Connect with us

ჯანმრთელობა

მიირთვით ისინი უფრო ხშირად და იცხოვრეთ ინფარქტის რისკის გარეშე. პროდუქტები, რომლებიც არტერიებს ბოლომდე წმენდს

სისხლძარღვების ჩახერგვა და მუდმივი სტრესი გულის შეტევის ყველაზე ხშირი პროვოკატორებია.

სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები მრავალი მიზეზით ჩნდება, მათ შორის, არასწორი კვების შედეგადაც. ჯანმრთელობას, როგორც ღირსებას, მუდმივად უნდა გავუფრთხილდეთ და მივირთვათ მხოლოდ სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტები, რომელთა სიასაც ახლა გაგაცნობთ.

რა უნდა მივირთვათ:

  1. თევზი ორაგულის ოჯახიდან – შესანიშნავად წმენდს არტერიებს, გვეხმარება სტრესული სიტუაციების გადატანაში, უზრუნველყოფს ორგანიზმს საკვები ნივთიერებებით.
  2. ფორთოხლის წვენი – საუბარია მხოლოდ ნატურალურ პროდუქტზე, რომელიც შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც შეუძლია ჩახერგილი სისხლძარღვების გაწმენდა და არტერიული წნევის შემცირება.
  3. ყავა – კლინიკურად დამტკიცებულია, რომ დღეში 2-5 ფინჯანი არომატული სასმელი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
  4. თხილი – სასარგებლო ცხიმების ნამდვილი საუნჯე, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს. განსაკუთრებით სასარგებლოა ნუში და ბერძნული კაკალი.
  5. ხურმა – შეიცავს დიდი რაოდენობით სტერინებს და, შესაბამისად, ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
  6. კურკუმა – აქვს ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი, აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას, კანს ახალგაზრდობას უბრუნებს.
  7. მწვანე ჩაი – აწარმოებს მეტაბოლისტურ პროცესებს, ამშვიდებს, აძლევს ორგანიზმს ენერგიას სწორად ფუნქციონირებისთვის.
  8. საზამთრო – აზოტის ოქსიდი, რომელსაც ეს გასაოცარი კენკრა შეიცავს, აახალგაზრდავებს სისხლძარღვებს და აქვს განმაახლებელი მოქმედება.
  9. ყველი – მეცნირები აცხადებენ, რომ რეგულარული, თუმცა ზომიერი მოხმარება ამ პროდუქტისა ამცირებს არტერიულ წნევას,
  10. ზღვის კომბოსტო – შეიცავს უდიდესი რაოდენობით ვიტამინებს, მინერალებს, ცილებსა და ანტიოქსიდანტებს.
  11. ძახველი – გული უკეთ იმუშავებს, თუ დღეში 1-2 ჭიქა ძახველის მორსს მიირთმევთ. ქოლესტერინის დონეც 40%-ით დაიწევს.
  12. დარიჩინი – დადებითად მოქმედებს გულის ფუნქციონირებაზე და თქვენს კერძს სასიამოვნო არომატს უმატებს.
  13. ბროწეული – აუცილებლად მიირთვით როგორც დაუმუშავებელ, ისე წვენის სახითაც. იგი აძლიერებს სისხლის ცირკულაციასა და გულის კუნთის მუშაობას.
  14. ისპანახი – შეიცავს კალიუმს, ფოლიუმის მჟავასა და რკინას, რომელთა მოხმარებასაც მინიმუმამდე დაჰყავს გულის შეტევების რისკი.
  15. ზეითუნის ზეთი – საკმარისია სტატისტიკური მონაცემების მოყვანაც: გულის დაავადებების რისკი 40%-ით მცირდება მისი მოხმარებით.
  16. ბროკოლი – კალიუმის შემცველობის წყალობით, ბოსტნეული არეგულირებს წნევასა და ქოლესტერინის დონეს.
  17. ავოკადო – სასარგებლო და გემრიელი ხილი, რომელიც დადებითად მოქმედებს გულზე და ანაყრებს შიმშილის გრძნობას.
  18. სატაცური – ნამდვილ და ძლევამოსილ “ძველ ბერძენ ღმერთს” ქოლესტერინთან მომენტალურად გამკლავება შეუძლია.

ჩართეთ რაციონში ეს პროდუქტი და იცხოვრეთ მაქიმალურად დიდხანს და ჯანმრთელად!