Connect with us

ჯანმრთელობა

თქვენ სასწრაფოდ გესაჭიროებათ მაგნიუმი, თუ მუდმივად სტრესი და შფოთვა გაწუხებთ

თანამედროვე საზოგადოებაში სტრესი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და, სამწუხაროდ, სწორედ ის იწვევს 21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს.

შფოთვა, ნერვიანობა, შიში, უძილობა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, მომატებული შფოთვა – როგორც წესი, ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმი მაგნიუმის დეფიციტს განიცდის.

მაგნიუმი(განსაკუთრებით, ვიტამინ В6-თან კომბინაციაში) ნერვული სისტემის უმაღლესი დანაყოფების მდგომარეობაზე ახდენს მარეგულირებელ გავლენას ემოციური დაძაბულობის, დეპრესიისა და ნერვოზის დროს. ეს შემთხვევით არ ხდება.

სტრესი(ფიზიკური, ფსიქიკური) ზრდის მაგნიუმის მოთხოვნილებას, რას უჯრედებში მაგნიუმის უკმარისობის მიზეზი ხდება.

მაგნიუმის დეფიციტი უარესდება ასაკთან ერთად და მაქსიმმუმს აღწევს 70 წელს გადაცილებისას. ითვლება, რომ მსოფლიო მოსახლეობის 25-30% არასაკმარის მაგნიუმს იღებს საკვებით.

ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ბოსტნეულისა და ხილის დამუშავებისა და მინერალური სასუქების გამოყენების თანამედროვე ტექნოლოგიებთან, რაც ნიადაგში მაგნიუმის დეფიციტს იწვევს.

მაგნიუმის ქრონიკული დეფიციტი აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტით, არტერიული ჰიპერტონიით, ათეროსკლეროზითა და ოსტეოპოროზით დაავადებულ ადამიანებსაც.

ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი დღეში 270-400 მგ მაგნიუმს უნდა იღებდეს, სხეულის მასის მიხედვით. თუ რაციონს გაამრავალფეროვნებთ, ასეთი რაოდენობის დაგროვება საკმაოდ მარტივია.

ხოლო თუ ბუტერბროდებსა და ფასტფუდზე იცხოვრებთ, მაგნიუმის უკმარისობა, დროთა განმავლობაში, სერიოზულ დარღვევებს გამოიწვევს ორგანიზმში.

ამ მიკროელემენტის მარაგის შევსების ყველაზე გავრცელებული საშუალება, რა თქმა უნდა, იმ საკვების მიღებაა, რომელიც დიდი რაოდენობით მინერალს შეიცავს.

შეაჩერეთ მაგნიუმის შემცირების პროცესი:

  • შეამცირეთ ყავის, გაზიანი სასმელების, მარილის, შაქრისა და ალკოჰოლის მიღება(ისინი ორგანიზმიდან მაგნიუმს “დევნიან”);
  • ზოგიერთი საშუალება, რომელიც ჰიპერტონიის სამკურნალოდ გამოიყენება, იწვევს მაგნიუმის შემცირებას, ამიტომ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ამ საკითხთან დაკავშირებით.

როგორ შევივსოთ მაგნიუმის დეფიციტი საკვებით

მიირთვით მეტი ნუში, კეშიუ, წიწიბურა, ბრაზილიური კაკალი, ტყის თხილი, სიმინდი, ნიგოზი, ჭვავი, ბრინჯი, ლეღვი, ფინიკი, კომბოსტო, კრევეტები, ავოკადო, ოხრახუში, ნიორი და ორგანული მარილი.