Connect with us

მოდა და სტილი

ტანსაცმლის 4 ფერი, რომელთაც კოკო შანელი მუდმივ პოპულარობას ჰპირდება

უკვე დიდი ხანია ვარდისფერი გარდერობში მეტნაკლებად აქტუალური ფერი გახდა. მაგალითად, თავის დროზე ის მოდის კანონმდებელმა, კოკო შანელმა სათანადოდ დააფასა. უფრო მეტიც, პოპულარულმა დიზაინერმა შეიყვანა ფერების იმ სიაში, რომელიც მოდიდან არასდროს გადავა. გაინტერესებთ, კიდევ რომელი ფერებია ამ სიაში?

დღეს გიამბობთ იმ 4 ფერზე, რომლებიც საკუთარ პოზიციებს არასდროს დათმობენ. სეზონის მიუხედავად, იქნება ეს შემოდგომა თუ გაზაფხული, ამ ფერის ტანსაცმელი მარტივად შეგიძლიათ ჩაიცვათ და ტრენდული იყოთ. მაცდუნებელია, ასე არაა?

ვარდისფერი ტანსაცმელში

დავიწყოთ, ვარდისფრით. კოკო შანელს ვარდისფერი ჯერ კიდევ 13 წლისას შეუყვარდა, როცა თეატრში მოხვდა სპექტაკლზე „ქალი კამელიებით“. მთავარ როლს თამაშობდა სარა ბერნარი, რომელმაც კოკო შანელი თავისი სილამაზით მოხიბლა.

ნაზი ბინძური ვარდისფერი გოგონას სულში ისე ღრმად მოხვდა, რომ მთელი ცხოვრება მისი საყვარელი ფერი იყო. მოკლედ, როგორც თავად კამელიას ყვავილი. გასაკვირი არაა, რომ სწორედ ეს შეფერილობა დიზაინერის ახალ კოლექციებში ხშირად ჩნდებოდა. უფრო მეტიც, ცნობილ მოდის სახლში აქტუალობას ახლაც არ კარგავს.

შავი ფერი ტანსაცმელში

შავი ფერის ტანსაცმელი უკვე არა ერთი წელია კლასიკად ითვლება, მაგრამ ნამდვილ ელეგანტურობის სიმბოლოდ სწორედ კოკო შანელმა აქცია. მან შავ ფერთან დაკავშირებული სტერეოტიპები დაარღვია. თუ შავი ფერი ადრე ასე თუ ისე გლოვას უკავშირდებოდა, ახლა ვერც ერთი მოდის მიმდევარი მის გარეშე ცხოვრებას ვერ წარმოიდგენს.

სწორედ შანელის დახმარებით მოდის სამყაროში შემოვიდა პატარა, შავი კაბა – აუცილებელი ნივთი ნებისმიერი გოგოს და ქალის გარდერობში. რა თქმა უნდა, შანელის კოლექციებში გრძელი შავი კაბებიც იყო.

შავი და თეთრი ფერი

„შავი ფერი მოიცავს ყველაფერს, თეთრსაც კი. ეს ფერები ერთმანეთს იდეალურად ერწყმის და ერთ მთლიანობას ქმნის. მათი სილამაზე უნიკალურია“ – ამბობდა კოკო შანელი. და წარმოუდგენლად მართალი იყო! დამეთანხმეთ, ეს ორი ფერი აბსოლუტურად ყველას უხდება. მთავარია, საჭირო ტანსაცმელი შეარჩიოთ, რომლის სტილიც მოგიხდებათ.

გარდა ამისა, შავი ფერის ტანსაცმელი ყოველთვის მომგებიანად გამოიყურება, რადგან ადამიანს ვიზუალურად უფრო მოხდენილს ხდის. თეთრ ფერთან სწორი კომბინაციის პირობებში შეგიძლიათ შექმნათ როგორც ყოველდღიური, ასევე გამოსასვლელი ლუქი.

წითელი ფერი ტანსაცმელში

კოკო შანელი წითელ ფერს ცხოვრების და სისხლის ფრად მიიჩნევდა. ეს ფერი ძალიან უყვარდა და მას როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე სამსახურში იყენებდა. შანელის ახალ კოლექციებში ალუბლის და შინდის შეფერილობები დღემდე ლიდერ პოზიციებს იკავებენ. თუმცა წითელი ფერის ტანსაცმელთან ფრთხილად უნდა იყოთ და თქვენი გარეგნობის ტიპის მიხედვით შეარჩიოთ.

მაგალითად, „ქვიშის საათის“ სხეულის ფორმის გოგოებს მოუხდებათ წითელი ფერის ზედა. სტილისტები დიდი ფორმების ქალებს ურჩევენ, რომ ყურადღება უფრო დახშული ფერის წითელს მიაქციონ.

რას იტყვით კოკო შანელის ამ მარადიულ ფერების ნაკრებზე? რამდენად ხშირად იყენებთ შავ, თეთრ, წითელ და ვარდისფერ ფერებს ტანსაცმელში? რაც მთავარია: რომელია თქვენი საყვარელი ფერი?