Connect with us

თავის მოვლა

თმის ცვენას დიდი ხანია წარუმატებლად ებრძვით? პრობლემას შინაგანად უნდა უმკურნალოთ

ისეთ პრობლემებს, როგორც თმის ცვენა და მტვრევადი ფრჩხილებია, ხშირად გარეგანი გამოყენების საშუალებებით ვებრძვით: ნიღბები, ზეთები, სააფთიაქო ლოსიონები, სპეციალური ნაყენები და ა.შ. ასეთ საშუალებებს მხოლოდ დროებითი ეფექტი ექნება, თუ თავად პრობლემის გამომწვევ მიზეზს შინაგანად არ ვუმკურნალებთ.

ყველაზე ხშირად თმის ცვენა, ფრჩხილების დასუსტება და ძილის რეჟიმის დარღვევა სწორედ თირკმელზედა ჯირკვლის დაზიანებითა და მისი ფუნქციონირების დარღვევით არის განპირობებული. ეს ენდოკრინული ჯირკვალი პასუხსმგებელია ისეთი მნიშვნელოვანი ჰორმონების გამომუშავებაზე, როგორიც სტეროიდები და ადრენალინია.

დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ მარტივი საშუალების მომზადების რეცეპტს, რომელიც დაარეგულირებს თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობას და გაგათავისუფლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემისგან. ეს ნარევი გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს საჭირო და აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით.

ინგრედიენტები:

  • 500 მლ ნატურალური თაფლი
  • 30 გრამი ოხრახუშის გამომშრალი და დაფქული ფოთლები
  • 200 გრამი ბრაზილიული ან ბერძნული კაკალი
  • 100 გრამი ქიშმიში
  • 20 გრამი დაფქული ჯანჯაფილი

მომზადება:

1. ბლენდერში მოათავსეთ მოცემული რაოდენობით ნიგოზი და ოხრახუში. კარგად ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთი წუთის განმავლობაში.

2. მიღებულ მასაში დაამატეთ თაფლი, ჯანჯაფილი და ქიშმიში. კვლავ გადაურიეთ.

3. მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ მიირთვით მზა საშუალება 2 სუფრის კოვზის ოდენობით საუზმობამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – ნარევის ამოწურვამდე.

როგორც უკვე გითხარით, ეს საშუალება მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს მისი გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით, დაარეგულირებს თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობას, დაამარცხებს თმის ცვენას და გაგიძლიერებთ ფრჩხილებს. ნარევის რეგულარული მიღების დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში სასიამოვნო ცვლილებები უკვე თვალსაჩინო იქნება.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!