Connect with us

კულინარია

მორსი საუკეთესო სასმელი სიცხეში. სხეულს აგრილებს და თან ორგანიზმს ეხმარება

გთავაზობთ მორსის მოსამზადებელ წარმოუდგენლად მარტივ რეცეპტს. სიცხეში მორსი საუკეთესო სასმელია.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • შავი მოცხარი
  • თეთრი მოცხარი
  • წითელი მოცხარი
  • ლიმონი
  • შაქარი
  • წყალი (მდუღარე)

მომზადების დრო: 5 წუთი

მომზადება:

1. ნებისმიერი კენკრა (ჟოლო, მარწყვი, შტოში, წითელი მოცვი და ა.შ) აიღეთ. ამჯერად, მე მოცხარი გამოვიყენე.

2. კენკრა კარტოფილის საჭყლეტით კარგად დაჭყლიტეთ.

3. შესანიშნავი კენკრის პიურე გამოვა.

4. შაქარი და ლიმონის წვენი დაუმატეთ და უბრალოდ მდუღარე წყალი დაასხით!

5. თავსახური დააფარეთ და 3 წუთით გააჩერეთ!

6. ესეც ასე, 5 ლიტრი უგემრიელესი მორსი მზადაა!

და რაც მთავარია, გაგრილება არ დაგავიწყდეთ!

მორსი შავი მოცხარით და პიტნით

ინგრედიენტები:

  • 1 კგ შავი მოცხარი
  • 5-5 ღერო პიტნა
  • 1 მიხაკი
  • 200 გრ შაქარი

მომზადება:

  1. კენკრა გადაარჩიეთ, ყველა ყუნწი და ფოთოლი მოაშორეთ, გარეცხეთ და გააშრეთ.
  2. წვენი და ჩენჩო დააცალკევეთ. ამისთვის საწურის ქვემოთ თასი დადგით, საწურზე კენკრა მოათავსეთ და ხის ჯოხით დაწურეთ. შეგიძლიათ დააბლენდეროთ ან წვენსაწური გამოიყენოთ.
  3. წვენი გვერდზე გადადეთ.
  4. ჩენჩო ქვაბში მოათავსეთ, 3 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 10 წუთით ადუღეთ.
  5. მიხაკი და პიტნა დაუმატეთ და კიდევ 5 წუთით ადუღეთ. გაზიდან გადმოდგით და 1 საათით გააგრილეთ.
  6. მორსი გადაწურეთ, გაწურული წვენი და შაქარი დაუმატეთ. ბოლომდე გაგრილება აცადეთ და მაცივარში 2 საათით დააყენეთ.
  7. თქვენ სქელ, გაჯერებულ მორსს მიიღებთ, რომელიც ზაფხულის ცხელ ამინდში წყურვილს მოგიკლავთ.