Connect with us

მოდა და სტილი

რა ფერის ჩანთებია მოდაში ამ ზაფხულს. ვაანალიზებთ ტრენდებს და ვირჩევთ საუკეთესო მოდელებს

თუ გსურთ სტილს მოდური აქსესუარები დაუმატოთ, Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორი ჩანთებია აქტუალური წელს. გთავაზობთ ამ წლის ყველაზე მოდურ ფერებს და სეზონის საუკეთესო მოდელებს.

მწვანე

AMA.Leather – 900 ლარი

ამ ზაფხულის მთავარ ფრად შეგიძლიათ მიიჩნიოთ მწვანე. ვერც ერთმა მოდის ბლოგერმა ამ კეთილშობილ ფერში ჩანთის შეძენის ცდუნებას გვერდი ვერ აუარა. მთავარი პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ სიკაშკაშის მიუხედავად ნებისმიერ ტანსაცმელთან საერთო ენას ადვილად პოულობს. მწვანე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც აქცენტად, ასევე საბაზისო ფრად სხვა კაშკაშა ფერებთან კომბინაციაში. თუ უფრო თავშეკავებულ მოდელებს ეძებთ, მუქი, გაჯერებული გამის ნიმუშებს ყურადღება მიაქციეთ. ხოლო თუ სტილში ფერების დამატება გსურთ, ბალახისფერი მოდელები თქვენი ვარიანტია.

თეთრი

COINS – 660 ლარი

ამ ზაფხულის საუკეთესო საბაზისო ჩანთის ფერი თეთრია. ყურადღება მიაქციეთ მოდელებს სტრუქტურით: მარცვლოვანი ან ნიანგის ტყავის მსგავსი მოდელები. ასეთი ეფექტით მარტივი ფერის კომპენსირებას შეძლებთ და აქსესუარს უფრო საინტერესოს გახდით.

ღია ვარდისფერი

Volchek.design – 700 ლარი

ღია ვარდისფერი ჩანთა თქვენს სტილს სიკეკლუცეს შემატებს. მცირე ზომის მოდელები მსუბუქი ნაჭრის და თავისუფალი სტილის კომბინაციაში უფრო ჰარმონიული გამოჩნდება. კაშკაშა ფერი თამამად შეგიძლიათ შეუხამოთ უჩვეულო ტექსტურებს. მაგალითად, ქვეწარმავლის ტყავს, რაც ლუქს კიდევ უფრო გაბედულს გახდის.

ლავანდისფერი

Aprell Shop – 220 ლარი

თუ ზაფხულში მეტი სინაზე გჭირდებათ, ყურადღება მშვიდ, ლავანდისფერ ჩანთას მიანიჭეთ. აქსესუარი სტილს ჰარმონიულად რომ მოერგოს, აქცენტი ლაკონურობაზე გააკეთეთ. რაც უფრო ნაკლები დეტალი ექნება, მით უფრო ეფექტურად გამოჩნდება აქსესუარი.

ღია ყვითელი

Askent – 500 ლარი

ნაზი, ღია ყვითელი ფერის ჩანთა თქვენი სტილის დელიკატური აქცენტი გახდება. ასეთი ელფერი როგორც კაშკაშა, ასევე თავშეკავებულ სტილში შეგიძლიათ გამოიყენოთ. გირჩევთ, ყვითელი ფორმის ჩანთის შემთხვევაში ლაკონური დიზაინი შეარჩიოთ. თუ რაღაც უჩვეულო გსურთ, სტრუქტურულ ტყავზე ყურადღება გაამახვილეთ.

ღია ცისფერი

Fetiche – 1300 ლარი

ასეთი ფერი უხდება უხეში ფორმის ჩანთებს, გლუვი ზედაპირით. ფერი მოდელის კუთხეებს შესანიშნავად ხაზს უსვამს და სტილს თამამ ნოტებს მატებს. სიკაშკაშის მიუხედავად აქსესუარი კლასიკურ და მკაცრ სტილებთან ჰარმონიულად გამოიყურება. გარდა ამისა, ასეთი ჩანთა თქვენს საოფისე ლუქებსაც მოუხდება.

ლაიმისფერი

Aprell Shop – 340 ლარი

წვნიანი, ლაიმისფერი ჩანთა თქვენი სტილის ნათელი აქცენტი გახდება. ვაბანკზე თამამად წადით და აირჩიეთ მოდელები, რომლებშიც თამამი ფერი და უჩვეულო ფორმა გაერთიანებულია. მაგალითად, ნახევარმთვარის ფორმა მარცვლოვანი ტყავით. ეჭვი არ შეგეპაროთ, ასეთი აქსესუარით შეუმჩნეველი არ დარჩებით.

ნარინჯისფერი

Christina Urusova – 520 ლარი

ნარინჯისფერი ჩანთა განწყობას აგიმაღლებთ და სტილს გაახალისებს. თუ კაშკაშა მოდელებს ჯერ ვერ შეეგუეთ, მაგრამ ცდა გსურთ, ტრენდი თანდათან აითვისეთ. ბრჭყვიალა აქსესუარი ნეიტრალური ფერის ტანსაცმელს შეუხამეთ. აქცენტი კაშკაშა ფერებზე გააკეთეთ – ასეთი ჩანთა მონოქრომულ თეთრ და კრემისფერ ნაკრებში იდეალურად გამოიყურება.