Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვიცილოთ ნაოჭები თვალის გარშემო

“იხვის თათები” წარმოადგენს წვრილი ნაოჭების დაგროვებას, რომელიც თვალის გარე კუთხეებზე ჩნდება. იგი ასაკთან ერთად ვითარდება და, ჩვეულებრივ, 30 წლიდან იწყება. კოლაგენისა და ელასტინის, იმ ორი ცილის წარმოება, რომლებიც პასუხს აგებენ კანის ელასტიურობაზე, ასაკთან ერთად, მცირდება, რაც იწვევს იხვის თათების გაჩენას, ასევე, დაბერების სხვა ნიშნებსაც, მათ შორის, მკერდის ჩამოწელვას, ნაოჭებსა და ყავისფერ პიგმენტურ ლაქებს.

სხვა ფაქტორები, რომლებიც ადამიანში იწვევს მსგავს ნაოჭებს, არის: მზის ჭარბი ზემოქმედება, მოწევა, გარემოს დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი, დამანჭვა, ტირილი და ღიმილი.

5 საუკეთესო საშუალება იხვის თათების მოსაშორებლად

1. კვერცხის ცილა ჭიმავს კანს, რაც მას შესანიშნავ არჩევნად აქცევს ნაოჭების პროფილაქტიკისთვის. ათქვიფეთ ერთი კვერცხის ცილა, სანამ ქაფისებრ კონსისტენციას არ მიიღებთ.

წაისვით მასა თვალის გარე ნაწილსა და ყვრიმალებზე. გაიჩერეთ 10 წუთით, შემდეგ გაიწმინდეთ ცივ წყალში ჩალბობილი ბამბის დისკით. გაიმეორეთ კვირაში ორჯერ.

2. პაპაია მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. ამასთან, პაპაია შეიცავს ფერმენტ პაპაინს, რომელიც აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და ჭიმავს მას.

ფრთხილად შეიზილეთ უმი პაპაია კანში. გააჩერეთ 10 წუთით ან სრულად გაშრობამდე, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. გაიმეორეთ კვირაში ორჯერ.

3. რძე შეგიძლიათ ნაოჭების შესამცირებლად გამოიყენოთ. იგი შეიცავს გლიკოლის მჟავას, რომელიც ქერცლავს გამაგრებულ უჯრედებს და ხელს უწყობს კანში კოლაგენის გამომუშავებას. დაიწყეთ რძის რეგულარული მოხმარება, რათა შეძლოთ მოელვარე და ჯანმრთელი კანით ტკბობა.

ჩაალბეთ სუფთა ხელსახოცი რძეში და მოათავსეთ კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე. გააჩერეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ ცივი წყლით. პროცედურა დღეში ორჯერ უნდა გაიმეოროთ.

4. ალოე ვერა ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური ინგრედიენტია იხვის თათების მოსაშორებლად. მისი ანტიოქსიდანტური თვისებები ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც იწვევს ნაოჭების გაჩენას. გარდა ამისა, იგი შეიცავს აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც ატენიანებს, აღიავებს და ატონიზირებს კანს.

მიირთვით 1 ს.კ. ალოე ვერას წვენი დღეში ორჯერ, რათა მიიღოთ უპირატესობები მისი ანტიოქსიდანტური თვისებებისგან. გარდა ამისა, აიღეთ ალოე ვერას ფოთოლი, გელი გააცალეთ და უხვად წაისვით თვალის გარშემო კანზე ძილის წინ. დილით ჩამოიბანეთ ცივი წყლით. გააკეთეთ ეს ყოველდღიურად, რამდენიმე კვირის განმავლობაში.

5. E ვიტამინი ძლიერი ანტიასაკობრივი საშუალებაა, რომელიც აუცილებელია ეპითელიუმის ახალი უჯრედების რეგენერაციისთვის, რაც უზრუნველყოფს კანის დატენიანებას. ასევე, იგი ჭიმავს თვალის გარშემო კანს და ხელს უშლის როგორ იხვის თათების, ისე ღრმა ნაოჭების გაჩენას.

გახსენით ორი კაფსულა E ვიტამინი და მოათავსეთ შიგთავსი თასში. წაისვით სითხე თვალის გარშემო ნაოჭებზე. ფრთხილად დაიზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. გააკეთეთ ეს ყოველ ღამე, ძილის წინ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.