Connect with us

საკითხავი

მან ბავშვებისთვის 5 კვერცხი მოიპარა. დაკავების ნაცვლად, პოლიციელი ნამდვილი გმირივით მოიქცა

სიღარიბე ადამიანს ხშირად სასოწარკვეთილი ქმედებისკენ უბიძგებს. სწორედ ამიტომ, როცა ქალი არჩევანის წინაშე დადგა – მოეპარა თუ ბავშვები ეშიმშილა, მან უყოყმანოდ პირველი აირჩია. ქალმა მხოლოდ 5 კვერცხი აიღო, მაგრამ იქვე დაიჭირეს.

როცა პოლიციელი, უილიამ სტეისი დანაშაულის ადგილზე მივიდა და ამ ქალის ისტორია მოისმინა, მას ქალი შეეცოდა და დასჯის ნაცვლად დახმარება გადაწყვიტა.

მისის ჯონსონი 1-დან 3 წლამდე ორ ქალიშვილს, ძმისშვილს და ორ შვილიშვილს თვეში მხოლოდ 120 დოლარად ზრდის. თუმცა გასულ კვირას ის გაქურდეს და ოჯახი შიმშილის ზღვარზე იმყოფებოდა. შაბათს მათ უკვე ორი დღეა არაფერი ეჭამათ, ამიტომ ჯონსონი ადგილობრივ სუპერმარკეტში კვერცხის საყიდლად წავიდა, ჯიბეში კი მხოლოდ 1,25 დოლარი ჰქონდა.

სამწუხაროდ, მან 50 ცენტად კვერცხის ყიდვა ვერ შეძლო და 5 კვერცხი ჯიბეში ჩაიდო. უფრო მეტიც, ისინი იმწამსვე გატყდა. „მე არც თუ ისე კარგი ქურდი ვარ“ – თქვა მისის ჯონსონმა.

მაღაზიის თანამშრომლებმა ჯონსონი შეაჩერეს, როცა დაინახეს, რომ მისი ჯიბიდან კვერცხი წვეთავდა. უბედურმა ქალმა იქვე აღიარა, რომ ოჯახის გამოსაკვებად მოიპარა. სუპერმარკეტის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ როცა ოფიცერი უილიამი მოვიდა და მისი ისტორია მოისმინა, გადაწყვიტა, ჯონსონი არ დაეკავებინა.

მათ ერთად გადაწყვიტეს, რომ მისის ჯონსონის წინააღმდეგ ბრალდება არ წაეყენებინათ და ქალი სახლში გაუშვეს. მოგვიანებით, როცა ოფიცერმა მას სახლში მოაკითხა, ჯონსონმა იფიქრა, რომ მის დასაკავებლად მოვიდა და მწარედ ატირდა.

ოფიცერს მხოლოდ ის სურდა, რომ მისი ნათქვამის სიმართლეში დარწმუნებული ყოფილიყო. როცა დაინახა, თუ რა სიღარიბეში ცხოვრობს ოჯახი, მიხვდა, რომ ჯონსონი არ იტყუებოდა და ქალი ნამდვილად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იყო.

პოლიციელმა მას ყუთით კვერცხი მოუტანა და როცა ჯონსნომა ჰკითხა, თუ როგორ გადაეხადა, მან უბრალოდ სთხოვა, რომ მაღაზიაში აღარ ექურდა. წასვლამდე ოფიცერი ქალს ჩაეხუტა და ეს მომენტი რობერტ ტრიპომის მობილურ ტელეფონში აღიბეჭდა, რომელმაც სურათი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ჰეშთეგით „feelgoodstoryoftheday”.

მეორე დღეს უილიამი და მისი რამდენიმე თანამშრომლელი ქალის სახლში ორი ყუთი საკვებით მოვიდნენ. „ბოლოს ამდენი საკვები მხოლოდ 12 წლის ასაკში ვნახე და მე ბებიასთან დავრჩი, მთელი დღე ვტიროდი“ – ამბობს მისის ჯონსონი.

მოგვიანებით, ოფიცრებმა გადაწყვიტეს პირველი სახალხო ფედერალური საკრედიტო კავშირი შეექმნათ, რომ მისი ჯონსონს მიეღო შემოწირულობა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში მისი ისტორიის გამოქვეყნის შემდეგ მოდიოდა.

პოლიციის უფროსმა უილიამსმა განაცხადა, რომ მას შეერთებული შტატების და მსოფლიოს ყველა კუთხიდან მადლიერებით ურეკავდნენ და ქალბატონი ჯონსონისთვის ფულის, საკვების და ტანსაცმლის გამოგზავნის სურვილს გამოხატავდნენ.

„ეს ქალი არ იშიმშილებს“ – თქვა პოლიციის უფროსმა.

თქვენ რას ფიქრობთ ამ ისტორიის შესახებ? თუ სტატია თქვენთვის საინტერესო იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
1 Comment

1 Comment

  1. მადლიანი პოლიციელები,ღმერთმა უშველოთ!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.