Connect with us

ჯანმრთელობა

ოტო ვარბურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი: ნებისმიერ დაავადებას, მათ შორის კიბოს, ტუტე გარემოში არსებობა არ შეუძლია

ოტო ვარბურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი: არანაირ დაავადებას, მათ შორის სიმსივნეს, ტუტე გარემოში არსებობა არ შეუძლია

“ჩვენ ყველანი ძალიან მჟავეები ვართ” – ამ ფრაზას არაერთხელ მოისმენთ ტუტე დიეტის მხარდამჭერებისგან. ორგანიზმის გატუტოვანების პრაქტიკა ძალზედ სასარგებლოა, რომელსაც უკვე არაერთი მიმდევარი ჰყავს, თანაც სრულიად დამსახურებლადაც.

ბევრი დიეტოლოგის აზრით, ტუტე დიეტის ეფექტი არა მჟავე-ტუტე ბალანსის ტუტე მხარეზე გადახრით, არამედ შაქრის, ალკოჰოლის, გაჯერებული ცხიმების და სხვა მავნე პროდუქტებზე უარის თქმით მიიღება.

თუ გსურთ, თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრობლემა, დროა გაატუტოვანოთ ორგანიზმში არსებული გარემო. ეს მარტივად არის შესაძლებელი დამოკიდებლად გარკვეული წესების დაცვით. როდესაც ორგანიზმში მჟავე გარემო წარმოიქმნება, მავნე ბაქტერიები და პათოგენური მიკროორგანიზმები საოცარი ტემპტით იწყებენ ზრდა-გამრავლებას.

მჟავა-ტუტოვანი ბალანსი

1. დილა 1 ჭიქა ლიმონიანი წყლით დაიწყეთ

უზმოზე 1 ჭიქა წყალში ჩამატებული ლიმონის მცირეოდენი ახლადგამოწურული წვენი გაღვიძებაში და საჭმლის მომნელებელი სისტემის გაშვებაში დაგეხმარებათ, ორგანიზმის უჯრედებს დაატენიანებს, მსუბუქად გაატუტოვანებს და მჟავა გარემოს მავნე გავლენას გაანეიტრალებს. გარდა ამისა, ლიმონში ბევრი ანტიოქსიდანტი და ვიტამინია, რომლებიც ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს.

2. მჟავე პროდუქტებს მოერიდეთ

რძის პროდუქტების, ხორცის, თეთრი ბრინჯის, შოკოლადის, ხორბლის ან ყავის სრულად ამოღება საჭირო არაა, მაგრამ მათი მოხმარება 20-30%-ით უნდა შეამციროთ. ეს პროდუქტები არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ თქვენს სხეულზეც ცუდ გავლენაზე ახდენს.

3. ბიოდანამატები გამოიყენეთ

გატუტოვანების მომხრეები ირწმუნებიან, რომ სპეციალურ ბიოდანამატებს გვერდს ვერ აუვლით. დიეტოლოგები გირჩევენ, ხმელი და დაქუცმაცებული იონჯას, ხორბლის და ქერის აღმონაცენების რეგულარულად მირთმევას. რაციონში უნდა ჩართოთ ისეთი წყალმცენარეები, როგორიცაა: სპირულინა და ქლორელა. გარდა ამისა, არ დაგავიწტდეთ მაგნიუმის, თუთიისა და კალციუმის შესახებ.

4. სელის თესლი ყველა კერძში

სელის თესლის დღიური ნორმა 2-3 სუფრის კოვზია. სასარგებლო ზეთი შეგიძლიათ სალათებს, წვნიანებს და ცხელ კერძებს დაუმატოთ. სმუზების მოსამზადებლად დაფქული სელის თესლი გამოიყენეთ. ასეთი ინგრედიენტით სასმელი უფრო სქელი და უჯრედისით გაჯერებული გახდება.

5. შაქარს მოერიდეთ

რაფინირებული შაქარი ის პროდუქტია, რომლის ამოღებას ტუტე დიეტის მიმდევრები პირველ რიგში გირჩევენ, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მჟავე პროდუქტია. თუ ტკბილის მიღება ძალიან გსურთ, ყურადღება ბუნებრივ შაქრის შემცველებს მიაქციეთ: სტევია, მიწავაშლას სიროფი, აგავას ნექტარი, ქოქოსის ან ლერწმის შაქარი.

6. ბალახები გამოიყენეთ

სასიამოვნო ბალახების ნაკრებისა და სელის ზეთისგან შეგიძლიათ სალათების მოსართავი მოამზადოთ. როზმარინი, კამა, ნიორი, ბაზილიკი, ორეგანო და ლიმონი წვრილად დაჭერით, სანელებლები კარგად გაატარეთ, ბოთლში გადაიტანეთ და ზეთი დაასხით. 1 დღეში სურნელოვანი მოსართავი მზად იქნება!

7. რაციონს ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები დაუმატეთ

სისუსტე, შენელებული ნივთიერებათა ცვლა, გაზრდილი წონა, უშნო კანი, ცუდი საჭმლის მონელება და ტვინის ნაადრევი დაბერება ორგანიზმში ცხიმოვანი მჟავების დეფიციტით არის გამოწვეული. თევზის ცხიმიანი სახეობა, სელის თესლი, კანაფი და ჩია არა მხოლოდ ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავის ბუნებრივი წყაროა, არამედ შესანიშნავ ტუტე პროდუქტს წარმოადგენს.

8.ნუში წასახემსებლად

გემრიელი კაკალი მდიდარია მიკროელემენტებით, რომლებიც ორგანიზმში ტუტე გარემოს ქმნის. ნუში დიდი რაოდენობით E ვიტამინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან იცავს.

ეს პროდუქტი ღვიძლის და ელენთას მუშაობს ხელს უწყობს, ნაღველი გამოაქვს, სისხლს ასუფთავებს და შაქრის დონეს ამცირებს. ნუშის და ნუშის რძის რეგულარული მოხმარება ტვინის აქტივობას აუმჯობესებს, სტრესის მიმართ მდგრადობას ზრდის და უძილობას აქრობს.

9. შეიყვარე ისპანახი

ისპანახი ტუტე პროდუქტების მეფეა. ახალი მწვანილის 2-3 ფოთოლი თქვენს კერძს და სასმელს A და K ვიტამინებით, რკინით, კალიუმით, მაგნიუმით, სპილენძით და ფოლიუმის მჟავით გაამდიდრებს.

10. უფრო მეტი ტუტე პროდუქტი მიირთვით

ტუტე პროდუქტებია: ბროკოლი, ისპანახი, სატაცური, ნიახური, კიტრი, ყაბაყი, სტაფილო, პომიდორი, ბარდა, კომბოსტო, ყველა კაკალი (კეშიუს გარდა), ასევე თესლები. ორგანიზმის გატუტოვანებისთვის ძალიან სასარგებლოა ციტრუსები, ავოკადო, ყველა მწვანილი, ასევე საზამთრო.

ნატუროპათები დარწმუნებული არიან: „კანის დაავადება, სიმსუქნე, შენელებული მეტაბოლიზმი, ართროზი, პოდაგრა, ოსტეოპოროზი, ეგზემა და კიბოც კი – ეს ყველაფერი მავნე მჟავეების მიერაა გამოწვეული“ და მაშინაც კი, თუ ეს სიცრუედ მიგაჩნიათ, ტუტე დიეტის დაცვა უაღრესად სასარგებლოა.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა ღრმა სიბერემდე. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!