Connect with us

ჯანმრთელობა

მეცნიერები მოგვიწოდებენ შავის ნაცვლად მწვანე ჩაი მივირთვათ. აი რატომ…

ჩინელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ჩაის მოყვარულები ძალიან იშვიათად ავადმყოფობენ ათეროსკლეროზით, ინსულტით და გულის უკმარისობით, ისინი  უფრო დიდხანს ცოცხლობენ მათთან შედარებით ვინც ჩაის საერთოდ არ სვამს. აღმოჩენილი კორელაცია მამაკაცებზე უფრო მეტად მოქმედებს ვიდრე ქალებზე და ის მწვანე ჩაის მოყვარულებს ეხებათ!

პეკინის გაერთიანებული სამედიცინო კოლეჯის მკვლევართა ჯგუფმა – დუნფენ გუს ხელმძღვანელობით კიდევ ერთი მცდელობა განახორციელა იმაში გასარკვევად თუ როგორ მოქმედებს ჩაი ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამისთვის მეცნიერებმა 16-74 წლის – 100 902 ჩინელი აარჩიეს, რომლებიც ადრე გულის ან ონკოლოგიური დაავადებებით არ ყოფილან დაავადებულნი და 7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ ჯანმრთელობას. გამოკითვის მეშვეობით აფასებდნენ მიღებული ჩაის რაოდენობას, მის მომზადების ტიპსა და დაყენების სიმაგრეს.

კვლევის მონაწილეები ორ ჯგუფად გაყვეს: ისინი ვინც ჩაის იშვიათად სვამს (კვირაში 3 ჭიქამდე) ან არასდროს სვამს და ჩაის მოყვარულები (3 და მეტი ჭიქის მოხმარება კვირის მანძილზე).

მეორე ჯგუფში შერჩეულთა 31.6% აღმოჩნდა, უმეტესად მწეველი მამაკაცები იყვნენ რომლებიც ალკოჰოლსაც მოიხმარდნენ. მათ შორის თითქმის ნახევარი მწვანე ჩაის მოყვარული იყო, 8% შავ ჩაის სვამდა ხოლო 43% კი არომატიზირებულ ჩაის.

გულ-სისხლძარღვთა დაავადების გაჩენის რისკის შეფასებისას, მკვლევარებმა სქესი, ასაკი, საცხოვრებელი რეგიონი, ცხოვრების ადგილი (ქალაქი თუ სოფელი), განათლების დონე, ოჯახის დაავადებათა ისტორია, მწეველობა, ალკოჰოლის მოხმარება, ფიზიკური აქტივობა, კვების ტიპი, სხეულის მასის ინდექსი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა გაითვალისწინეს.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, იმ ადამიანებისთვის რომლებიც ჩაის რეგულარულად სვამდნენ – ათეროსკლეროზის, ინსულტისა და იშემიური დაავადებების განვითარების რისკი 20%-ით დაბალი იყო ვიდრე მათთვის ვინც ჩაის იშვიათად ან საერთოდ არ სვამდა.

ჩაის მოყვარულთათვის სიკვდილის რისკიც 14%-ით დაბალი იყო, ხოლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მათ უფრო გვიან უვითარდებოდათ, მაგალითად: ათეროსკლეროზი – 1.41 წლით გვიან. ამის ხარჯზე სიცოცხლის ხანგრძლივობა 50 წლის ასაკში 1.26 წლით გაიზარდა.

კვლევაში მონაწილე ადამიანების ქვეჯგუფებად დაყოფით, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჩაის ზემოქმედება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. მაგალითად, კორელაცია უფრო ძლიერი მამაკაცებში აღმოჩნდა, ხოლო ქალებში მხოლოდ ათეროსკლეროზისა და იშემიური დაავადებების რისკი მცირდება და არა ინსულტის ან სიკვდილის. თუმცა შეიძლება ამის მიზეზი ის იყოს, რომ ამ ხალხში ჩაის მოყვარული უფრო მეტი მამაკაცი იყო ვიდრე ქალი.

ასევე აღმოჩნდა, რომ სიკვდილის რისკი მხოლოდ მათთვის მცირდება ვინც ბევრ ჩაის – მუდმივად სვამს, მინიმუმ 8 წლის განმავლობაში. ხოლო მათთვის ვინც მის სმას დაკვირვების პერიოდში თავს ანებებდა და მერე თავიდან იწყებდა – არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნებოდა.

როგორც იქნა, ავტორებმა შენიშნეს, რომ ეფექტი მხოლოდ მწვანე ჩაის მოყვარულებში ქონდათ და არა შავის. თუმცა შეიძლება დასაკვირვებელ სუბიექტთა შორის ძალიან ცოტა შავი ჩაის მოყვარული იყო და სხვა შემთხვევაში კვლევა სხვა შედეგებს მოგვცემდა. გუ აკეთებს დაშვებას, რომ მწვანე ჩაი უფრო სასიკეთო გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე თავისი ანტიოქსიდანტური თვისებით.