ჯანმრთელობა
რატომ არ შეიძლება პაკეტის ჩაის დალევა
ჩაი პაკეტებში – ძალიან მოსახერხებელია თუმცა ყოველთვის სასარგებლო არ არის. ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ რატომ არ შეიძლება პაკეტის ჩაის დალევა და რას ამატებენ მათში.
კარგი ჩაის შერჩევისას გახსოვდეთ, ხარისხიანი და კარგი პროდუქტი იაფი ვერ იქნება! სიიაფე – პირველი მიზეზია ჩაის არ შესაძენად. იმისთვის, რომ ცუდი სუნი დაფარონ და უხარისხო ჩაის გემო გადაწონონ, მწარმოებლები მას არომატიზატორებს უმატებენ, ეს კი მეორე მიზეზია იმის, თუ რატომ არ უნდა ვიყიდოთ ჩაი რომელსაც ძლიერი ხელოვნური სუნი აქვს.
ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩაის მოხმარების ვადა გააჩნია. ნებისმიერი გამომშრალი მცენარე შეიძლება 2-დან 3 წლამდე ინახებოდეს, მაგრამ, ჩაის შეფუთვაზე მხოლოდ შეფუთვის თარიღს აწერენ, მისი დაკრეფის ვადის შესახებ კი არაფერი ვიცით.
ჩაის ნარჩენები სამ კატეგორიად იყოფა:
1. ახალი ნარჩენები. მას შემდეგ რაც პლანტაციაზე ჩაის ფოთლებს შეაგროვებენ, იწყება ჩაის ნარჩენების მოგროვება. ჩაის ამ ნარჩენებს ამუშავებენ რის შედეგადაც ინარჩუნებენ გემოს, არომატსა და ფერს. ჩვეულებრივ ასეთ ჩაის “პრემიუმს” უწოდებენ.
2. საშუალო ხარისხის ჩაი. მას უმაღლესი კატედორიის ჩაის უწოდებენ. მას ქარხნებში ტრანსპორტირებისა და დაფასოების შემდეგ იღებენ. ის სრულიად უსარგებლოა, თითქმის არ გააჩნია სუნი და გემო. მწარმოებლები ცდილობენ ეს პრობლემა გემოს გამაძლიერებლებისა და არომატიზატორების მეშვეობით გამოასწორონ. ზოგჯერ მასში გამომშრალი ხილის ნარჩენებსაც უმატებენ.
3. ჩაის ყველაზე დაბალი კატეგორია – ჩაი რომელსაც ვადა გაუვიდა. ის შეიძლება სოკოს შეიცავდეს. გემოსა და არომატისთვის მასში მავნე ქიმიურ ნივთიერებებს უმატებენ. ასეთი ჩაი შეიძლება აფლატოქსინს შეიცავდეს, რომელსაც ღვიძლის ცეროზის გამოწვევა შეუძლია.
რა შედის პაკეტის ჩაის შემადგენლობაში?
1. ქაღალდი. ჩაის პაკეტს ჩვეულებრივი ქაღალდისგან ამზადებენ (ხელსახოცების ქაღალდი). მაგრამ, ის არ იხევა სინთეტიკური ფისით გაპოხვის გამო, რომელსაც წინასწარ სპირტსა და აცეტონში ხსნიან. სინთეტიკური ფისი მდუღარესთან ურთერთქმედებისას, ორგანიზმისთვის ძალიან მავნე ხდება.
2. ფტორი. ჩაის პაკეტებში ფტორის შემცველობა ყველანაირ ნორმას აჭარბებს. ეს ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერთა კვლევამ გვაჩვენა. ფტორი ძვლების მტვრევადობას ზრდის, რაც შეიძლება ჩონჩხის ფლუოროზის მიზეზად იქცეს, გამოიწვიოს სახსრების ქსოვილების ტკივილი და კბილის ემალის გამუქება.
3. საღებავები და არომატიზატორები. არომატიზატორებს და საღებავებს შემადგენლობაში სინთეტიკური ნივთიერებები აქვთ, რომლებიც სიმსივნური უჯრედების ზრდის პროვოცირებას ახდენენ.