Connect with us

ჯანმრთელობა

პროდუქტები, რომლებიც ტვინს ანადგურებს. ვლად სიურეა მოგვითხრობს, როგორ ვუშველოთ თავს

ძალიან კარგია, თუ თქვენ ტვინის მუშაობისა და მეხსიერების გასაუმჯოებესებლად, ასევე სიბერესთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების თავიდან ასარიდებლად, ხშირად კითხულობთ, ასრულებთ გონებრივ დავალებებს და შეუპოვრად მიისწრაფვით საკუთარი მიზნებისკენ, თუმცა მხოლოდ ეს ჩამონათვალი საკმარისი როდია… ძალიან დიდ როლს, ტვინის გამართულ ფუნქციონირებაში, კვება და ყოველდღიური ჩვევები თამაშობს. ლამაზი ფიგურისა და იდეალური კანის მოპოვების მრავალი მცდელობის დროს ჩვენ ხშირად ვივიწყებთ ტვინის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესახებ. ნეიროქირურგი 50 წლიანი სტაჟინ, ვლად სიურეა დარწმუნებულია, რომ ტვინის ჯანმრთელობა მარტივ, უბრალო დეტალებშია.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ იმ საკვები პროდუქტების შესახებ, რომელთაც საზიანო გავლენა აქვს ჩვენს ტვინზე. გარდა ამისა, გთავაზობთ ძალიან მარტივ ყოველდღიურ ჩვევებს, რომელთა დახმარებით ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს მუშაობის გაუმჯობესებაა შესაძლებელი. ჩვენ ყოველთვის ძალიან ვტვირთავთ ტვინს, თუმცა სანაცვლოდ საერთოდ არაფერს ვაძლევთ მას.

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება და ტვინის მუშაობა

ვლად სიურეა ამტკიცებს, რომ პირველი ნაბიჯები ტვინის გასაჯანსაღებლად და ნათელი გონებისთვის ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია აბსოლიტურად ყველასთვის. ნეიროქირურგი, რომელსაც საკუთარ კარიერაში ათასობით წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული, დილით ადრე ადგომას, დაუყონებლივ 2 ჭიქა თბილი წყლის მირთმევასა და საუზმობას გვირჩევს. “დილით რაც შეიძლება ადრე უნდა გავიღვიძოთ, გამოვაღოთ ფანჯრები, ჩავისუნთქოთ სუფთა ჰაერი და მივირთვათ 2 ჭიქა თბილი წყალი” – ამბობს გამოცდილი ექიმი.

“თბილი წყლის პირველი ჭიქა აამუშავებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ხოლო მეორე ჭიქა – მოძრაობაში მოიყვანს მთელ ორგანიზმს. ტვინს მაქსიმალური აქტიურობის ორი წერტილი გააჩნია: 10 დან 12 საათამდე და 16 დან 18 საათამდე. თუ გადაღლილობას შენიშნავთ, გასამხნევებლად 1 ფინჯანი ყავის მირთმევას შეგიძლიათ” – მოგვითხრობს ვლად სიურეა. ექიმი დაჟინებით გვირჩევს, არასდროს გამოვტოვოთ საუზმე, რადგან ძილის შემდეგ სწორედ ის ამარაგებს ტვინს საჭირო მიკროელემენტებით.

“საუზმობა აუცილებელია მშვიდ და წყნარ გარემოში, ზედმეტი ხმაურისა და ქოსის გარეშე. რაც უფრო მოდუნებული იქნებით და დატკბებით თითოეული ლუკმით, მით უფრო მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ თავს დარჩენილი დღე. საკვების დილის ულუფა აუცილებლად უნდა შედგებოდეს ჯანსაღი პროდუქტებისგან. არასდროს გადატვირთოთ თქვენი კუჭი – ყოველთვის და ყველაფერში ზომიერების გამოჩეენაა საჭირო. უპირატესობა სუფთა სასმელ წყალს მიანიჭეთ და მაქსიმალურად მოერიდეთ მაღაზიების დახლებზე შემოთავაზებულ სხვადასხვა წვენებს”.

“მართალია, ტკბილეული მავნებელია, თუმცა პერიოდულად თავის გამხნევება და განებივრება აუცილებელ პირობას წარმაოდგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გააკეთეთ სწორი არჩევანი: ნატურალური შოკოლადი, ცხელი კაკაო და თაფლი – ის რაც თქვენს ტვინს სჭირდება!”

გახსოვდეთ, თქვენი ტვინი ძილის დროს კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში მუშაობს. სწორედ ამიტომ, ნუ დატვირთავთ კიდევ უფრო მეტად მას უძილობითა და ღამის საათებში მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრით.

გარდა კარგი კვებისა და ხარისხიანი ძილისა, ტვინისთვის ბევრი მოძრაობაა საჭირო. დიახ, ფიზიკურ აქტივობას დადებითი გავლენა აქვს ტვინის მუშაობაზე და ჩენს მეხსიერებაზე. “არსებობს ჩვენი ტვინისთვის 3 აუცილებელი რამ: მეტყველება, წერა და მოძრაობა. ბევრ ადამიანს დაავიწყდა, თუ რა არის მუსიკა და როგორ დავტკბეთ, მივიღოთ სიამოვნება მისით. გარდა ამისა, მათ საერთოდ აღარ უნდათ ცეკვა… დამტკიცებულია, რომ ცეკვა ეფექტურად გვიცაცს ალცჰეიმერის ნაადრევი განვითარებისგან” – მოგვითრობს ნეიროქირურგი.

გაითვალისწინეთ კიდევ ერთი რამ: თქვენი ტვინის საუკეთესო მეგობარი – ღიმილია. დადებითი ემოციებს ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზე. სწორედ ამიტომ, რეგულარულად გაერთეთ და დაისვენეთ მეგობრებთან და საყვარელ ხალხთან ერთად. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!