Connect with us

ჯანმრთელობა

ჟასმინი – სიყვარულისა და ღამის მეფე

ეს მცენარე ღამის მეფეა, იგი აძლიერებს მამაკაცისა და ქალის სექსუალურ ლტოლვას ერთმანეთისადმი. რთულია იმის თქმა, თუ ვისთვისაა ეს ყველაზე მეტად აუცილებელი.

ნისლიან ალბიონში ჟასმინი ყველაზე პოპულარული ჩაია როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვისაც. ჟასმინის მოკრეფა სასურველია ყვავილობის დროს, მოკრიფეთ მხოლოდ ყვავილები, გააშრეთ ჩრდილში, შემდეგ კი დააყენეთ ჩვეულებრივი ჩაი.

ჟასმინის მაგიური თვისებები

მცენარის ძირითადი თვისებებია სიყვარული და კეთილდღეობა.

მცენარის მაგიური გამოყენება: ეს მცენარე, გამომშრალი სახით, უნდა ჩაალაგოთ ქისებში და თან ატაროთ ამულეტის სახით, რათა მიიპყროთ საყვარელი ადამიანის ყურადღება. ასევე, იგი გამოიყენება სხვადასხვა რიტუალში, რომელიც კეთილდღეობას იზიდავს.

ასევე, ჟასმინის ამულეტები იზიდავს ჭეშმარიტ სიყვარულსაც.

ჟასმინის ყვავილები, თუ მათ თან ატარებთ ან დაწვავთ, იზიდავს სიმდიდრესა და ფულს. ჟასმინი იწვევს წინასწარმეტყველურ სიზმრებს, თუ მას საძინებელში დაწვავთ, ხოლო ჟასმინის ნედლი ყვავილების არომატი კარგ ძილს განაპირობებს.

აღმოსავლეთში ძალიან აფასებენ ჟასმინს. იმ წყალშიც კი, რომელსაც ხელების დასაბანად იყენებდნენ, უხვად ყრიდნენ ჟასმინის ყვავილებს.

ადამიანები, დაბადებულები ჟასმინის მფარველობის ქვეშ

ადამიანები, რომლების 01.05 – 14.05 და 03.11-11.11 რიცხვებში არიან დაბადებული, იმყოფებიან ლამაზი, ნაზი, გამომწვევი ჟასმინის ყვავილის მფარველობის ქვეშ. ამ ადამიანებს არ სჭირდებათ ძალისხმევის გამოყენება იმისათვის, რომ ყურადღების ცენტრში მოხვდნენ.

ისინი გაწონასწორებული და მხიარული მეგობრები არიან, თუმცა, რეალურად, ეს მხოლოდ ნიღაბია, რომლის ქვეშაც ჟასმინი ოსტატურად მალავს თავის ბუნებრივ პესიმიზს. ჟასმინს შეიძლება იმედი გაუცრუვდეს ადამიანებში და მხოლოდ ბავშვებთან გრძნობს თავს ჭეშმარიტ ადამიანად. სწორედ ბავშვებს მოაქცვთ ჟასმინის ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული.

სურნელოვანი ჟასმინის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის სასურველია, ყვავილები ზამთრისთვის მოიმარაგონ და ავიტამინოზის დროს ჩაის დაუმატონ. სტრესი აღარ იქნება იმდენად რთულად ასატანი; დაავადებები უფრო მარტივად განიკურნება, გართულებებს არ გამოიწვევს.

ხოლო რაც ყველაზე სასიამოვნოა, ესაა თბილი, სასურველი ღამეები, როცა სიყვარული თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს ათბობს. არსებობს ოთახის ჟასმინი, რომლის მოყვანაც ქოთნებში შეიძლება, ფანჯრის რაფაზე.

ჟასმინის სამკურნალო არომატი

ეთერზეთებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ჟასმინის ზეთი. ეს ყვავილი მცირე რაოდენობითაც კი იწვევს სიმხნევეს. ეს არომატი ფანტავს ცუდ განწყობას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

ჟასმინის ყვავილებს ძლიერი გამაგრილებელი და დამამშვიდებელი მოქმედება აქვს.

იგი აგრილებს სისხლს, ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას, აქვს ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული და კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება. აძლიერებს იმუნიტეტს, გვეხმარება კიბოს სხვადასხვა სახეობის დროს, მათ შორის, მკერდის კიბოს დროსაც. შესანიშნავი საშუალებაა ციებ-ცხელების დროს, ხოლო სამკურნალო ზეთის სახით კარგია მზის დარტყმის შემთხვევაში.