ჯანმრთელობა
თუ თვალები ხშირად გიტოკდებათ: აი, რომელი ნიშნები მიუთითებენ ორგანიზმში მაგნიუმის აშკარა დეფიციტზე
ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის ორგანიზმს დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერება სჭირდება. ზოგიერთ მათგანს ნაწლავების მიკროფლორა აწარმოებს, მაგალითად K და PP ჯგუფის ვიტამინებს. ორგანიზმის უზრუნველსაყოფად მათი საკმარისი რაოდენობით წარმოება ხდება. აი, B ჯგუფის ვიტამინები ნაწლავების მიკროფლორაში მცირე რაოდენობით იწარმოება, რაც საკმარისი არაა.
მაგნიუმის დეფიციტი
ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ნივთიერება, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი შეიცავს არის მაგნიუმი. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 25 გრ მაგნიუმს შეიცავს, ამასთან ამ ელემენტის 60 % ძვლებში მდებარეობს. ბევრ მაგნიუმს ასევე გულის და ტვინის უჯრედები შეიცავს.
რატომ არის მაგნიუმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი
მაგნიუმი ნივთიერებათა ცვლის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ნივთიერებათა ცვლა არის პროცესი, როცა რთული ორგანული ნივთიერებების დაშლის შედეგად ენერგია გამოიყოფა. ეს ენერგია ჩვენი ორგანიზმის მნიშვნელოვანი რესურსია. ამ ყველაფერში მაგნიუმი რა გავლენას ახდენს? პასუხი ძალიან მარტივია. სწორედ მაგნიუმი უწყობს ხელს ამ რთული ორგანული ნივთიერებების დაშლას.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ნივთიერებები არ იშლება ან საკმარისი რაოდენობით არ იშლება. შედეგად სრულყოფილი ცხოვრებისთვის მცირე ენერგიას მიიღებთ და მთელ რიგ უსიამოვნო ნიშნებს იგრძნობთ.
მაგნიუმის დეფიციტი არა მხოლოდ უსიამოვნო შედეგებს იწვევს, არამედ სიცოცხლისთვის საშიშია.
მაგნიუმის დეფიციტის ნიშნები
1. დაღლილობა
ნაკლები ენერგიის გამო ხშირად დაღლილობას იგრძნობთ. სამწუხაროდ, ამ დაღლილობის აღმოფხვრას ჩვეულებრივი ძილით ვერ შეძლებთ. ეს ხომ მაგნიუმის დეფიციტით არის გამოწვეული.
2. პარესთეზია
ოდესმე კიდურებში უცნაური ჩხვლეტა და ხელების ან ფეხების უეცარი დაბუჟება გიგრძვნიათ? მსგავსი მგრძნობელობის დაკარგვა ჩვეულებრივ ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობაზე მიუთითებს. თუ ამ სიმპტომს ხშირად გრძნობთ – მაგნიუმი აუცილებლად დალიეთ.
3. კრუნჩხვები
როგორც დაბუჟებული კიდურები, ასევე კრუნჩხვები მაგნიუმის ძლიერ დეფიციტზე მიუთითებს, რომელიც სასწრაფოდ უნდა აღადგინოთ.
4. მადის დაქვეითება
ჭამის სურვილის არ ქონა, ასევე გულისრევა და დიარეა ცხადი ნიშნებია, რომ დროა ექიმთან გამოკვლევა ჩაიტაროთ, საჭირო ანალიზები ჩააბაროთ და ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრაზე დაფიქრდეთ.
5. გაღიზიანება
არასტაბილური ნივთიერებათა ცვლისა და არასაკმარისი ენერგიის გამო ადამიანი არა მხოლოდ დაღლილობას, არამედ გაღიზიანებას გრძნობს. როგორც წესი, გაღიზიანებას ობიექტური მიზეზები არ აქვს. ასევე ძილის რეჟიმი ირღვევა და გაღვიძება რთულდება.
თუ ზემოთ მოცემული ნიშნებიდან რამდენიმეს მაინც გრძნობთ, ექიმთან კონსულტანცია და საჭირო გამოკვლევა გაიარეთ. საქმე იმაშია, რომ მაგნიუმი დეფიციტი ხშირად ზოგიერთ ნეგატიური პროცესის და დაავადების შედეგად არის გამოწვეული. მაგალითად, ხშირი სტრესული სიტუაცია ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტს იწვევს.
მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები
1. მარცვლეული და ბურღულეული
შვრიის და ქერის ბურღული მაგნიუმის და სხვა სასარგებლო ნივთიერებების ეფექტური წყაროა. ეს ფაფები არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ ნოყიერია.
2. ლობიო, ბარდა და მზესუმზირა
ერთი თეფში ლობიოს წვნიანი მაგნიუმის დღიურ ნორმას მოგაწვდით. ამასთან, ლობიო, როგორც მზესუმზირა მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რომელიც ქალის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
3. თევზი
ქაშაყი, სკუმბრია, ვირთევზა, კამბალა და პალტუსი მაგნიუმის შესანიშნავ წყაროს წარმოადგენენ. ასევე თევზი სასარგებლო ამინომჟავების დღიურ ნორმას მოგაწვდით.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.