Connect with us

ჯანმრთელობა

იოდის ბადე: გაიკეთეთ ხელზე და გაოცდით სამკურნალო ეფექტით!

წლების მანძილზე გამოცდილი მეთოდი!

იოდის ბადის ძირითადი ეფექტი მისი ბაქტერიციდული მოქმედებით აიხსნება. ის კანის გავლით, ორგანიზმში ხვდება და სისხლის მიმოქცევის სისტემაში ვრცელდება, ანადგურებს მიკრობებსა და დაავადებების გამომწვევ ორგანიზმებს.

კანზე დატანილი იოდის კიდევ ერთი თვისებაა – კაპილარების გაფართოვება და სისხლის მიმოქცევის დაჩქარებაა. ასტიმულირებს სისხლის გადინებას და ამცირებს მის დაგროვებას შეშუპების არეში.

როგორ გავიკეთოთ იოდის ბადე?

იოდის ბადეს კანზე ბამბის კოსმეტიკური ჩხირით იხატავენ. ჩხირი დაასველეთ იოდის 5%-იან ხსნარში და კანზე ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ზოლებიანი ქსელი დაიხატეთ. იდეალური იოდის ბადის უჯრის ზომა – 1 კვადრატული სანტიმეტრია.

აი რაში დაგეხმარებათ იოდის ბადე:

1. ორგანიზმში იოდის უკმარისობისას

სტატისტიკურად, დედამიწის მოსახლეობის მესამედს იოდის ნაკლებობა აქვს, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მიზეზი ხდება, ხოლო ორსული ქალებისთვის მისი ნაკლებობა შეიძლება ფიზიკურად და გონებრივად არასრულფასოვანი ბავშვის გაჩენით დასრულდეს.

იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, ყოფნის თუ არა ჩვენს ორგანიზმს იოდი, აუცილებელი არ არის ანალიზების გაკეთება – საკმარისია იოდის ბადე გაიკეთოთ. აჯობებს ის თეძოს შიდა მხარეს დაიტანოთ. ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებსაც იოდის უკმარისობა არ აქვთ, ბადის კვალი 24 საათში გაუქრებათ, ეს თუ უფრო ადრე მოხდა – მიმართეთ ექიმს, ის იოდის დეფიციტთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

2. მშრალი ხველის დროს

იოდის ბადე ანთებითი პროცესის ლოკალიზებაში მის დასაწყისსივე დაგეხმარებათ. ხველის საწინააღმდეგო ბადე მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული როცა ტემპერატურა 38 გრადუსს არ აჭარბებს. ბადე ან ყელზე დაიტანეთ (ანგილის დროს) ან მკერდზე (ფილტვების ანთებისას). ხველის შემთხვევაში, ბადეს ყელზე დღეში ორჯერ – დილით და საღამოს იხატავენ.

3. სურდოსა და გაციებისას

ასეთ შემთვევაში ბადეს თხელი და პატარა ხაზებით იხაზავენ ცხვირის ძგიდესა და ფრთებზე. დახაზვისას ფრთხილად იმოქმედეთ, რადგან სახის არესა და კისერზე, იოდისგან შეიძლება დამწვრობა მიიღოთ: კანი გაწითლდება, აიქერცლება და აგძვრებათ.

გაციებისას ბადის გაკეთება ფეხის ტერფებსა და წვივის კუნთებზეც შეგიძლიათ.

4. ჩალურჯებებისა და სისხლჩაქცევებისას

იოდის ბადე სილურჯეებისგანაც გაგათავისუფლებთ, მაგრამ მისი დადება მხოლოდ დაზიანების მიღებიდან 1 დღის შემდეგ არის რეკომენდებული. საქმე იმაშია, რომ უმნიშვნელო ტრავმაც ჩვეულებრივ კანის შეშუპებიტ იწყება და იოდის გამღიზიანებლური მოქმედება მის გაწოვას ხელს შეუშლის.

აჯობებს თავიდან დაზიანება ცივად – ყინულის ნატეხით დაიმუშაოთ და იოდით მკურნალობა კი მხოლოდ მომდევნო დღეს დაიწყოთ.

5. ორსულობისას

ქალბატონები რომლებიც დედობისთვის ემზადებიან, იოდის ბადეს, იოდის დეფიციტის შესავსებად იყენებენ. ამასთანავე, ეს საშუალება გაციების ნიშნებსაც ებრძვის – ფარმაკოლოგიური პრეპარატების შერჩევისას ორსულებს ხომ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა უწევთ, იოდი კი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო წამლად ითვლება.