Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ უნდა დაყნოსოთ ფორთოხალი ყოველ დილით? 14 ჩვევა, რომელთაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ

ამ სიიდან რომელიმეს აკეთებთ? თუ არა – სულ ტყუილად! რამდენიმე პუნქტის შესრულება დაიწყეთ და გაოცდებით, თუ თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვლება.

„გონივრული“ კვება აითვისეთ

არსებობს რამდენიმე საერთო წესი, რომლებიც წონის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ და ზედმეტ ჭამას თავიდან აგაცილებთ:

  • ყოველთვის მაგიდასთან ჭამეთ. ეცადეთ, ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ წახემსებას თავი აარიდოთ.
  • კარგი განწყობით მოამზადეთ და შეჭამეთ. თუ განწყობაზე არ ხართ, დიდი ალბათობით უფრო მეტს შეჭამთ.
  • შესაძლებლობის მიხედვით არ იჩქაროთ. საჭმლის გემო იგრძენით.
  • ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ჭიქა წყალი დალიეთ.
  • ყველაზე გემრიელი (და არა ყოველთვის სასარგებლო) ტრაპეზის ბოლოს შეჭამეთ.
  • დაივიწყეთ მრავალი ამოცანის ერთად შესრულება! სიჩუმეში შეჭამეთ, ტელევიზორი და კომპიუტერი გამორთეთ. რბილი, ფონური მუსიკა – მაქსიმუმი, რაც ნებადართულია.

ყოველ დილით ფორთოხალი დაყნოსეთ

კვლევამ აჩვენა, რომ ციტრუსში შემავალი ეთერზეთი ნამდვილად ატონიზირებს, განწყობას აუმჯობესებს და შფოთვის დონეს ამცირებს. ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ სტომატოლოგიური კლინიკის 18-დან 77 წლამდე 200 პაციენტი 4 ჯგუფად გაანაწილეს.

პირველი და მეორე ჯგუფის მონაწილეებს სტომატოლოგთან რიგში ყოფნის დროს ფორთოხლის და ლავანდის სუნებით სტიმულირებდნენ. მესამე ჯგუფი ეთერზეთების ყნოსვასთან ერთად სასიამოვნო მუსიკას უსმენდა. მეოთხე საკონტროლო ჯგუფი კი უბრალოდ სტომატოლოგიურ პროცედურას ელოდა – მუსიკის და არომათერაპიის გარეშე.

სტატიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებმაც ფორთოხლის და ლავანდის არომატები შეისუნთქეს, უფრო ნაკლებად ნერვიულობდნენ. შფოთვის დონე შემცირებული, ხოლო განწყობა, პირიქით, გაზრდილი იყო.

ლავანდა შეიყვარეთ

ძილის წინ ბალიშზე რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი დააწვეთეთ. ასეთი შინაურული არომათერაპია სწრაფად დაძინებაში და კარგად გამოძინებაში დაგეხმარებათ.

თვალებზე 20/20/20 წესით იზრუნეთ

კომპიუტერთან მუშაობამ და სმარტფონის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება მხედველობაზე ცუდი გავლენა მოახდინოს. მხედველობა რომ არ გაუარესდეს, წესი 20/20/20 დაიცავით. ყოველ 20 წუთში 20 წუთიანი შესვენება გააკეთეთ, შემდეგ 20 წუთით 6 მეტრის დაშორებით მყოფ ნივთს დააკვირდით.

მედიტაციას 10 წუთი დაუთმეთ

ყოველდღიური საქმეების ქაოსში საკუთარი თავისთვის დროის პოვნა რთულია. მედიტაციის და მოდუნების ათწუთიანი სეანსისთვის ნერვული სისტემა მადლობას გადაგიხდით.

ლოტოსის პოზა მიიღეთ, მოდუნდით და თვალები დახუჭეთ. ნელ-ნელა ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. იგრძენით, თუ ყოველი ამოსუნთქვისას ყველა პრობლემა და შფოთვა როგორ გამოდის. ეს ვარჯიში რეგულარულად შეასრულეთ და მოდუნების ტექნიკა სრულყავით.

გაწელვებით დაკავდით

მნიშვნელობა არ აქვს, ვარჯიშს სახლში ასრულებთ თუ სპორტულ დარბაზში. მნიშვნელობა არ აქვს, იოგის ან მსგავსი პრაქტიკის გამოცდილება გაქვთ თუ არა. კუნთებს კარგი (ოღონდ ფრთხილად!) გაწელვა არ აწყენთ. ასეთი ვარჯიში ქსოვილებს ჟანგბადით და ენერგიით გაამდიდრებს. პრაქტიკულად ასაკის და მომზადების დონის მიუხედავად ყველას უხდება.

ერთი გაჩერებით ადრე გამოდით

თუ სამსახურში ავტობუსით ან მეტროთი მიდიხართ, ერთი გაჩერებით ადრე გამოსვლა ჩვევად გქონდეთ. მუშაობის წინ მცირე სეირნობა გამოფხიზლებასა და გონების გაწმენდაში დაგეხმარებათ.

ბალახების ჩაი დალიეთ

ფიტოაფთიაქის ასორტიმენტში ბალახების ჩაის ნებისმიერი შემთხვევისთვის იპოვით. მწვანე ჩაი (ყავის კარგი ალტერნატივა) გამხნევებაში დაგეხმარებათ, გვირილა – სწრაფად გამოგაფხიზლებთ, კამა და პიტნა – საჭმლის მონელების პრობლემებს მოგიგვარებთ.

არასამუშაო საათებში გაჯეტების გამოყენებაზე უარი თქვით

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოფისის დატოვების შემდეგ ტელეფონი უნდა გამორთოთ. ეცადეთ, ძილის წინ მაინც არ გამოიყენოთ. ეს ნოუთბუქს და პლანშეტსაც ეხება.

გაჯეტების ცისფერი შუქი ბადურის დაზიანებას და ცირკულარული რითმების (ძილის და სიფხიზლის პერიოდების მარეგულირებელი) დესტაბილიზაციას იწვევს.

ადრე დაწექით

სტრესთან დაკავშირებული ბევრი დაავადება ძილის ნაკლებობით არის გამოწვეული. ერთი საათით ადრე დაწოლა სცადეთ და მნიშვნელოვან განსხვავებას იგრძნობთ.

კიბეებით იარეთ

ლიფტის გამოყენება შეწყვიტეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სპორტით დაკავებისთვის დრო არ გყოფნით. ყველაზე მარტივი (ამასთან ძალიან ეფექტური) ვარჯიში – კიბეებზე სიარული. ამისთვის ფულის დახარჯვა არ მოგიწევთ და ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა!

ერთი კვირის საჭმელი წინასწარ მოამზადეთ

სამუშაო დღეებში საჭმლის მოსამზადებლად დროის გამოყოფა რთულია, მაგრამ ნახევარფაბრიკატებით და სწრაფი კვების პროდუქტების კვებაც გამოსავალი არაა. დასვენების დღეებში რამდენიმე საათი გამოყავით, რომ საბაზისო ინგრედიენტები მოიმარაგოთ და სამუშაო კვირაში საჭმლის მომზადებაზე დრო შეამციროთ.

ბულიონი მოხარშეთ და გაყინეთ, ხორცი და ბოსტნეული შეწვით, პელმენები გააკეთეთ, კოტლეტის ფარში მოამზადეთ. მერწმუნეთ, მოგვიანებით ყოველი გათავისუფლებული საათისთვის მადლობას იტყვით!

წყლით სავსე ბოთლი თან ატარეთ

მრავალჯერადი წყლის ბოთლი შეიძინეთ და ყოველთვის თან ატარეთ. ასე თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემას მოიშორებთ – სუფთა წყლის ნაკლებად მოხმარება.

სმუზები შეიყვარეთ

ხილი და ბოსტნეული თქვენი რაციონის 2/3 ნაწილს უნდა შეადგენდეს. თუ მათ საკმარისი რაოდენობით ვერ იღებთ, ის სასარგებლო და ნოყიერ სასმელად, სმუზად აქციეთ. სხვადასხვა კომბინაცია სცადეთ და რამდენიმე საყვარელი რეცეპტის პოვნას შეძლებთ.