპანახი, ღვიძლი, ყველი, ხილი და ბოსტნეული
  • მადის არ ქონა შეიძლება მანგანუმის (Mn) და B1 – B2 ვიტამინების ნაკლებობის მანიშნებელი იყოს. ეს ვიტამინები გვხვდება: თხილეულში, ნუშში, კაკალში, მზესუმზირაში, პარკოსნებში, ხორცში, თევზსა და ფრინველის ხორცში.
  • მოწევის სურვილი კრემნიუმისა და თიროზინის დეფიციტის მანიშნებელია.
  • ყინულის მირთმევის სურვილს კი რკინის დეფიციტს მიაწერენ. რკინას შეიცავს: თევზი, ხორცი, ფრინველის ხორცი, ზღვის კომბოსტო, მწვანილი და ალუბალი

გასტრონომიულ მიდრეკილებათა სიგნალები

შოკოლადისა და ტკბილის მიმართ მისწრაფება. ასეთი მისწრაფება უფრო კოფეინის მოყვარულებს და იმ პირებ უჩნდებათ რომელთა თავის ტვინსაც გლუკოზის მოთხოვნილება აქვს. ეს სხვა ტკბილეულსაც ეხება. თუ ორგანიზმი ბალანსირებნულად არ იკვებება, ის გლუკოზის მოთხოვნილებას აჩენს, ამ უკანასკნელს კი შოკოლადი არაჩვეულბერივად ავსებს.

ნებისმიერი სახეობის, სუნისა და გემოს მქონე ყველის მიმართ მოთხოვნილებას, სპეციალისტები კალცისა (Ca) და ფოსფორის (P) ნაკლებობას მიაწერენ. ყველი კი ყველაზე ამ მიკროელემენტების ყველაზე უხვ წყაროს წარმოადგენს.

მჟავისა და ლიმონის მოთხოვნილება. ამგავარად ორგანიზმი საკვების მონელების პროცესის გაიოლებას ცდილობს.

შებოლილის მირთმევის მძაფრი სურვილი. ეს სურვილი მძიმე დიეტების შემდეგ ჩნდება. ცხიმოვანო პროდუქტების შეზღუდვა, ჯანმრთელი ქოლესტერინის შემცირების პროვოცირებას იწვევს. შებოლილი პროდუქტების კატეგორია კი ნაჯერი ცხიმების შემცველობით გამოირჩევა.

რომელ პრობლემებზე მიგვანიშნებენ თუ იმ პროდუქტის მიმართ გაჩენილი გამძაფრებული სურვილები

ხახვი, ნიორი, სანელებლები. საკვებ რაციონში ამ პროდუქტების ჭარბი მოხმარება სასუნთქი ორგანოების პათოლოგიაზე მიგვანიშნებს.

ზეთისხილი. თუ გული ამ პროდუქტებისკენ მიგიწევთ, შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციასთან გქონდეთ საქმე.

ნაყინი. ნაყინის მიმართ მძაფრი სურვილი ნახშირწყების ცვლის დარღვევის მქონე და დიაბეტის მქონე პირებს აქვთ.

ბანანი. ის ვინც უზომო რაოდენობის ბანანს მიირთმევს, შესაძლოა გულის პრობლემები ქონდეს.

მზესუმზირა. როდესაც ანტიოქსიდანტი ვიტამინები გჭირდებათ, მაშინვე ჩნდება მზესუმზირის მირთმევის სურვილიც.

მინერალების ნაკლებობის სიმპტომები და პრაქტიკული რეკომენდაციები

  • თუ გულის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, სავარაუდოდ ორგანიზმში კალიუმის დეფიციტი გაქვთ. რეკომენდებული სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა.
  • თუ კანი გექერცლებათ, ეს იოდის დეფიციტის მანიშნებელია. რეკომენდებულია ზღვის პროდუქტების მირთმევა.
  • თუ კბილის ემალი გიყვითლდებათ, ეს შესაძლოა მინერალების მთელი რიგირ ნაკლებობას ნიშნავდეს. რეკომენდებულია ლობიოს, თევზისა და ბანანის მირთმევა.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ორგანიზმს. ყური მიუგდეთ მის სიგნალებს, რათა დროულად შენიშნოთ აუცილებელი ნივთიერებებისა და მინერალების შესაძლო დეფიციტი. ეს უამრავი გართულებებისგან გიხსნით!