Connect with us

საკითხავი

რატომ არიან მეცნიერები დარწმუნებულნი, რომ ძაღლებს ჩვენი ემოციების და სიტყვების გამოცნობა შეუძლიათ

ძაღლის მფლობელებს უყვართ იმის თქმა, რომ მათი ოთხფეხა მეგობრები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ზოგიერთი ადამიანი. ხოლო იმ ფაქტს, რომ ძაღლებს ყველაფერი ესმით, უბრალოდ ლაპარაკი არ შეუძლიათ, ბევრი სრულ ჭეშმარიტებად მიიჩნევს. როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მეცნიერები ბოლო პერიოდში ამ სიტყვებს ადასტურებენ.

გთავაზობთ, ადამიანის ცხოვრებაში ძაღლის როლი განვიხილოთ, ასევე განვსაზღვროთ, ოთხფეხა მეგობრები ნამდვილად უფრო უკეთ გვიგებენ, ვიდრე გვგონია, თუ არა.

ძაღლი ადამიანის ცხოვრებაში

ამ ერთგულ ცხოველს ადამიანის საუკეთესო მეგობრად ტყუილად არ მიიჩნევენ. მრავალი საუკუნის განმავლობაში ძაღლი ჩვენს წინაპრებთან ერთად ცხოვრობდა, მათ და მათ ქონებას იცავდა. ძველად, უშიშარ ძაღლებს ბრძოლაშიც იყენებდნენ, ახლა კი ძაღლები სამხედრო, პოლიციის და სახანძრო საქმეების შესრულებაში გვეხმარება.

ძაღლს არა მხოლოდ უკეთ ესმის, არამედ ადამიანზე უკეთ გრძნობს სუნებს. ამასთან ამ ცხოველის გონებრივ შესაძლებლობებს მეცნიერები 2 წლის ბავშვის ინტელექტს ადარებენ. თუმცა ზოგიერთი ძაღლი კიდევ უფრო ჭკვიანია.

მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ძაღლს მფლობელის სხვადასხვა ემოციის გამოცნობა შეუძლია. დიახ, მან ყველა სიტყვის მნიშვნელობა არ იცის, მაგრამ ახლობელი ადამიანის გრძნობების გამოცნობა შეუძლია. თუ საყვარელი მეპატრონე იღიმის, მოწყენილია ან ტირის, ოთხფეხა მეგობარი ამას ხვდება.

ძაღლი იმახსოვრებს, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი, როცა მოწყენილია, დარდობს ან გაბრაზებულია. ეს ცხოველი მშვენიერ მეხსიერებას ფლობს და მეცნიერების აზრით, მას ახსოვთ, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი სხვადასხვა ემოციური მდგომარეობის დროს. ძაღლს ადამიანთან ურთიერთობის რაც უფრო დიდი გამოცდილება აქვს, მით უფრო მარტივად ახერხებს ადამიანის ემოციების გამოცნობას.

კიდევ ერთი აღმოჩენა გახდა ის, რომ ძაღლს ადამიანის სახეზე დადებითი ემოციების გამოცნობა უფრო უადვილდება. სწორედ ამიტომ, ბედნიერი მეპატრონის დანახვა ოთხფეხა მეგობრის დაუყონებლივ აღფრთოვანებას იწვევს.

აღმოჩენილ იქნა, რომ ძაღლი მეპატრონის გამხიარულებას ხშირად ცდილობს. თუ ცხოველი გრძნობს, რომ მეპატრონე სწორი მართვის შესრულებით გახარებულია, მაშინ არა მხოლოდ ტკბილეულის მიღების გამო, არამედ ნაცნობ სახეზე ბედნიერი ღიმილის დასანახად კიდევ უფრო მეტად ცდილობს ბრძანების შესრულებას.

ძაღლის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში უზარმაზარია. გასაოცარი არაა, რომ ზოგიერთი ძაღლის მფლობელი თავს არა მხოლოდ მეპატრონედ, არამედ თავისი ბეწვიანი ცხოველის მშობლად მიიჩნევს. ისინი სოციალურ ქსელებში ძაღლების სურათებს ხშირად აქვეყნებენ. ეს გასაგებიცაა, ასეთი სურათები ხომ წარმოუდგენლად საყვარელი და თბილია.