Connect with us

თავის მოვლა

თმისთვის სასარგებლო პროდუქტები

ლამაზი, ფუმფულა, მბზინვარე და სქელი თმა თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე მიგვანიშნებს. იმისთვის, რომ თმა მუდმივას ასეთად დარჩეს, აუცილებელია ის სწორი კვებით უზრუნველყოთ: რაციონში ცილის, ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ამინომჟავების შემცველი პროდუქტები შეიტანოთ. რომელი პროდქუტია სასარგებლო თმისთვის?!

თევზი და ზღვის პროდუქტები. ცხიმიან ზღვის თევზში, კრევეტებში, მოლუსკებში ძალიან დიდი რაოდენობის სასარგებლო ცილაა, ის ასევე სასრგებლო ცხიმებსაც შეიცავს. ზღვის პროდუქტებში არსებული ფოსფორი თმას ელასტიურობას მატებს და თუთიისა და იოდის დახმარებით ხელს უშლის ნაადრევი ჭაღარის გაჩენას!

ფრინველის ხორცი. იოლად ათვისებადი ცილის კიდევ ერთი წყარო. ცილის გარეშე თმა უსიცოცხლო ხდება. ინდაურისა და ქათმის ხორცი ბევრ რკინასაც შეიცავს, ეს უკანასკნელი კი აუცილებელია თმის ცვენისთვის თავის ასაცილებლად.

კვერცხი. ცილასთან ერთად ის В ჯგუფის ვიტამინებსაც შეიცავს, ისინი თმას უფრო სწრაფად ზრდაში ეხმარებიან, მათ უფრო აძლიერებენ და ასქელებენ, მატებენ ელასტიურობას და მბზინვარებას. სწორედ ამ ჯგუფის ვიტამინები არეგულირებენ თმის ცხიმიანობას.

პარკოსნები. მცენარეული ცილით სიმდიდრის მეშვეობით პარკოსნებს ნაწილობრივ ხორცეულის შეცვლაც შეუძლიათ. ისინი რკინასა და თუთიასთან ერთად, ბიოტინსაც შეიცავენ რომელიც თმის სიმაგრეზეა პასუხისმგებელი. პარკოსნებში გოგირდის შემცველობაც მაღალია, ეს უკანასკნელი მათ ძალასა და მბზინვარებას მატებს.

მწვანილი და ფოთლოვანი ბოსტნეული. ოხრახუში, კამა, სალათის ფურცელბი და ისპანახია მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, А და С ვიტამინებით. С ვიტამინის გარეშე რკინის ათვისება ვერ ხდება. ეს ვიტამინები აჩქარებენ თმის ზრდას და ააქტიურებენ სისხლის მიმოქცევას.

ნიგვზეული. ნებისმიერი თხილეული და მზესუმზირა შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, თუთიას და სელენს. ისინი Е ვიტამინის ძვირფასი წყაროა, ის კი შეუცვლელია თმის სილამაზისთვის: კვებავს თმის ბოლქვებს, აღადგენს სისხლის მიმოქცევას თავის კანში და იცავს თმას ულტრაიისფერი სხივებისგან.

ფანტელი და ბურღულეული. В ვიტამინის ძირითადი წყარო. რეგულარულად მიირთვით ფაფები, მთელმარცვლიანი პური. მიირთვით ხორბლის გაღივებული მარცვლები. წიწიბურა და შვრიის ფანტელი – ბევრ სპილენძს შეიცავს რომელიც თმას ადრეული დაბერებისა და ცვენისგან იცავს.

მცენარეული ზეთი. ყველაზე სასარგებლო ზეთებია – ზეითუნის, მზესუმზირის, სელის და სიმინდის. ისინი პოლი ნაჯერი ცხიმებით გახლავთ მდიდარი და А, Е და D ვიტამინების წყაროსაც წარმოადგენენ. ზეთებიო სალათში უნდა გამოიყენოთ, დამწვარი ზეთი კარგადვ თავის დადებით თვისებებს!

ბოსტნეული. განსაკუთრებით წითელი, სტაფილოსფერი და ყვითელი ფერის. სტაფილო, ჭარხალი, ბულგარული წიწაკა – В ჯგუფის ვიტამინების, А ვიტამინის, მაგნიუმის და კალიუმის წყაროა. ისინი განსაკუთრებით მოდუნებულ, მშრალ, მტვრევად თმას უხდება, ისინი აუმჯობესებენ მის სტრუქტურას.

რძე და რძემჟავა პროდუქტები. მათში შემავალი კალცის ათვისება ყველაზე მარტივად ხდება და ის უწყობს ხელს თმის ზრდასა და გამაგრებას. რძე ასევე სელენსაც შეიცავს რომელიც თმას მავნე ზემოქმედებისგან იცავს.