Connect with us

თავის მოვლა

ნაოჭებიანი კისერი, ჩამოწელილი ხელები და უფორმო თეძოები წარსულს ჩაბარდა. მარტივი და მოქმედი საშუალება

დაკარგული სიმკვრივე, ჩამოწელილი კანი ხელებზე, მუცელსა და თეძოებზე – არც ისე იშვიათი მოვლენაა 45+ ასაკის ქალბატონებში. სხვადასხვა დიეტა, მკვეთრი გახდომა, ჰორმონალური დარღვევა – ეს ყველაფერი კანის მდგომარეობაზე აისახება, ვინაიდან, ასაკთან ერთად, უჯრედებს აღარ შეუძლიათ ისე სწრაფად აღდგომა, როგორც მანამდე.

საბედნიეროდ, არსებობს საშუალება, რომელიც, რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, კანს დაჭიმავს და სიმკვრივეს დაუბრუნებს.

კანის დაჭიმვა საშინაო პირობებში

კამფორის ზეთი – პოპულარული და ეფექტური საშუალებაა კანისა და თმის მოვლისთვის. მას იყენებენ გამონაყარის, ნაწიბურების, წვრილი ნაოჭების მოსაშორებლად და თმის ზრდის დასაჩქარებლად. ნაჯერი შემადგენლობისა და უჯრედების განახლების სტიმულირების უნარის წყალობით, ეს პროდუქტი იდეალურ ეფექტს იძლევა გასახდომი და კანის დასაჭიმი შეხვევების დროს.

ყურადღება! კამფორის ზეთის გამოყენება დაუშვებელია მათთვის, ვისაც ეპილეფსია ან პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა აქვს.

ყავა(უფრო სწორად, კოფეინი) – შესანიშნავი გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისმა კანმაც სიმკვრივე დაკარგა და დაბერება დაიწყო. იგი ააქტიურებს ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესებს, აძლიერებს, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას. ხელს უშლის კანის კიბოს.

კოსმეტიკური თიხა არსებობს რამდენიმე სახის: თეთრი, ცისფერი, მწვანე, ვარდისფერი, შავი, წითელი… მკვეთრი დამჭიმავი ეფექტით ყველა მათგანი გამოირჩევა, თუმცა, მოცულობის შესამცირებლად საუკეთესო ვარიანტებია ცისფერი და შავი თიხა. თიხის შეძენა ნებისმიერ აფთიაქში მისაღებ ფასად შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. ყავის ნალექი
  • 0.5-1 ჩ.კ. კამფორის ზეთი
  • 2 ს.კ. კოსმეტიკური თიხა

მომზადება და გამოყენება

  1. გახსენით თიხა წყალში, შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა.
  2. დაუმატეთ თიხას ყავის ნალექი და კამფორის ზეთი, მოურიეთ. კამფორის რაოდენობა ინდივიდუალურია და კანის მგრძნობიარობაზეა დამოკიდებული. დაიწყეთ 0.5 ჩ.კ.-თი.
  3. წაისვით მასა პრობლემურ ზონებზე, შეიხვიეთ საკვები ცელოფნით, ჩაიცვით რამე ვიწრო, რათა თერმოეფექტი უზრუნველჰყოთ. გაიჩერეთ კომპრესი 30-40 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.

10 ასეთი შეხვევის კურსი(2-3 კვირა) დაგეხმარებათ კანის შესამჩნევად დაჭიმვაში. ეფექტი პირველი პროცედურის დასრულებისთანავე იქნება თვალსაჩინო: გაქრება აუტანელი მოშვებულობა, სითხის ბალანსის აღდგენის ხარჯზე კი კანი გლუვი და მკვრივი გახდება.