Connect with us

ჯანმრთელობა

პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოშორება

თითრი კბილები, ჯანმრთელი ღრძილები და სასიამოვნო სუნთქვა – თვითრწმენის გარანტია. პირის ღრუს სრულფასოვანი მოვლა არა მარტო კბილების გამოხეხვას და კბილის ძაფის მოხმარებას მოიცავს არამედ სავლების გამოყენებასაც.

როგორ გავთავისუფლდეთ პირის ღრუში არსებული უსიამოვნო სუნისგან

აფთიაქებში უამრავი პირის სავლები იყიდება, ისინი იაფი არ ღირს და მათი ეფექტურობაც საეჭვოა. ამიტომ დღეს გასწავლით თუ როგორ დაამზადოთ სავლები საკუთარი ხელით, ნატურალური ინგრედიენტებისგან.

ეს საშუალებები პირის ღრუს კომპლექსურ მოვლაში დაგეხმარებათ: გაიმაგრებთ ღრძილებს, გაგითეთრებთ კბილებს, მოგაშორებთ ბაქტერიებს, გაგიახლებთ სუნთქვას.

ინგრედიენტები:

  • 1 ლიმონი
  • 200 მილიგრამი თბილი წყალი
  • 0.5 სუფრის კოვზი დარიჩინი
  • 1.5 ჩაის კოვზი თაფლი
  • 0.5 – 1 ჩაის კოვზი სოდა
  • ბოთლი ან რომელიმე სხვა ჭურჭელი რომელსაც თავი მჭიდროდ ეხურება

მომზადების წესი:

1. გამოწურეთ ლიმონის წვენი, გადაღვარეთ წვენი ბოთლში. ჩაყარეთ მასში დარიჩინი
2. გააზავეთ სოდა თაფლში და ისიც ბოთლში გადაიტანეთ
3. დაასხით თბილი წყალი, დაახურეთ ხუფი და კარგად შეანჯღრიეთ
4. ეს საშუალება პირში გამოივლეთ, გამოვლებამდე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ. დავლები ყოველი კბილების გამოხეხვის შემდეგ ან საჭიროებისამებრ გამოიყენეთ.

მომზადებულის აშუალება მაცივარში შეინახეთ არა უმეტეს 3 კვირისა. არსებობს სუნთქვის გაახლების არაერთი საშუალება, თუმცა ყველაზე სანდო მათ შორის სტომატოლოგთან დროული ვიზიტია!