Connect with us

საკითხავი

მოაზროვნე ადამიანის ჩვევები, რომ ჭკვიანი თვალები ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ

ჩვევები ადამიანზე იმდენად დიდ გავლენას ახდენს, რომ ზოგჯერ ცხოვრებას ძირეულად ცვლის. უფრო მეტიც, რამდენიმე უჩვეულო საქმიანობა არა მხოლოდ უკეთ გაგხდით, არამედ თქვენს ტვინს გაახალგაზრდავებს. დამეთანხმეთ, მხოლოდ გარეგნულ სილამაზეს და ახალგაზრდობას ხომ არ დავედევნებით. ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოსაც ვარჯიში და მოვლა სჭირდება!

დღეს თქვენთვის საგანმანათლებლო მასალა მოვამზადეთ. გიამბობთ, თუ რა არის ცნობიერების პრაქტიკა და გაგიზიარებთ 9 ჩვევას, რომელთა დახმარებით თქვენი პროდუქტიულობა გაიზრდება.

ჩვევების გავლენა ადამიანზე

ადამიანის ტვინი განსაკუთრებულ ფუნქციას ფლობს – ნეიროპლასტიურობა. ამის წყალობით შეგიძლიათ ისევე ავარჯიშოთ, როგორც სხეულის კუნთები. ცნობიერების პრაქტიკა სწორედ ამას გულისხმობს. ეს ყურადღების მიმართვის, გაცნობიერებულად მისი მართვის უნარია.

ცნობიერების პრაქტიკა დაგეხმარებათ დაინახოთ რეალობა ისეთი, როგორიც არის. ამასთან, ადამიანი ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებას, მასში აქ და ახლა ყოფნას სწავლობს. თავისი არსით ეს თითოეულ ჩვენგანს უფრო გონიერს გვხდის.

როგორ გავაახალგაზრდავოთ ტვინი

რაც უფრო გონივრული ხდება ადამიანი, მით უფრო იშორებს ყველაფერს ზედმეტს. ტვინი მხოლოდ მნიშვნელოვანზე კონცენტრირდება, ხოლო ყველა უარყოფითი მომენტი უკან იხევს. რა ჩვევები უნდა შეიძინოთ ამის მისაღწევად?

1. დღევანდელი დღით იცხოვრე. დიახ, ბანალურია, მაგრამ მუშაობს! თქვენს საუკეთესო დღეს ხომ აქ და ახლა გადიხართ. წარსული შეცდომების გამო თავს ნუ დაიტანჯავთ და არ იფიქროთ, რომ მომავალი უკეთესი იქნება. წარმატების ასეთი ფორმულა არ არსებობს.

საკუთარ თავს განმარტოების და დაფიქრების საშუალება მიეცით. ამისთვის დღეში 5 წუთი საკმარისი იქნება. განმარტოვდით და დასაკვირვებლად ობიექტი აირჩიეთ. მასზე კონცენტრირება მოახდინეთ და თავიდან ყველაფერი ზედმეტი მოიშორეთ. ამას ცნობიერების მედიტაცია ეწოდება. ასე ყურადღების კონცენტრირებას გააუმჯობესებთ.

2. მეტყველებას და ფიქრებს ყურადღება მიაქციეთ. შინაგანი ბალანსის მისაღწევად ნეგატიური ემოციები მოიშორეთ. როგორც წესი, ისინი თქვენი შინაგანი ხმის გავლენის ქვეშ არიან. სპეციალისტები პროაქტიურ  და რეაქციულ მეტყველებას გამოყოფენ. პირველი თავდაჯერებულს გხდით: „შემიძლია“, „გავაკეთებ“. მეორე, პირიქით: „თუ კი“, „უნდა გამეკეთებინა“.

3. ნეგატივი მოიშორეთ. ეს ეხება აბსოლუტურად ყველაფერს: ნივთებს, საქმიანობას, ხალხს. თქვენ ვერ შეძლებთ მუდმივად იმასთან შეგუებას, რაც გაღიზიანებთ ან გაწუხებთ. ეს რეალური ცხოვრებიდან გადართვას ხელს უწყობს.

4. სხვებთან საკუთარი თავის შედარება შეწყვიტეთ. წარმატებას ვერ მიაღწევთ, თუ ნაცნობების ან მეგობრების მიღწევებს გადახედავთ. თქვენს გრძნობებსა და შეგრძნებებზე ორიენტაცია გააკეთეთ. გახსოვდეთ, რომ სხვებისგან აღიარებას ყოველთვის ვერ მოიპოვებთ. უფრო მნიშვნელოვანია საყვარელ საქმეს აკეთებდეთ.

5. ემოციები აკონტროლეთ. დამეთანხმეთ, ვბრაზდებით არა თავად სიტუაციის, არამედ მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამო. სხვებზე ან საკუთარ თავზე გაბრაზებით, ძვირფას რესურსს ხარჯავთ. თქვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები უფრო განცალკევებულად გაანალიზეთ. თქვენ დაინახავთ: ბევრი პრობლემა თავის მნიშვნელობას დაკარგავს.

სასარგებლო ჩვევები

6. დილის რიტუალი მოიფიქრეთ. თავად გამოვცადე, თუ რამდენად კარგია საკუთარ თავთან განმარტოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლში სხვებს სძინავთ და ხელს არავინ გიშლით. მაგალითად, მე დილით გაწელვების და საუზმის მომზადება მიყვარს. თქვენ შეგიძლიათ მედიტაციით და საყვარელი წიგნის კითხვით დაკავდეთ. მთავარია – არ იჩქაროთ.

7. უარის თქმა ისწავლეთ. „არას“ თქმის უუნარობა თანამედროვეობის ზიანია. ხალხი რას არ აკეთებს, რომ ვინმეს ასიამოვნოს და არ აწყენინოს. თუ რთული გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, მარტივი ხრიკი ისწავლეთ. ფურცელზე ყველა დადებითი და უარყოფითი მომენტები ჩამოწერეთ. ასე მომავალი შედეგების ვიზუალიზაციას შეძლებთ.

8. განვითარება არ შეწყვიტოთ. რომელ საქმიანობის სფეროშიც არ უნდა იყოთ, უნარების გაუმჯობესება ყოველდღე შეგიძლიათ. თითოეული თავის ტემპში მუშაობს. სწორედ ამიტომ, დიდი მიზნები დაისახეთ. თანდათან საკუთარ თავზე იმუშავეთ, რომ თავი კომფორტულად და მყუდროდ იგრძნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია საყვარელი საქმიდან სიამოვნების მიღება და არა იძულება.

9. დღიური იქონიეთ. ზრდასრულ ადამიანებს ჰგონიათ, რომ დღიური მხოლოდ ბავშვებს და მოზარდებს უნდა ჰქონდეთ. ეს ძირეულად არასწორია. თქვენი ფიქრები ქაღალდზე ჩაიწერეთ, ასე არასასურველ ემოციებს და განცდებს მოიშორებთ, რომლებიც თქვენში გროვდება. გარდა ამისა, შეგიძლიათ თქვენი მიზნები, მიღწევები და ოცნებები ჩაიწეროთ. წერილობითი ვიზუალიზაცია – მოქმედებისთვის კიდევ ერთი მოტივაციაა.

დღევანდელი სტატია ნეირომეცნიერის ბრაიან პენის ცხოვრებისეული გამოცდილების ასახვაა. თავის დროზე ცნობიერების პრაქტიკა და ახალი ჩვევები დამღუპველი დამოკიდებულების დაძლევაში დაეხმარა. მან ახალი ცხოვრება იპოვა და ახლა სხვებს ასწავლის. გირჩევთ მისი სტატიები წაიკითხოთ. დარწმუნებული ვართ, რომ ბევრ ახალ რამეს აღმოაჩენთ!

როგორ ფიქრობთ, ჩვევები ადამიანზე წარმოუდგენლად ძლიერ გავლენას ახდენს? შესაძლოა, კონკრეტული მაგალითი გაქვთ, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა. თემა ნამდვილად საინტერესოა, ამიტომ თქვენს კომენტარებს მოუთმენლად ველოდები!