Connect with us

ჰოროსკოპი

ანგელოზის საათები 2020 წლის მარტში

ანგელოზის საათები განსაკუთრებული დროა, როცა ყველას შეუძლია თავის მფარველზე ილოცოს და მას დახმარება სთხოვოს. გულწრფელი თხოვნა ნებისმიერი სირთულის გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ზამთარი დასრულდა და ახალი პროექტების დრო მოვიდა. 2020 წლის მარტში ექსპერტები გირჩევთ, რომ ყოველდღე თქვენს მფარველ ანგელოზს მიმართოთ, რომ მუდამ მათი მფარველობის ქვეშ იყოთ და ბედნიერი ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდეთ.

1 მარტი: გაზაფხულის პირველ დღეს ანგელოზს ახალი საქმის წამოსაწყებად ძალა სთხოვეთ. კვირა დღეს 07:25 – 08:15 პერიოდში ილოცეთ.

2 მარტი: მარხვის დაწყებას ყოველთვის ლოცვები თან ახლავს და ამ დღეს ანგელოზს მფარველობას სთხოვენ, რომ სწორი გზიდან არ გადაუხვიოთ და ცდუნებებს არ აჰყვეთ. ლოცვა 06:12 – 06:55 პერიოდში წარმოთქვით.

3 მარტი: ამ სამშაბათ დღეს მფარველს 07:00-დან 07:45 საათამდე დაუკავშირდით, რომ მხარდაჭერა მიიღოთ და ეჭვები მოიშოროთ.

4 მარტი: ამ დღეს მფარველობის ლოცვა უნდა წაიკითხოთ. მფარველ ანგელოზს 08:15 – 08:55 პერიოდში ნებისმიერი ავი თვალისგან დაცვას სთხოვენ.

5 მარტი: ხუთშაბათს ანგელოზზე 08:25 – 09:15 პერიოდში ლოცულობენ, რომ ეჭვები და გაუბედაობა მოიშორონ.

6 მარტი: ამ დღეს 09:00-დან 09:45 საათამდე წაიკითხეთ ლოცვები, რომელიც მარტოობას მოგაშორებთ.

7 მარტი: შაბათ დღეს ანგელოზს სირთულეების გადალახვაში დახმარებას სთხოვენ. 08:35 – 09:33 პერიოდში ნიშანს სთხოვენ იმის გასაგებად, თუ ბედნიერების მისაღწევად რომელი მიმართულებით წავიდნენ.

8 მარტი: სადღესასწაულო დღეს ანგელოზს 09:45 – 10:35 პერიოდში მიმართავენ და ახლობლების პრობლემისა და ბოროტებისგან დაცვას სთხოვენ.

9 მარტი: ორშაბათს მფარველ ანგელოზს 08:30 – 09:15 პერიოდში საქმეში დახმარებას სთხოვენ, რომ დასახულ გეგმებს მალე გაუმკლავდნენ.

10 მარტი: თავის ტკივილის მოშორებასა და დაავადებების თავიდან აცილებაში გულწრფელი ლოცვა დაგეხმარებათ, რომელიც 09:45 – 10:32 პერიოდში უნდა წაიკითხოთ.

11 მარტი: ავი ხალხისა და მოშურნეებისგან თავდასაცავად ანგელოზს 09:12 – 09:53 პერიოდში მიმართეთ.

12 მარტი: ცხოვრებაში მატერიალური კეთილდღეობის და ფინანსური დანაკარგის თავიდან აცილებაში ანგელოზი დაგეხმარებათ. მფარველ ანგელოზზე 07:33 – 08:16 პერიოდში ილოცეთ.

13 მარტი: ავი თვალი და წყევლა ვერაფერს დაგაკლებთ, თუ ანგელოზს დახმარებას სთხოვთ. მას 09:13 – 09:45 პერიოდში დახმარება სთხოვეთ.

14 მარტი: ანგელოზი ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ და ამ დღეს 09:42 – 10:35 პერიოდში მფარველ ანგელოზს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეთ.

15 მარტი: მფარველი ანგელოზი დაგეხმარებათ ემოციურ ცვლილებებთან გამკლავებაში და ხაფანგიდან თავის დაძვრენაში, რომელიც საკუთარი დაუდევრობით შექმენით. მასზე 07:40-დან 08:20 საათამდე ილოცეთ.

16 მარტი: ლოცვები, რომელსაც 09:16 – 09:57 საათზე წაიკითხავთ უსიამოვნებებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

17 მარტი: ამ დღეს 10:25 – 11:15 პერიოდში მფარველ ანგელოზისადმი გულწრფელი მიმართვა სანუკვარი ოცნების ასრულებაში დაგეხმარებათ.

18 მარტი: მფარველი ანგელოზი სწავლების დროს და გამოცდების წარმატებით ჩაბარების დაგეხმარებათ. მას 07:18-დან 08:02 საათამდე მიმართეთ.

19 მარტი: მანიპულატორისგან დაცვაში და პროვოკაციის თავიდან აცილებაში 10:14 – 10:56 პერიოდში წარმოთქმული ლოცვა დაგეხმარებათ.

20 მარტი: 06:15-დან 07:00 საათამდე მფარველ ანგელოზს დაუდევარი საქციელისთვის პატიებას თხოვენ. გულწრფელი აღიარება სულის გათავისუფლებასა და ჭეშმარიტ გზაზე დადგომაში დაგეხმარებათ.

21 მარტი: შაბათ დღეს 11:16-დან 11:47 საათამდე ანგელოზს დაგეგმილი საქმეების შესრულებაში დახმარება სთხოვეთ.

22 მარტი: ამ დღეს 08:27-დან 09:17 საათამდე წარმოთქვით ლოცვები, რომ მოგზაურობის შემდეგ სახლში მშვიდად მისვლა შეძლოთ.

23 მარტი: უსინდისო გამყიდველისგან მოტყუების თავიდან ასაცილებლად და დაბალი ხარისხის საქონელი რომ არ შეიძინოთ, ანგელოზს 10:43-დან 11:32 საათამდე დახმარება სთხოვეთ.

24 მარტი: გაზაფხული ცვლილებებისთვის შესანიშნავი დროა და ამ დღეს ანგელოზს 11:15-დან 11:46 საათამდე დახმარება სთხოვეთ, რომ მავნე ჩვევები მოიშოროთ.

25 მარტი: კეთილდღეობისთვის სწორი გზა რომ იპოვოთ და მას არ გადაუხვიოთ, პირად მფარველ ანგელოზს მიმართეთ. ამ დღეს ლოცვა 12:13 – 12:48 პერიოდში წარმოთქვით.

26 მარტი: ახლობლებთან ურთიერთობა რომ დაალაგოთ, კამათი და კონფლიქტი თავიდან რომ აიცილოთ მფარველ ანგელოზს 10:38-დან 11:21 საათამდე დახმარება სთხოვეთ.

27 მარტი: ოჯახის პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ, თუ 11:42-დან 12:55 საათამდე მფარველ ანგელოზს მიმართავთ.

28 მარტი: ღამის კოშმარები დასვენების დროს არც თუ ისე საუკეთესო მეგზურია. 18:55 – 19:32 პერიოდში წარმოთქმული ლოცვა ცუდი სიზმრებისგან დაგიცავთ.

29 მარტი: კვირა დღეს ანგელოზს 16:42-დან 17:35 საათამდე მიმართეთ. ამ პერიოდში გულწრფელი თხოვნა მოსმენილი იქნება და ანგელოზი მძიმე წუთებში დაგეხმარებათ.

30 მარტი: ამ დღეს ანგელოზს 13:15 – 13:52 პერიოდში დახმარებას სთხოვენ, რომ ახლობლებს შეურიგდნენ.

31 მარტი: ამ დღეს მფარველ ანგელოზს 12:18-დან 13:02 საათამდე ახალი საქმის წამოსაწყებად და ნანატრი მიზნისკენ მიმავალ გზაზე სირთულეების გამკლავებაში დახმარებას სთხოვენ.