Connect with us

თავის მოვლა

რატომ არის საჭირო სახლში აქტივირებული ნახშირის ქონა

სახლის აფთიაქის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატი აქტივირებული ნახშირია. ყველაზე ხშირად მას საკვებით მოწამვლისას იყენებენ მაგრამ, მისი გამოყენების სპექტრი გაცილებით დიდია.

ყურადღება! აქტივირებული ნახშირი კავალს დატოვებს სახესა და ტანსაცმელზე, მართალია მისი მოშორება ძალიან იოლია მაგრამ, აჯობებს თუ ფრთხილად იმოქმედებთ.

1. ნიღაბი აქტივირებული ნახშირით

ეს ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ გამოყენებამდე აჯობებს ტესტი ჩაიტაროთ ალეგრგიულობაზე. დაიდეთ კანზე და დაელოდეთ 24 საათი. ნახშირის ნიღაბი მოქმედებით თიხის ნიაღაბს გავს მაგრამ, კოსმეტოლოგები აღიარებენ რომ ნახშირი უფრო სუფთა ინგრედიენტია.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩაის კოვზი აქტივირებული ნახშირი
  • 1 ჩაის კოვზი ალოე ვერა (ან ალოეს სუთა წვენი)
  • 1 ჩაის კოვზი წყალი ან ვარდის წყალი
  • 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი
  • 1 მწიკვი ზღვის მარილი

აურიეთ ყველაფერი საშულო ზომის კონტეინერში და დაიდეთ სახეზე თხელ ფენად. დაელოდეთ ნიღბის გაშრობას და შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი გაასუთავებს ფორებს, მოაშორებს კანის ზედმეტ ქონს, დაატენიანებს კანს.

2. სახის სკრაბი გააქტიურებული ნახშირით

მომზადების წესი:

  1. აიღეთ ორი აბი აქტივირებული ნახშირი
  2.  დაამატეტ ნახევარი ან ერთი ჩაის კოვზი წყალი. დატოვეთ რმდენიმე წუთი, წყლის შეწოვისას აბები ბუშტულების გამოშვებას დაიწყებენ.
  3.  დაამატეთ ჩაის კოვზი ალოე ვერა (წვენი ან გელი).
  4.  დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი
  5. დაუმატეთ ჩაის კოვზი შაქარი. ეცადეთ არ გამოიყენოთ მარილი, რადგან ის აუწყლოვნებს კანს
  6. ყველაფერი კარგად გადაურიეთ და დაიდეთ სახეზე. დაიტოვეთ 20-30 წუთით. ამ დროის განმავლობაში შემადგენლობა გაშრება.
  7. ჩამოიბანეთ სკრაბი სუფთა წყლით.

3. საპონი აქტივირებული ნახშირით

ნახშირი და საპონი ზოგს შეუთავსებელი ნივთები გონიათ, თუმცა ეს ასე არ არის! აქტივირებული ნახშირი ხშირად გამოიყენება ხელნაკეთი და სამკურნალო საპნების ფორმულებში. რადგან როგორც ზემოთ ვახსენეთ, ის კანიდან ტოქსინებსა და ჭუჭყს გამოდევნის. ნახშირიანი საპონი განსაკუთრებით მათთვისაა რეკომენდებული ვინც აკნეთი იტანჯება. ყველა ვინც აქტივირებული ნახშირის საპონს იყენებს, აკნე უმსუბუქდება შემდეგ კი სრულიად უქრება.

ნახშირის საპონი არ აზიანებს კანს, ის შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ. მისი დამზადება თავადაც შეგიძლიათ. მომზადების რეცეპტი ძალიან მარტივია: ჩვეულებრივ საბაზისო შემადგენლობაში ჩაყარეთ აქტივირებული ნახშირის ფხვნილი. შესაძლებელია საპნის გალღობა, მასში ნახშირის შერევა და საპნის თავიდან ჩამოსხმა.

4. სახლში სოკოსა და ობის წინააღმდეგ

ნესტიან ადგილებში დრო და დრო ობი და სოკო ჩნდება. მსგავსი უსიამოვნება შეგვიძლია აქტვირებული ნახშირის მეშვეობით ავიცილოთ. დავალაგოთ ნახშირის აბები მსგავს ადგილებში, მაგალითად აბზანის კარადაში, რაფებზე, ტუალეტსა და საკუჭნაოში.

5. სუფთა თმისთვის

აქტივირებული ნახშირის ადსორბირებადი თვისება შესანიშნავად ასუფთავებს თმის ფოლეკულებს და თავის კანს. უბრალოდ შეურიეთ დაფხვნილი ნახშირი შამპუნის პორციას და კარგად შეიზილეთ თმასა და თავის კანში. ეს მოგაშორებთ ცხიმს და თმას სისუთავეს დიდი ხნით შეუნარჩუნებს.

6. აქტივირებული ნახშირის გამოყენება, ფეხსაცმლის დეოდორანტადაც შეიძლება. ღამე, ნახშირის აბები ფეხსაცმელში ჩადეთ და დილით მათ ჩაცმას მშვიდად შეძლებთ!

7. გამოიყენება ნაბახუსევზე

ალკოჰოლით მოწამლვლისგან თავდასაღწევასდ მიიღეთ აქტივირებული ნახშირი წვეულების დაწყებამდე. წონის ყოველ 10 კილოგრამზე -1 აბი.