Connect with us

ჯანმრთელობა

მოამზადეთ ხახვის სიროფი მარტივად. ის ხველისგან მყისიერად გაგათავისუფლებთ და სუნთქვას გაგიმარტივებთ

გაზაფხულდა და, სითბოსთან ერთად, დადგა გაციებისა და გრიპების სეზონიც. ამ დროს მატყუარა ამინდია, ჩაცმის დროს არ ვიცით, ცივი ქარი გველოდება თუ ნაზი, თბილი მზე, ამიტომ, ადამიანებს ხშირად აწუხებთ რესპირატორული დაავადებები.

რესპირატორულ დაავადებებს ისეთი უსიამოვნო სიმპტომები ახლავს თან, როგორებიცაა:

  • ციებ-ცხელება;
  • ყელის ტკივილი;
  • ცხვირის შეგუბება;
  • სურდო, დიდი რაოდენობით სისველისა და ლორწოს გაჩენა;
  • ხველა, რომელიც სასუნთქი გზების გაწმენდას ცდილობს..

ეს ყველაფერი გვაღიზიანებს და ხელს გვიშლის ნორმალურ ცხოვრებაში, ამიტომ ვცდილობთ, ამ პრობლემებისგან ნებისმიერი გზით გავთავისუფლდეთ.

ჩვენ გთავაზობთ რეცეპტს პრეპარატისა, რომელიც ნებისმიერ რესპირატორულ დაავადებას მოერევა. ეს ბუნებრივი საშუალება განკურნავს ქრონიკულ ხველას, ბრონქიტს და შეამსუბუქებს ასთმურ შეტევას.

ინგრედიენტები

  • 100 გ ხახვი
  • 100 გ შაქარი
  • 1/2 ლიმონი
  • 1 ლ წყალი
  • 1 ს.კ. თაფლი

მომზადება და გამოყენება

  1. მოათავსეთ შაქარი მეტალის თასში, დადეთ ცეცხლზე და შეწვით ოქროსფრამდე.
  2. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოურიეთ და 1 წუთში დაასხით წყალი.
  3. ხარშეთ სიროფი, სანამ წყალი სამჯერ არ შემცირდება.
  4. გააგრილეთ მასა, დაუმატეთ ლიმონის წვენი და თაფლი. კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  5. გააჩერეთ სიროფი რამდენიმე საათით, გაწურეთ და მოათავსეთ შუშის ქილაში.
  6. მიიღეთ სიროფი დღეში 3-4ჯერ, 1 ჩ.კ. ოდენობით, ჭამამდე.

P.S. ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!