Connect with us

ჯანმრთელობა

ოროვანდის ფოთლები – დამხმარე საშუალება დახეთქილი ქუსლების დროს

ფეხების იდეალური მდგომარეობის შენარჩუნება სრულიად მოულოდნელი მეთოდით ვისწავლე. ჩვეულებრივ ზაფხულში ფეხშიშველა სიარულის გამო ქუსლები უხეში და ისეთი დახეთქილი ხდება, რომ სიარული ტკივილს იწვევს.

გაუხეშებული ქუსლების გამო ზაფხულში ღია ფეხსაცმლის ჩაცმა უბრალოდ შეუძლებელია. ზაფხულის ცხელ დღეებ, ძირითადად, აგარაკზე ვატარებთ, სადაც ფეხშიშველა დავდივართ და ამაზე უარის თქმა საკმაოდ რთულია, თან ასე სასარგებლოცაა.

აგარაკზე მეზობელი გვყავს, რომელიც დაავადებული სახსრებით იტანჯება. მწვავე ტკივილის მოსაშორებლად ის ოროვანდის სამკურნალო თვისებებს, კონკრეტულად ნაყენს იყენებს. უკვე დიდი ხანია შეამჩნია, რომ რამდენიმე კომპრესის შემდეგ, რომელსაც ფეხზე იდებდა, გაუხეშებული ქუსლები უფრო დარბილდა.

სწორედ მაშინ მოიფიქრა ოროვანდის საშუალების მომზადება და მეც მასწავლა ოროვანდის ფოთლების კვერების გაკეთება, რომელიც გაუხეშებულ ქუსლზე უნდა დაიდოთ.

ოროვანდის ფოთლები ფაფად აქციეთ, თაფლი აურიეთ და ჩვეულებრივი ფქვილი დაუმატეთ. შემდეგ თხელი კვერები გააკეთეთ. დილით ჩვეულებრივი მეთოდით დაამუშავეთ, უბრალოდ ყველა გარქოვანებული კანი მოაშორეთ.

ასეთი პროცედურის შემდეგ შინაურული და პროფესიონალური მანიკიურის გაკეთება არ ღირს. თუ თვლით, რომ ერთი პროცედურა საკმარისი არაა, შეგიძლიათ 2-3 პროცედურა ჩაიტაროთ. კანის მდგომარეობას დააკვირდით და თავად მიხვდებით, თუ როდის ღირს შეწყვეტა. უკვე მეორე ზაფხულია ქუსლებზე ერთი ნახეთქიც არ მაქვს და კანი ჩვილივით რბილი გახდა.