Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ უნდა ყნოსოთ ფორთოხალი ყოველ დილით? 14 ჩვევა, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

ამ 14 ჩვევის დახმარებით თქვენი ცხოვრების შეცვლას შეძლებთ.

1. „გონივრული“ კვება აითვისეთ

ამ წესების დახმარებით წონის შენარჩუნებას და ზედმეტი ჭამისგან თავის შეკავებას შეძლებთ:

  • ყოველთვის მაგიდასთან ჭამეთ. ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ წახემსებას მოერიდეთ.
  • კერძები კარგი განწყობით მოამზადეთ და ჭამეთ. თუ ხასიათზე არ ხართ, შეიძლება ზედმეტი მიირთვათ.
  • შესაძლებლობის მიხედვით არ აჩქარდეთ. საჭმლის გემო შეიგრძენით.
  • ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ჭიქა წყალი დალიეთ.
  • ყველაზე გემრიელი (და ყოველთვის არა სასარგებლო) ყველაზე ბოლოს შეჭამეთ.
  • მრავალი ამოცანის ერთდროულად შესრულება დაივიწყეთ! სიწყნარეში მიირთვით, ტელევიზორი და კომპიუტერი გამორთეთ. მაქსიმუმ, შეგიძლიათ წყნარი მუსიკა ჩართოთ.

2. ყოველ დილით ფორთოხალი დაყნოსეთ

კვლევამ აჩვენა, რომ ციტრუსში შემავალი ეთერზეთი მატონიზირებელ თვისებას ფლობს, განწყობას აუმჯობესებს და შფოთვას ამცირებს. ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ სტომატოლოგიური კლინიკის 18-დან 77 წლამდე ასაკის 200 პაციენტი 4 ჯგუფად დაყვეს.

პირველი და მეორე ჯგუფის მონაწილეები სტომატოლოგთან რიგში ყოფნისას ფორთოხლის და ლავანდის არომატებს ყნოსავდნენ. მესამე ჯგუფი ეთერზეთების ყნოსვასთან ერთად სასიამოვნო მუსიკას უსმენდა. მეოთხე საკონტროლო ჯგუფი კი უბრალოდ პროცედურას ელოდა – მუსიკის და არომათერაპიის გარეშე.

სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც ფორთოხლის და ლავანდის სუნს ყნოსავდნენ, ყველაზე ნაკლებად ნერვიულობდნენ. შფოთვის დონე შემცირებული იყო, ხოლო განწყობა გაუმჯობესებული.

3. ლავანდა შეიყვარეთ

ძილის წინ ბალიშზე რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი დააწვეთეთ. ასეთი პროცედურა სწრაფად დაძინებასა და კარგად გამოძინებაში დაგეხმარებათ.

4. თვალებზე 20/20/20 წესით იზრუნეთ

კომპიუტერთან მუშაობა და სმარტფონის ან პლანშეტის ხშირად გამოყენება მხედველობაზე ცუდ გავლენას ახდენს. მხედველობა რომ არ გაუარესდეს, წესი 20/20/20 დაიცავით. ყოველ 20 წუთში 20 წუთით შეისვენეთ, შემდეგ 20 წუთით 6 მეტრი დაშორებით მდებარე რაიმე ნივთს უყურეთ.

5. 10 წუთი მედიტაციას დაუთმეთ

ყოველდღიურ ქაოსშის რთულია საკუთარი თავისთვის დრო გამონახოთ, მაგრამ 10 წუთით მედიტაცია საკმარისია, რომ ნერვულმა სისტემამ მადლობა გადაგიხადოთ.

ლოტოსის პოზა მიიღეთ, მოდუნდით და თვალები დახუჭეთ. ნელა ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ყოველ ამოსუნთქვაზე პრობლემების და შფოთვის მოშორება იგრძენით. ვარჯიში რეგულარულად შეასრულეთ და მოდუნების ტექნიკა გააუმჯობესეთ.

6. გაწელვებით დაკავდით

მნიშვნელობა არ აქვს სახლში ვარჯიშობთ თუ სპორტულ დარბაზში. მნიშვნელობა არ აქვს,  იოგის და მსგავსი პრაქტიკის გამოცდილება თუ გაქვთ. თქვენ კუნთებს გაწელვები არ აწყენს. ასეთი ვარჯიში ქსოვილებს ჟანგბადით ამდიდრებს და ენერგიით მუხტავს. თითქმის ყველას უხდება ასაკის და მომზადების დონის მიუხედავად.

7. ერთი გაჩერებით ადრე ჩამოდით

თუ სამსახურში მეტროთი ან ავტობუსით მიდიხართ, ერთი გაჩერებით ადრე ჩამოსვლა ჩვევად გქონდეთ. სამუშაოს დაწყებამდე მცირე გასეირნება საბოლოოდ გამოღვიძებასა და თავის „გაწმენდაში“ დაგეხმარებათ.

8. ბალახების ჩაი დალიეთ

ფიტოაფთიაქში იპოვით ბალახების ჩაის ნებისმიერი შემთხვევისთვის. მწვანე ჩაი (ყავის შესანიშნავი ალტერნატივა) გამხნევებაში დაგეხმარებათ, გვირილა – სწრაფად დაძინებაში, დიდი კამის და პიტნის ჩაი – საჭმლის მონელების პრობლემებს მოგიგვარებთ.

9. არასამუშაო საათებში გაჯეტებზე უარი თქვით

ოფისიდან გამოსვლისთანავე სმარტფონის გამორთვა სავალდებულო არაა, მაგრამ ეცადეთ ძილის წინ არ გამოიყენოთ. იგივე ნოუთბუქს და პლანშეტს ეხება. გაჯეტების ცისფერი სინათლე ბადურის დაზიანებას და ძილის და სიფხიზლის პერიოდების მარეგულირებელი ცირკადური რითმების დარღვევას ხელს უწყობს.

10. ადრე დაწექით

სტრესთან დაკავშირებული ბევრი დაავადება არასაკმარისი ძილით არის გამოწვეული. ეცადეთ, 1 საათით ადრე დაწვეთ. თქვენ მნიშვნელოვან განსხვავებას დაინახავთ.

11. კიბეებზე იარეთ

ლიფტის გამოყენება შეწყვიტეთ, განსაკუთრებით თუ ვარჯიშის დრო არ გაქვთ. ყველაზე მარტივი ვარჯიში კიბეებზე სიარულია. ამასთან ვარჯიშში ფულის გადახდა არ მოგიწევთ.

12. ერთი კვირის მარაგი წინასწარ მოამზადეთ

სამუშაო დღეებში საჭმლის მოსამზადებლად დრო თითქმის არ გვრჩება, მაგრამ სწრაფი კვების პროდუქტებით გამოკვება გამოსავალი არაა. დასვენების დღეებში თავისუფალი დღე გამოყავით, რომ საბაზისო ინგრედიენტები მოამზადოთ. ასე სამუშაო დღეებში საჭმლის მომზადებაზე ნაკლებ დროს დახარჯავთ.

ბულიონი მოხარშეთ და გაყინეთ, ხორცი და ბოსტნეული შეწვით, კოტლეტისთვის ფარში მოამზადეთ. მენდეთ, მოგვიანებით ყოველ გათავისუფლებულ საათზე მადლობას მეტყვით.

13. თან წყლით სავსე ბოთლი ატარეთ

მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლი შეიძინეთ და ყოველთვის თან ატარეთ. ასე თანამედროვე ადამიანის მთავარი პრობლემას მოაგვარებთ – სუფთა წყლის ნაკლებობა.

14. სმუზები შეიყვარეთ

ხილი და ბოსტნეული რაციონის 2/3 ნაწილს უნდა შეადგენდეს. თუ მათ მიღებას საკმარისი რაოდენობით ვერ ახერხებთ, სასარგებლო და ნოყიერი სასმელი, სმუზი მოამზადეთ. სხვადასხვა კომბინაცია სცადეთ. საყვარელ რეცეპტს აუცილებლად აღმოაჩენთ.