Connect with us

თავის მოვლა

პური და ძმარი – კოჟრების წინააღმდეგ!

როდესაც ქუჩაში ცხელა, მსუბუქი ტანსაცმლის ტარება, ნამდვილი შვებაა, მაგალითად, საზაფხულო კაბის, მაისურის, შორტის და ა.შ. ფეხების შემთხვევაში კი საქმე ოდნავ რთულადაა! თუ ჩვენი ფეხი მზად არ არის – სანდლების ჩაცმა შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. მთელი ზამთრის განმავლობაში ფეხი წინდასა და ფეხსაცმელში “იმალება” და ამ გრძელი ზამთრის დღეების გამო ტერფები არც თუ ისე ლამაზად გამოიყურებიან! შეიძლება მასზე მტკივნეული და საშინელი კოჟრებიც გაგიჩნდეთ.

პრობლემის გადაწყვეტის გზა

კოჟრები – დამთრგუნველი მოვლენაა, განსაკუთრებით თუ ლამაზი სანდლები გაცვიათ. საბედნიეროდ ამ პრობლემის მარტივი გადაწყვეტა შეიძლება. ამისთვის კი შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:

  • პური
  • ვაშლის ძმარი
  • ცელოფნის საფენი

რა გავაკეთოთ?!

პურის ნაჭერი ძმარში ჩაალბეთ. დაიდეთ პური დაზიანებულ ადგილას (კოჟრზე), გადაიხვიეთ ცელოფნის საფენით. შემდეგ დილას თვალებს ვერ დაუჯერებთ! კოჟრები უკვალოდ გაქრებიან და მათ ადგილს ნაზი და რბილი კანი დაიკავებს. საკმარისია წყლით გადაბანა და თქვენი ტერფები მზის შუქის ხილვისთვის მზად იქნებიან!