Connect with us

მოდა და სტილი

მოდის მიმდევრები 2022 წლის განმავლობაში ფერში very peri ივლიან

ინტრიგა გახსნილია! ფერების ინსტიტუტმა Pantone დაასახელა 2022 წლის მთავარი ფერი ტანსაცმელში და არა მხოლოდ. ეს იქნება ლურჯი მოწითალო–იისფერის დამატებით (ლავანდისფერი ელფერი) 17-3938 სახელწოდებით Very Peri.  პირველ რიგში, ფერი კრეატივს და ფანტაზიას უკავშირდება.

სიცოცხლის სიყვარულს, მხიარულ განწყობას და დინამიურ ყოფას წარმოაჩენს, რაც გაბედულ შემოქმედებას და თვითგამოხატვას ხელს უწყობს.

Alltime.ge-ს რედაქცია მოდის მიმდევრებს ფერების პროგნოზს გთავაზობთ. ეს ფერების ინსტიტუტის ვერდიქტია, თუ რომელი ფერი გახდება 2022 წლის მთავარი ფერი. ფერი ტანსაცმელში, მაკიაჟსა და ინტერიერში დამსახურებულ პირველ ადგილს დაიკავებს.

2022 წლის მთავარი ფერი ტანსაცმელში

სიტყვაზე, Pantone  არის მსოფლიო ავტორიტეტი ფერების სფეროში და დიზაინერულ საზოგადოებაში პროფესიონალური ფერების სტანდარტების და ციფრული გადაწყვეტილების მიმწოდებელი. ახალი ლავანდის ელფერი Pantone 17-3938 Very Peri მშვიდი ლურჯის და მღელვარე წითელის კომბინაცია სწრაფად ცვალებადი ცხოვრების სიმბოლოა.

Pantone–ს თანამშრომლებს შთაგონება ლავანდაში არ უპოვიათ და არც ლამაზ იისფერ ჩიტებში. მათი თქმით, წლის ახალი ფერი პანდემიის და მეტასამყაროს გამო გაჩნდა.

უნდა ითქვას, რომ 2022 წლის მთავარი ფერის გამოჩენა არ ნიშნავს, რომ ამ ფერის  შპალერი უნდა გააკრათ და კაბები და ქვედაბოლოები შეიძინოთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, ბევრ მოდის მიმდევარს 2022 წელს ამ ფერში Very Peri გამოწყობილს ვიხილავთ.

Pantone–ს ფერი საზოგადოებას, ტენდენციებს და ცვლილებებს ეხება. მოხარული ვარ, რომ 2022 წლის ფერი დახშული, უფრო ცოცხალია.

მაგალითად, 2021 წელს Pantone-მა წლის ორი მთავარი, კონტრასტული ფერი დაასახელა: „მანათობელი ყვითელი“ – ოპტიმიზმის ფერი და „აბსოლუტური ნაცრისფერი“ – ბუნების გამძლე ელემენტების ფერი, რომელიც დროის გამოცდის გაძლების შესაძლებლობის უნარს ხაზს უსვამს. წელიც ასეთი იყო, კონტრასტული. 2020 წლის მთავარი ფერი „კლასიკური ლურჯი“ იყო, როგორც უსაფრთხოებისა და სიმშვიდისკენ სწრაფვის სიმბოლო.

„უზრუნველი თავდაჯერებულობის და თამამი ცნობისმოყვარეობის წარმოჩენით, ჩვენი შემოქმედებითი სულის გაღვიძებით, სიცოცხლით სავსე და დამაინტრიგებელი Pantone 17-3938 Very Peri გვეხმარება ცვალებადი სამყარო ახალი შესაძლებლობებით მივიღოთ, ახალ ჰორიზონტებს გზა გაუხსნას, როცა ჩვენს ცხოვრებას ვცვლით. ლურჯის დადებითი თვისებების პატივისცემით და თანამედროვე სამყაროს ახალი პერსპექტივის დამატებით Pantone 17-3938 Very Peri მომავალს ახალით კუთხით წარმოადგენს“ – ამბობს ლორი პრესმანი, ფერების ინსტიტუტის Pantone–ს ვიცე პრეზიდენტი.

Pantone–ს ახალი ფერი თავისი თამამი არსებობით საზრიანობას და შემოქმედებით მიდგომას ხელს უწყობს. შემქმნელები მას მომავლის ფრად წარმოაჩენენ, რომელშიც ციფრული და რეალური ცხოვრება ერთმანეთთან დაკავშირებულია. „ამ ფერის სირთულე ჩვენ წინ არსებულ შესაძლებლობებს ხაზს უსვამს“ – ამბობენ ფერების ინსტიტუტის მეცნიერები.

არ ვიცი, როგორ გამოიხატება ეს იდეები ასეთ საინტერესო ფერში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არაკონტრასტულ ქალებს, როგორიც, მაგალითაც, ჩემი და და მეგობარია, გაუჭირდებათ. ალბათ, აქსესუარის სახით.

აი, კონტრასტული ქალებისთვის ნამდვილი საჩუქარია. გარეგნობას შესანიშნავად ჩრდილავს! ინტერიერშიც წარმატებულად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ღრმა რევერანსი Pantone-ს ფერების ინსტიტუტს. პირადად, 2022 წლის მთავარი ფერი ტანსაცმელსა და ინტერიერში Very Peri ძალიან მომწონს! ის რწმენას მატებს, რომ წინ ნათელი მომავალი გველის. წარმომიდგენია, როგორი ლამაზი იქნება ლავანდისფერი ბლუზი და კაბა. ასეთი ფერის დივანზეც უარს არ ვიტყოდი!

როგორ მოგწონთ 2022 წლის მთავარი ფერი? რა ასოციაციებს იწვევს თქვენში?