Connect with us

ჯანმრთელობა

მიირთვით წიწიბურას ფქვილის ფაფა და მიხვდებით, რომ თავი ესე კარგად არასდროს გიგრძვნიათ

წიწიბურას ფქვილის უნივერსალურობა და სარგებელი ყველა დიასახლისმა იცის. მისგან დამზადებული საკვები ძალიან ნოყიერი, გემრიელი და სასარგებლო გამოდის. მაგრამ, წიწიბურა მხოლოდ ამის გამო არ არის სახელგანთქმული.

წიწიბურას ფქვილი ბევრ სასარგებლო ვიტამინებს შეიცავს – E, C, PP და B ვიტამინის სრულ ჯგუფს. ასევე შეიცავს მინერალებს: იოდი, კალცი, კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, თუთია და ფტორი.
ფქვილის შემადგელობაში შეუცვლელი ამინომჟავების თითქმის სრული კომპლექსი შედის, მათ შორის არის არგინინი, ტრიპტოფანი, ტიროზინი და ბევრი სხვა. 100 გრამ პროდუქტში – 13 გრამი ცილა და 70,5 გრამი რთული ნახშირწყლებია. ამასთანავე, მისი კალორიულობა საკმაოდ დაბალია – 335 კალორია.

წიწიბურას ფქვილის მომზადების პროცესი საკმაოდ იოლია, მოხალული წიწიბურა უნდა დაფქვათ ნებისმიერი შესაძლო მეთოდით – ბლენდერით, ყავის საფქვავით ან სამზარეულოს კომბაინით. ასეთი ფქვილი უფრო სასარგებლოა ვიდრე შეძენილი.

მომზადებული პროდუქტი მჭიდროდ თავდახურულ შუშის ქილაში შეინახოთ, ასე მას ჩრჩილი და ობი არ გაუჩნდება. აჯობებს თუ მას მაცივარში შეინახავთ. ასეთ პირობებში ფქვილი 7 თვე შეინახება.

წიწიბურას ფაფა არა მხოლოდ საკვების ინგრედიენტია, არამედ შეუცვლელი დამხმარეა ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის. მას იყენებენ შემდეგ შემთხვევებში:

1. ნაღვლის გათხელებისთვის

იმისთვის, რომ ღვიძლი და ნაღვლის სადინარები გაასუფთაოთ , 200 მილიგრამ კეფირს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი წიწიბურას ფქვილი, შედგით მაცივარში და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. შეჭამეთ ნარევი საუზმეზე. ამ პროცედურის გამეორება კვირაში მაქსიმუმ ორჯერ შეიძლება.

2. ათეროსკლეროზის დროს

ამ შემთხვევაში წიწიბურას ფქვილისგან კისელი უნდა მოამზადოთ: 200 გრამ თბილ წყალში გააზავეთ 3 სუფრის კოვზი ფქვილი, კარგად გააზავეთ და მიღებული მასა, ნელა შეურიეთ 1 ლიტრ მდუღარე წყალს.

ადუღეთ კისელი 8-10 წუთის განმავლობაში, დუღილის დროს მუდმივად ურიეთ. მზა სასმელი გაწურეთ და ყოველ დღე 100-150 გრამის ოდენობით დალიეთ. გემოს გაუმჯობესებისთვის შესაძლებელია ცოტაოდენი თაფლისა და თხილის დამატება.

3. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას

200 გრამი წიწიბურას ფქვილით, 200 გრამი დაქუცმაცებული კაკლით და 150 მილიგრამი თაფლით მოამზადეთ ნაზავი. კვირაში ერთი დღე ამ ნაზავის გარდა ნურაფერს მიიღებთ. მიაყოლეთ წყალი და ჩაი ნებისმიერი ოდენობით. შეინახეთ მაცივარში, შუშის ქილით.

4. შეშუპებისა და ფეხის კრუნჩხვების დროს

ამისთვის საკმარისია, დილით 1 სუფრის კოვზი წიწიბურას ფქვილი მიიღოთ და წყალი მიაყოლოთ.

5. შაქრიანი დიაბეტის დროს

იმისთვის, რომ შაქარი ნორმაში შეინარჩუნოთ, საუზმეზე და სადილამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ 200 მილიგრამ კეფირში გაზავებული წიწიბურას ფქვილი. მიიღეთ საშუალება 3 თვის მანძილზე.

6. ანემიის დროს

წიწიბურა მოხალეთ ტაფაზე, შემდეგ კი დაფქვით. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 5-ჯერ, მიაყოლეთ თბილი რძე.

არ დაგავიწყდეთ, რომ ხალხური მეთოდებით პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის აუცილებელია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.